#39593358 · 26 Jan 2014, 21:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
AUTO-VOLT
QUOTE | შენი ავატარიდან გამომდინარე ტექნიკურ სფეროში მოღვაწეობ ეტყობა და ტექნოკურ საკითხებზე მსჯელობისას (თუ მოხდება ასე) უფრო გამოგვიგა მეტი ურთიერთგაგება. |
მაინც ეჭვი მაქვს რომ ვერ გამიგე. არ მინდა, რომ გულში რაიმე გაუგებრობის გამო წყენა დაგრჩეს ჩემზე, ვიმეორებ, არ მაქვს ეგ მიზნად. რუსეთში ვარ აგერ ცხოვრების მეორე ნახევარი, ვიცი რას ფიქრობს ეგ ხალხი და რითი სუნთქავს - როგორც მყრალი ლუმპენები და მათი ჟირიკასნაირი კერპები, ისევე - ინტელიგენტი ხალხი. არ მინდა, რომ ქართველი იყოს მომღერალ-მოცეკვავე მაიმუნის ეტალონი პირველებისთვის და "ცრემლნარევი ნოსტალგიის" გამომწვევი - მეორესთვის. არც სხვა ქვეყნებისთვის მინდა რომ იყონ, უბრალოდ ყველგან ხომ არ ვიცი რა სტერეოტიპია შექმნილი ჩვენზე და თუ არის უარყოფითი, იმ ქვეყნის კარგად მცოდნებისთვის მიმინდია კრიტიკა. ერთადერთი რაც აერთიანებს ამ ყველაფერს და უდავოა ჩემი აზრით, არის ის, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს სამი მეგობარი: მისი ჯარი, უშიშროება და დამოუკიდებელი სასამართლო. ხოლო პირადად ერისიონთან, როგორც ხელოვნებთან კი არაფერი არ მაქვს სადავო.
QUOTE | განათლება რომ ასამაღლებელია აშკარაა და ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანას ვაპირებ ამ კუთხით, ვთარგმნი ინგლისურიდან გარკვეულ ტექნიკურ ლიტერატურას და მინდა ინტერნეტით უფასოდ შევთავაზო ქვეყნის ახალგაზრდობას, თუ აითვისებენ ხელობა ექნებათ და ჩემი დროის და თვალების ჯანმრთელობის ხარჯზე ერთი ოჯახი მაინც თუ იქნება მატერიალურად უზრუნველყოფილი თვითკმაყოფილების გრძნობა დამეუფლება და გარკვეულწილად ვალმოხდილს ვიგრძნობ თავს ერის წინაშე. |
ძალიანზე ძალიან კარგ საქმეს აკეთებ. არ დაიზარო და ღმერთმა მოგცეს ძალა. თუ რაიმე საიტს გახსნი, სადაც შენი ეგ ლიტერატურა იქნება, შემატყობინე თუ არ დაგეზარება.
--------------------
ზეინკალ-თეორეტიკოსი, ქლიბოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სახანძრო-მათემატიკური ინსტიტუტის ბრანდსპოიტ-დიფერენციალური ანალიზის კათედრის გამგე.
|