აუფ, რაც მე მაგაზე ტიპს გავუჩალიჩე ასე 8-9 წლის წინ დაახლოებით

მოკლედ, ქობულეთში ვარ, ვისვენებ. ასე 2005-2006 წელი იქნება. საღამო ხანია, ტაქსი გავაჩერეთ და გასატყვრომად მივდივართ. ჩავჯექით და რაღაც უცხო ნომერი მირეკავს:
ის: - გამარჯობათ!
მე: - გაუმარჯოს?!...რომელი ხარ?
- ჯეოსელიდან გაწუხებთ; ერთგული აბონენტებისთვის ყოველთვიური გათამაშება ტარდება ხოლმე და თქვენი ნომერი გამარჯვებულებს შორის მოხვდა...
(მომენტალურად დავწვი ყველაფერი. ცნობილი აფერა იყო და გასართობი ზონაზე. უცხო ნომრებზე რეკავდნენ ამ რეჩით ან იმ რეჩით რაც ამ თემის პირველ პოსტშია და ვინც დალოხდებოდა ფულს არიცხინებდნენ ანგარიშზე. მეცინება რომ უკვირს თემის ავტორს და გონია მისი სახელი და ნომერი იცოდნენ. ნებისმიერ უცხო ნომერზე რეკავენ, თუ ბიჭმა აიღო გიორგითი მიმართავენ თუ გოგომ ნინოთი, ჩათვალე 50%-იანი სიზუსტით გაარტყამენ.

ბევრი ეგებოდა ამ ანკესს.)
მოკლედ, არ ვიმჩნევ, რო იასნია უკვე ყველაფერი და:
- ვააა! რა მაგარიააა! რა მოვიგე ტოო??
- ფერადი ტელევიზორი მოიგეთ, გილოცავთ!
- ვა, შენ გენაცვალე! ჯიგარი ხარ ძმაო, ჯიგარი! სად მოვიდე, როგორ ავიღო, როდის მოვიდე???
- თქვენი მისამართი ჩაგვაწერინეთ და ჩვენ თვითონ მოგიტანთ, ოღონდ მანამდე ამ ნომერზე 30 ლარი ჩარიცხეთ, რომ დავრწმუნდეთ ნამდვილად თქვენზეა ეს ნომერი რეგისტრირებული (ჭღრ-პღრ ნომერი და ქვის მხეთქველი ლოგიკური ახსნა თუ რატომ უნდა ჩაურიცხო ფული

... ).
- მართლა?
- დიახ.
- აუ, რო არ ვიცი ჩარიცხვა? როგორ უნდა ჩავრიცხო?
- ლაი-ლაი ბალათი იყიდეთ, გადაფხიკეთ და შემდეგ ისკოდი გამოაგზავნეთ ამ ნომერზე.
- აუუ, ძმურად რა, ერთი წუთით...
- დიახ?...
- სულ 32 ლარი მაქვს ეხლა ძმაო. ტაქსში ვზივარ, 2 ლარი ტაქსს უნდა მივცე და კაკ რაზ 30 ლარი დამრჩება.
- ძალიან კარგი...
- მარა მარა ანგარიშზე არ მაქვს ძმაო რო მესიჯი გამოგიგზავნო (კრედიტები არ იყო მაშინ) და შეგიძლია ერთი 5 წუთი დამელოდო ძმურად? გავაჩერებინებ ტაქსს სადმე, სადაც ლაი-ლაი იყიდება, ვიყიდი გადავფხიკავ, კოდს გიკარნახებ და იქნებ ხელით ამოიწერო რა, კაცურად რა, ძალიან გთხოვ...
- ...ხო, კარგით, კარგით... (ხმა აეზლაზნა ცოტა...)
ამასობაში ტაქსი მივიდა დანიშნულების ადგილას. გადმოვედი და ამას ვუგრძელებ ლაპარაკს:
- აი გავაჩერე უკვე ძმაო და გადმოვედი. ვიყიდი ეხლა დაიცა. არ გათიშო რა ძმურად.
- კარგით. გელოდებით.
- დაიცა, დაიცა ძმაო, ეხლავე, ეხლავე...
- ...
- აჰა, მივედი ბუდკასთან (ვატყუებ, ცხადია)...ერთი 30 ლარიანი ლაი-ლაი მომეცით რა!..ეხლავე ძმაო, ეხლავე, დაიცა...ეხლავეე გეტყვი...
- ...
- აჰა, ვსიოვიყიდე უკვე. ეხლა გადავფხიკოოოთ...
- დიახ...
- ტააკს...ალო, აქ ხარ ძმაო?
- კი, კი, აქ ვარ...დაუჩქარეთ (ნერვიულობს უკვე...)
- მოკლედ ძმაო ე.ი. 19064832...
ვიგონებ ანუ რაღაც ციფრებს და თან სათითაოდ ვამეორებინებ იმას, რომ "დავრწმუნდე" ნამდვილად სწორად ჩაიწერა თუ არა...11 ციფრიანი კოდი იყო თუ რაღაც, აღარ მახსოვს, ხოდა შეგნებულად ბოლო 2 ციფრს არ ვეუბნები და ვიწყებ წუწუნს:
- აუუუუუ! გადაფხეკვის დროს რაღაც გაიცრიცა და ზუსტად ვერ ვარჩევ ამ ციფრებს...მოიცა 3 ? თუ 8 ?...
- ცოტა მალე რა ძმაო რა!
ნამეტანი ღელავს უკვე. დაიღალა და თან მგონი ანგარიშზე უთავდება.
- ხო, ხო, დაიცა...არ გათიშო...დაიცა...დაიცა....3...არა 8...თუ 3? აუუუ...
- მალე რა ჩემი ძმა რა...
- კაროჩე ამ დედა#####ულ ბოლო 2 ციფრს ვერ ვარჩევ რა ძმაო რა.
- სცადეთ კარგად დააკვირდით...
- არა, ძმაო, რა უნდა დავაკვირდე?
- რატო?... (დაიბნა)
- იმიტო, რო კარტა არც მიყიდია.
- როგორ?...
- ბიჯო! ლოხის რა შემატყე მაგის დედას ######? აბა, სბოგამ და მალე სვაბოდას გისურვებ.
- ...ეეეეეეეეეეე...
ბოლო ხმაზე ვიცინი მეც და ჩემი ძმაკაცები ცალკე ფორთხავენ აქეთ.
- თუ მიხვდი თავიდანვე ვერ მითხარი ძმო? მთელი ანგარიში დამახარჯინე ტო...
გათიშა.
This post has been edited by analgin on 28 Jan 2014, 13:51
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey