3 მაისს შემოგვიერთდით ვაკის პარკში, ერთად აღვნიშნოთ მზესუმზირის "სახელობის" მსოფლიო პარტიზანული მებაღეობის დღე!!
► შაბათს 14:00 საათიდან:
• პატარებთან ერთად, პლასტელინისგან გავაკეთებთ ლამაზ, მზესუმზირების ხეივანის მაკეტს.
• ქაღალდის მასალისგან შევქმნით აპლიკაციებს, ასევე მზესუმზირებისა და მცენარეების თემაზე.
გავაკეთებთ ქაღალდის სამაჯურებს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში შეახსენებს ყველას, რომ მაისის თვეში აღინიშნება პარტიზანული მებაღეობის საერთაშორისო დღე!
• პირველად იქნება Cup სონგის მასტერკლასი - სახალისო და ძალიან აზარტული აქტივობა (კარგი იქნება თუ მსურველები თან იქონიებთ მყარი პლასტმასის, უყურო ჭიქებს)
• ამ ყველაფერთან ერთად პარკში შესაძლებელი იქნება სახის მოხატვაც სხვადასხვა სახალისო და თემატური ნახატებით.
ესტუმრეთ ვაკის პარკს ბავშვებთან ერთად და გაატარეთ დრო მშვიდ და ძალიან მეგობრულ გარემოში!
https://www.facebook.com/events/861235943891847/