გააქტიურდნენ
55 000 ლარი რესტორნებისთვის (post #39731315)მალე ვიგრძნობთ "შვებას", ასე 4 წელიწადში, როგორც საჩხერის მაღალმთიანეთში ჩაბუდებულმა ბიძი(N)ამ გვამცნო...
* * *
გთხოვეთ გახსენით ტემა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მეთქი, მაგრამ რას იზავ, ბელეტრისტიკობა გვირჩევნია ეტყობა...

მაშინ აგერ ჩამოგიწერთ გამოცხადებული ტენდერების ნუსხას:
SPA140003204 - თანხით 1.440.780 ლარი!!! რუსეთის ფედერაციაში სარეკლამო კამპანიის მომსახურების უზრუნველყოფა (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია).
SPA140002366 - 658.600 ლარი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სარეკლამო კამპანიის ორგანიზების მომსახურების შესყიდვა (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია).
SPA140001849 - თანხით 570.000 ლარი, მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები (საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია)
SPA140002145 - თანხით 491.000 ლარი, სედანები 14 ცალი (საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია)
SPA140002568 - თანხით 518.000 ლარი, სამგზავრო მიკროავტობუსები (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო).
SPA140001784 - თანხით 650.000 ლარი, 8000 ტონა დეფეკაციური ტალახის შესყიდვა

(აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო)
ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რომლებიც სევდანარევ ღიმილს იწვევს ადამიანში, ტირილი რომ არ გინდოდეს... ამ ყველა ტენდერის აუუუუცილებელი საჭიროება რომც დამიდასტუროს ვინმემ, ნეტავ რა გამართლება უნდა უპოვო სატენდერო პირობებს?????? ამ თემას არ უნდა აკონტროლებდეს კაციშვილი???? (მიწოდების ვადები, რატომ ცხადდება გამარტივებული ტენდერი, რა გადაუდებელი აუცილებლობაა? ადრე არ იცოდნენ და ეხლა უცებ დაჭირდათ? აქამდე ვინმემ გამოიკვლია, რომ "დეფეკაციური ტალახი" აუცილებელია და რაღაიკი ეს უნიკალური ტალახი არ არსებობდა აქამდე, ამიტომ ვერ გადიოდა ჩვენი ციტრუსი ევროპულ ბაზარზე ალბათ. გეშველათ აჭარლებო, აწი გასრიალდებით და პირდაპირ ევროპაში ჩასრიალდებით ციტყუსით ხელდამშვენებულნი... ჩვენც წაგვიყვანეთ ოღონდ რა თუ შეიძლება...

) . სარეკლამო კამპანიის წარმოების სატენდერო დავალებაზე არაფერს ვამბობ... უნდა დაიჭირო ამის გამომცხადებელი ჩასვა მძღ....ან კასრში და ატარო ქალაქში ტურისტების მოსაზიდად.... სამელეორაციო კომპანია იყიდის ავტომობილებს და მერე ეს ავტომობილები რატომღაც ან ვინმეს გადაეცემა მთავრობის დადგენილებით (ძირითადად პარტიას) ან მისთანებს... ააარა, არ მჯერა ეს არ მოხდება, სამელეორაციო კომპანიას ჭირდება 35000 ლარიანი სედანები

10000 ლარიანში რომ ჩაყონ თავისი ინტელექტუალ-გაზუნტლული კლოაკები არ ეკადრებათ...

არც ადრე იყო ამ მხრივ მთლად დალაგებული სიტუაცია, მაგრამ დღეს, მე რასაც ტენდერებს ვუყურებ... ბარემ სახელები და გვარები მიაწერეთ ტენდერებს (ეს ცხადდება ამა და ამ ბატონისათვის, ის იმისათვის... და ა. შ.)
არ შეიძლებ ასე!!!