აუ, მაგ დარბევიდან ასე ორი კვირის შემდეგ ქუჩაში ჩემი ნაცნობი ბიჭი შემხვდა, ერთ-ერთი მაშინდელი სამთავრობო ტელევიზიის ოპერატორი და ისე სასტიკად იყო ნაცემი, ყბას ვერ ამოძრავებდა. საავადმყოფოდან ახალი გამოსული იყო.
მეთქი ეს რა უქნათ და ისაო, ჩემი ბრალი იყო, ახლოს მივედი სპეცრაზმთან და ისე ვიღებდიო

ოპერატორი სამსახურიებრივ მოვალეობას ასრულებდა, კადრებს იღებდა და ამის გამო ცემეს სასტიკად (თან ნაცტელევიიზიის თანამშრომელი იყო, მაგრამ ისე იყვნენ გაგიჟებულები, აღარავის ინდობდნენ) და ტიპს ისე ეშინოდა რეპრესიების და სამსახურიდან გაგდების, რომ პროტესტის გამოხატვა კი არა, თვითონ იბრალებდა "დანაშაულს". როგორ იყო ხალხი დაჩმორებული

რომ გამახსენდება-ხოლმე, ეგ დრო წარსულს ჩაბარდა, შვებით ამოვისუნთქავ-ხოლმე