საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ყველა ვექილს
)
ბატონებო!
თქვენის შეტყობით, ბოლო დროს ლიბერალ-სატანისტ-პედერასტ იუზერთა ერთი ჯგუფი მიზანმიმართულად ებრძვის საქართველოს სამოციქულო ეკლესიასა და ყოველივე ქართულს - ენას, მამულს, სარწმუნოებას, ხოლო თქვენ გვევლინებით ეკლესიისა და სამღვდელოების დამცველად ამა ფორუმსა შიგან.
ნება მიბოძეთ, განმარტება გავაკეთო.
რახან განსაკუთრებულად მტკივნეულად რეაგირებთ ხოლმე პატრიარქის ყოველ ხსენებაზე, დავიწყებ ამით.
საქართველოს პატრიარქს არასოდეს გამოუხატავს თავისი მკვეთრი პოზიცია ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტებში.
მაგალითად, 1989 წლის 9 აპრილს. პატრიარქმა მოვვიწოდა შეგვეწყვიტა აქცია და გველოცა ქაშუეთის ტაძარში, ხოლო უარის მიღების შემდეგ გაუჩინარდა. არადა, უფრო ბუნებრივი იქნებოდა, სხვა მღვდელმთავრებთან ერთად არ მიეტოებინა თავისი სამწყსო და მასთან ერთად შეგებებოდა განსაცდელს. თუ გნებავთ, პირველი შეგებებოდა მტრის ურდოებს, ვინძლო მათი რიდი მაინც ჰქონოდათ როდიონოველებს.
1991 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ეკლესია არ გამოსულა შუამავლად და არ უცდია ძმათამკვლელი ომის შეჩერება. თუ გნებავთ, შუაში არ ჩაუდგა ორ ბანაკად გაყოფილ თავის შეცდომილ ძეთა.
ეკლესია ყოველთვის ლოიალობას იჩენდა გამარჯვებული პოლიტიკური ძალის მიმართ, კურთხევას აძლევდა ნებისმიერ წამოწყებაში და პასუხად მათგანაც იღებდა ლოიალობას.
ამ საყოველთაო ფარისევლობის პირობებში, ეპისკოპოსობა, მღვდლობა ლამის ჩვეულებრივ საერო თანამდებობად იქცა ხორციელ სიკეთეთა მოსაპოვებლად, ცხოვრების მოსაწყობად და ხორციელი შვილების დასასახლებლად. რომ არაფერი ვთქვათ, სიბნელის ქადაგებასა და იმაზე, რომ მღვდელმთავართა დიდი ნაწილი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იმართება და აშკარად ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას ეწევა.
ხოლო პატრიარქის სახელი ამ ბოლო დროს იქცა ყოველივე ზემოთჩამოთვლილი მანკიერების ნიღბად და მეხამრიდად.
ნუ ამოეფარებით პატრიარქის სპეტაკ ჭაღარას, მეგობრებო!
ნუ აპელირებთ წამდაუწუმ მისი სახელით, ნუ ეწევით სპეკულაციას. შეიცოდეთ მოხუცი...
მიაგეთ ღმერთს ღვთისა და კეისარს კეისრისა.
ნუ ეფარებით პატრიარქის სპეტაკ ჭაღარასპ.ს. მაშინ ის თემა "ღვთისგმობის" თუ რის გამო დახურეს, არ ვიცი.
ვნახოთ აბა თუ წავიწიეთ წინ
This post has been edited by Codex on 29 Jan 2014, 01:05