2006-ის იანვარში უფრო უარესად იყო თოვლი და ყინვა.
1994-ის ზამთარში 2 თვე მინუს ათი იყო "გადაუღებლად" და ის ორი თვე ათ სანტიმეტრამდე ყინული იდო ტროტუარებზე. უმეტესობას აღარ ახსოვს, ეტყობა, ქვეცნობიერად არ უნდათ იმის გახსენება.

თან მაშინ წავიდა პირველად გაზი, მბჟუტავი დენი 2-2 საათით იყო (მერე ცოტა გამოსწორდა), ან ნავთქურა სად იყო, ან ნავთის ფული და რიგებში დგომის ხალისი. ერთ ოთახში გვეძინა ყველას, მზის მხარეს, სადაც 10-14 გრადუსი იყო, დანარჩენ სახლში - ნულიდან ხუთამდე. იმ წელს გაწყდნენ ყავისფერი ტარაკანები.