სტუდენტები „ჯეოსელის“ "აიფონის მახეში" გაებნენ
2014-01-29 18:34:55
სტუდენტებს თანხის გადაუხდელობის გამო პირველადი ჯარიმა 60 ლარი, ხოლო 30 დღის განმავლობაში 2000 ლარის დაფარვა მოთხოვეს
მას შემდეგ, რაც კომპანია "ჯეოსელმა" სტუდენტებს iPhone 5s–ზე განვადება შესთავაზა, „კომერსანტში“ რამდენიმე მომხმარებლის პრეტენზია ერთდროულად შემოვიდა. სტუდენტები და მათი მშობლები, რომლებიც „კომერსანტს“ დაუკავშირდნენ, კომპანიის მხრიდან შეთავაზებულ განვადებას სტუდენტებისთვის "დაგებულ მახედ" აფასებენ და აცხადებენ, რომ კომპანიამ თავიდანვე ზუსტად იცის სტუდენტების ფინანსური მდგომარეობა და მისი მიზანი სტუდენტების საბანკო "აფიორაში" გაბმაა.
კერძოდ, ერთ–ერთი სტუდენტის განცხადებით, მან iPhone 5s –ის განვადებით გამოტანის შემდეგ, თანხა 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარა და მისი ნომერი ავტომატურად ბანკს გადაეცა, ხოლო ბანკმა - ამ შემთხვევაში "ვითიბიმ" სტუდენტს პირველადი ჯარიმა 60 ლარი დააკისრა და 30 დღის განმავლობაში სრული თანხის, 2000 ლარის დაფარვა მოთხოვა.
"თანხას ერთი თვის განმავლობაში ვერ დავფარავდი, სტუდენტი ვარ და არანაირი შემოსავლები არ მაქვს, ბაკმა კი გამოსავლის პოვნის მიზნით, კრედიტი შემომთავაზა, სადაც ჩემს სახელფასო ცნობას მთხოვდნენ, რასაც ვერ მივიტანდი. გასაგებია, რომ ბანკს თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ კომპანია "ჯეოსელი" ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც ასეთი თანხის ღირებულების ნივთს სტუდენტს სასწავლებლიდან გაცემული ცნობის საფუძველზე აძლევს,“ - აცხადებს ერთ–ერთი სტუდენტი.
„ჯეოსელის“ ოფიციალური ვებ–გვერდის მიხედვით, განვადების მიღება 18–22 წლამდე სტუდენტებს მართლაც სასწავლებლიდან წარდგენილი ცნობის საფუძვლეზე შეუძლიათ.
კერძოდ კი ცნობა გაცემული უნდა იყოს ბოლო 1 თვის განმავლობაში და მასში სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი უნდა იყოს მითითებული, თუმცა კომპანია არანაირ დოკუმეტაციას არ ითხოვს საიმისოდ, რომ მან სტუდენტის ფინანსური შესაძლებლობა დაადგინოს და გაარკვიოს, შეუძლია თუ არა მას აღნიშნული ნივთის საფასურის დაფარვა.
თუმცა კომპანია მომხმარებელს შემდეგ გაფრთხილებასაც აძლევს: "თუკი არ გადაიხდით განვადების თანხას, ამ თარიღიდან 30 დღის გასვლის შემდეგ თქვენი ნომერი გადაეცემა ბანკს, რომელიც სრულად დაფარავს განვადების ღირებულებას და თქვენ მოგიწევთ ურთიერთობის გაგრძელება ბანკთან. ასეთ შემთხვევაში ბონუსებიც ერთიანად ირიცხება 30 დღის ვადით. გარდა ამისა, გადაწყვეტილებას განვადების დამტკიცების თაობაზე ბანკის რისკ–მენეჯერი დღის განმავლობაში იღებს.“
„კომერსანტის“ რესპონდენტების განცხადებით კი გამიზნული ქმედებაა, როდესაც ბანკი ერთ თვეში ითხოვს პროდუქტის ღირებულებას, ხოლო კომპანია ჯეოსელი კი კლიენტის ბანკთან გადამისამართებით, ავტომატურად იღებს პროდუქტის ღირებულებაზე მეტ თანხას და ამით მოგებაზე გადის.
რატომ თანხმდება კომპანია ჯეოსელი შემოსავლების არ მქონე სტუდენტებს განვადებაზე? აღნიშნული კითხვით "კომერსანტმა" კომპანია „ჯეოსელს“ მიმართა. განმარტებებს ველით ასევე პროექტში ჩართული "ვითიბი ბანკისგან."
შეგახსენებთ: სტუდენტს iPhone 5s–ის 16 (GB) განვადების შემთხვევაში თვიურად 89 ლარის გადახდა უწევთ, დამატებითი მომსახურების შემთხვევაში კი 119 ლარის და 169 ლარის გადახდა, ხოლო 32 (GB) –იანი iPhone 5s–ის განვადების დროს 139 ლარის.
http://commersant.ge/?page=news&id=6110თურქები ჩვენს სტუდენტებს დაერივნენ
მათ არ აწყობთ განათლებული ქართველი1 თებერვალს აქცია თურქეთის საელჩოსთან
14:00 საათზე
მოდერ
სატაურში ტ-ს მაგივრად თ დაწერე
ბევრი ვერ გაიგებს
ქვევით მპოსტავებისნაირები არიან დღევანდელი "პატრიოტები"
გვერდში დგომა არ იცით
სანამ თქვენც არ მოგადგებიან ხმას არ ამოიღებთ!
This post has been edited by SPLIYVI on 29 Jan 2014, 19:46