Archerმევეი მოკლედ
ეხლა რა ხდება, განვადებით საქონლის გაყიდვა შეუძლია ნებისმიერ მაღაზიას, არავინ ამაში არ გზღუდავს. კლასიკური გაგებით განვადება უპროცენტოა და მშვენივრად მუშაობს ხოლმე. მაგრამ რა თქმა უნდა რისკთანაა დაკავშირებული, ამიტომ ჩვენთან ძირითადად ბანკის ''განვადება'' მუშაობს, ბრჭყალებში შემთხვევით არ ჩამისვამს, რადგან ეს ბანკის განვადება ჩვეულებრივი სესხია, ნუ ჩვეულებრივი ვერა, რადგან პროცენტი აქვს უზარმაზაააარი ასე 48% წლიური ქონდა ადრე ეხლა არ ვიცი.
მუშაობს შემდეგი პრინციპით: ბანკი უმტკიცებს მომხმარებელს მიზნობრივ სესხს წინასწარ განსაზღვრული ნივთის შესაძენად. ბანკი ურიცხავს თანხას მაღაზიას, კლიენტს აქვს ბანკის ვალი. ანუ მომხმარებლის და მაღაზიის ურთიერთობა გრძელდება მხოლოდ საგარანტიო და სხვა სახის ურთიერთობით ნუ რასაც იქ ერთმანეთში ათანხმებენ რა. მაღაზიას არც აინტერესებს ეს მომხმარებელი გადაიხდის სესხს თუ არა (ნუ მარკეტინგულად აინტერესებს რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ მიხვდი რას ვამბობ). სესხის (განვადების) ხელშეკრულება კი ბანკსა და მყიდველს შორის დგება. ნივთი კი კლიენტის საკუთრებაა!!! (ესეც მნიშვნელოვანია, თან დატვირთული არაა)
ამ შემთხვევაში კი მე როგორც მივხვდი ხელშეკრულება დგება ჯეოსელსა და კლიენტს შორის, მერე რა რომ იმან ბანკი უხსენა ხელშეკრულებაში, ბანკმა მოაწერა ხელი? ბანკმა მიცა ფული? არა ხო? ხო და წმინდა იურიდიულად თავზე დაახევს ბანკს მაგ ხელშეკრულებას. მერე რა რომ ხელი მოაწერა.
აღმასრულებელს რაც შეეხება დაბოლების ამბავია ეგ, მე ვცხოვრობ მშობლების სახლში და შემოსავალი არ მაქვს ვთქვათ, მოვა და ტელევიზორს ხელს მოკიდებს არიქა საბუთი არ გაქვთ და ვერ ამტკიცებთ რომ მოვალის არააო?

არაა მასე მაგ აღმასრულებელსაც პანღურით გაისტუმრებ. ეგ ცალკე თემაა.
მოკლედ რომ ვთქვათ ჯეოსელი წავიდა ავანტიურაზე ძალიან დურაკულად, მაქსიმუმ ტელეფონები დააბრუნებინოს და ძალიან დიდი ვადით გაუწელოს დარჩენილი თანხა. გააჩნია როგორ შეუფასებს (რამდენში ჩაუთვლის).
ბანკის განვადება სწორედ მაგიტომ არაა რომ რისკს ითვლის ბანკი და ეგ განვადება 80-99% პრასროჩკაა.
იტოგში დაახაია ჯეოსელმა
ეს სტუდენტები რა თქმა უნდა ქაჯუნჯები არიან, მეტი არაა ჩემი მტერი მაგათ ამდენი ეფიქრათ

იფიქრეს ეუ სიმონ აიფონ5 და არც ხელფასის ცნობა მინდა და არაფერიო

მე რომ მკითხო ამათ დიპლომები არ უნდა მიცე

ან უნარები როგორ გადალახეს

არაა მარტო ქაჯობაში საქმე, უვიცობასა და ელემენტარულ წინდაუხედავობას ვხედავ მე. სამსახურშიც არ ავიყვანდი.
და ბაზარი არაა ეგ ვალი გადასახდელი აქვთ და დააკისრებენ არაა პრობლემა. ახია მათზე.
ჯეოსელმა კი მიქარა.
თუ რამე დავაკელი
მომიტევეთ
პს კარგად წაიკითხეთ სანამ რომელიმე მხარის გაპრავებას დამაბრალებთამებთ