პიკასოს "ცისფერი ქალი", ვან გოგის "მამის პორტრეტი" შუამდინარეთის პერიოდის ოქროს ქანდაკებები,ბრილიანტები
და მილიონებად შეფასებული სხვა ძვირფასეულობა. ამ ქალბატონის(ვიდეოში დაფარული სახით მყოფ ქალზეა საუბარი) ინფორმაციით, საქართველოში ერაყიდან,ქურთების პროვინციიდან,თურქეთის და აზერბაიჯანის გავლით უნდა შემოსულიყო.
ქალბატონი რომელიც წლების მანძილზე დაკავებული იყო ძვირფასეულობის ყიდვა-გაყიდვით,შუამავალმა ვინმე ლაშა ჯაფარიძემ ერაყში წაიყვანა.
სწორედ მისგან ხდება ცნობილი რომ ნივთების გადმოსატანი ტრასის კონტროლში ჯაფარიძეს,ყოფილი სამხედროები გია კრიალაშვილი და კობა ოთანაძე ეხმარებოდნენ.
ამ ქალბატონისვე მტკიცებით ტრასის კონტროლს ერაყელი,თურქი,აზერბაიჯანელი და ქართველი ყოფილი სამხედროები ახდენდნენ.
გარიგება პიკასოს და სალვადორ დალის ნახატებს ეხებოდა, რომელთა საერთო ღირებულება 47 მილიონ ევროს შეადგენდა.
დაინტერესებულ პირთა ჯგუფი ერაყში წავიდა,მათ ახლდა ასევე ყოფილი სამხედრო კობა ოთანაძე.
ეს ქალბატონი 1 თვის მანძილზე იმყოფებოდა ერაყში ოთანაძესთან და ლაშა ჯაფარიძესთან ერთად.
ამ ქალბატონს ზემოთ ნახსენებ ძვირფასეულობაში ლაშა ჯაფარიძემ ბე-ს სახით დიდძალი თანხა გადაახდევინა.
თითქმის 2 წლიანი ლოდინის შემდეგ, 2009 წლის აპრილში ირკვევა,რომ გარიგება სხვა პირებთან შედგა და საქმიდან მიღებულმა მოგებამ 22 000 000 ევრო შეადგინა.
თუმცა ჯაფარიძე ამ ქალბატონს ბე-ს სახით გადახდილ თანხას არ უბრუნებს და ეუბნება რომ "მის უკან ჯარი დგას" და ეს თანხა ჯარისთვის მჭირდებაო.
2009 წლის 17 მაისამდე ჯაფარიძე ხვდება ამ ქალბატონებს და ეუბნება რომ ოთანაძე და კრიალაშვილი ლიკვიდირებულები არიან.
მაშინ როდესაც საზოგადოებისთვის კრიალაშვილის და ოთანაძის ჩაცხრილვის ამბები 21 მაისს ხდება ცნობილი.
კრიალაშვილის ოჯახის წევრებიდან ცნობილი ხდება, რომ კრიალაშვილი საკმაოდ ახლოს იცნობდა ჟორიკა რურუასა და მის მეგობარ ზარალას.
ხოლო ოთანაძის ოჯახის წევრებმა, ძვირფასი ნახატების ისტორიაც იცოდა და მისი ერაყში ხშირი ვიზიტებზე ინფორმაციასაც ფლობდა.
ერაყიდან გადმოსატანი ტილოების შესახებ საქმის კურსში იყო ნიკა რურუა.
კრიალაშვილის მკვლელობიდან და ოთანაძის აყვანიდან 9 დღეში სიღნაღში პაბლო პიკასოს გამოფენა გაიმართა.
რაც ხელს უწყობდა არალეგალური ტილოების ქვეყნიდან გატანას.
2010 წლის 7 აპრილს ასევე მოეწყო სალვადორ დალის გამოფენა წინანდალში "სილკ როუდ თრეველის" ორგანიზებით.
საიდან იცოდა ამ ადამიანმა 3 დღით ადრე კრიალაშვილისა და ოთანაძის ამბები და რატომ მოსთხოვეს შსს-ს თანამშრომელბმა
ამ ადამიანს ძმებ რურუებზე ინფორმაციის მიწოდება.
უფრო დაწვრილებით ამ ვიდეოში:
მართლა "ამბოხებას" შეეწირა კრიალაშვილი?
This post has been edited by Chxikvia on 1 Feb 2014, 19:00
ОАО Газпром-ოცნებები სრულდება.