ვანო მერაბიშვილმა მედიაში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთაყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მედიაში გავრცელებულ ვიდეოზე პირველი განცხადება გააკეთა.
მერაბიშვილმა ვიდეოში მის მიერ ნათქვამი ის სიტყვები განმარტა, სადაც ამბობს, რომ ორი ადამიანის გვამი სჭირდება.
მერაბიშვილის თქმით, ეს არ იყო მკვლელობის შეკვეთა და იცოდა კამერების წინ რასაც ლაპარაკობდა. მერაბიშვილმა აქვე სამართალდამცავ ორგანოებს მიუკერძოებლობისაკენ მოუწოდა.
„მე ეს ჩანაწერი მახსოვს და კადრებშიც ეტყობა, რომ ეს ჩანაწერი კეთდება ღიად. მე არ მრცხვენია, რომ ეს განცხადება გავაკეთე. პირიქით, ეს იყო ჩემი მოვალეობა. ჩვენი ინფორმაციით, მუხროვანის აჯანყებაში საყოველთაოდ ცნობილი ადამიანებისა, მონაწილეობდა კიდევ ორი რუსი მრჩეველი.
ჩვენი ინფორმაციით, კვალის დაფარვის მიზნით, შეთქმულების ორგანიზატორებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია და ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ბრძანებას ამ ადამიანების გვამების პოვნის შესახებ, რათ დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის.
რაც შეეხება იმას, რომ თურმე ეს არის მკვლელობის შეკვეთა, მინდა გითხრათ, რომ ამ განცხადებიდან ერთ საათში სხვადასხვა ფორმით დაკავებული იქნა მინიმუმ 15 ადამიანი.
ამ დანაყოფების მიერ სოფელ მუხროვანთან დაკავებული იქნა ე.წ რეინჯერების ჯგუფი, 5-7 ადამიანი და არც ერთის წინააღმდეგ არ იქნა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი.
გარდა ამისა, დაპატიმრებული იქნა ორგანიზატორები. რაც შეეხება ამ თემის მიბმას ამ დღიდან სამი კვირის თავზე ჩატარებული ოპერაციისა გლდანში, ოთანაძის და მისი ჯგუფის დაკავების შესახებ, ამის მიბმა არის ხელოვნური.
ის დანაყოფი, რომელმაც ჩაატარა ოთანაძის დაკავება, საერთოდ არ იმყოფებოდა მუხროვანის ტერიტორიაზე აჯანყების დროს. არავითარი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს. ყველა მასალა ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მე მინდა მოვუწოდო პროკურატურას მიუკერძოებლად შეისწავლონ ეს საკითხი. მე ვარ მართალი ამ საქმეში. ღმერთმა მარგუნა ამ აჯანყების, აგვისტოს ომის დროს ვყოფილიყავი ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი.
ჩემს სიმტკიცეზე დიდად იყო დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. მე არასოდეს არ გამიცია არც ერთი ადამიანის ლიკვიდაციის ბრძანება.
"მე ერთი მხრივ, ვთვლი, რომ ვარ ყველაფერში მართალი და მეორეს მხრივ, მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები. ყველა მასალა ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ძალიან ადვილია ამის დადგენა.
მე როგორც ყოველთვის, მზად ვარ ყველა მასალას ვუპასუხო და ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდო სამართალდამცავ ორგანოებს. ის ფაქტი, რომ დემონსტირებული კამარების წინ მე თვისუფლად ვლაპარაკობდი, მიუთითებს იმაზე, რომ მე ვიყავი მართალი და მართალი ვარ დღესაც.
მესმის, რომ ბევრისთვის შეიძლება მომგებიანია იმ განცხადების გაკეთება რაც დღეს გააკეთეს, იმ ფონზე, როდესაც დასასრულს უახლოვდება სასამართლო პროცესი ჩემს წინააღმდეგ. მე ამაყად შემიძლია ჩავხედო თვალებში ჩემს მეგობრებს, ჩემს ოჯახის წევრებს და ვიამაყო, რომ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე მომიწია ყოფნა,“ - განაცხადა მერაბიშვილმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
http://news.ge/ge/news/story/77880-vano-me...mentari-gaaketa This post has been edited by andamat3 on 30 Jan 2014, 22:09