რა არის იცი? არ მიყვარს ადამიანები ვინც საკუთარ იდეებს თუ აზრებს არასოდეს არ იცვლიან.
როგორც არ უნდა აუხსნა და დაუსაბუთო,რომ მისი იდეა მცდარია.
თუკი ვინმე ამიხსნის, რომ ხუდონის აშენება ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობასთან არაფერი საერთო აქვს,
ეკოლოგიის ზიანი ბევრად უფრო დიდი იქნება, ვიდრე მისგან სარგებელი, ქვეყნის ეკონომიკისთვის 2 მილიარდიანი ინვესტიციაც
არაფრის მომტანი იქნება. სულაც არ მეხალისება სვანების გადასახლება და ასობით ჰექტარის წყლის ქვეშ მოქცევა.
არც ინდოელები არიან ჩემი ბიძაშვილები და არც თურქები.
დღეს ასეთი სიტცია გვაქვს: ენერგო მოხმარება ყოველწლიურად იზრდება,კლიმატური პირობების გაუარესების გამო კი ჰესების მიერ
გამომუშავებული ელექტრო ენერგია მცირდება,პარალელურად იზრდება თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგიის წილი.
იმპორტი კი ბოლო წლებში აჭარბებს ექსპორტს.
და ყველაზე მთავარი, ქვეყნის ენერგო მომარაგების მთავარი წყარო არის ენგური,რომელსაც ნაწილობრივ ვინ აკონტროლებს კარგად მოგეხსენება.
მუდმივი დაძაბულობის და შიშის ქვეშ იმყოფება ქვეყანა. ხელოვნური ჩარევით ან ბუნებრივი პირობების გამო, რაიმე რომ მოხდეს ენგურზე
ქვეყანა კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება.
ამას დამატებული,დენის ტარიფში არის თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელ ენერგის წილიც,იმ თბოსადგურების რომელიც გაზზე მუშაობს,
გაზი კი ამოწურვადი რესურსია,რაც უფრო მეტს მოიხმარ მისი ფასი უფრო იმატებს.
ხუდონის აშენების შემთხვევაში 4 თვის განმავლობაში 2-ჯერ უფრო მეტ ელ- ენერგიას მივიღებთ, ვიდრე იმპორტს ვახორციელებთ,
+ ამას თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგიის წილიც შემცირდება.
ამ ფოტოზე ნაჩვენებია,თუ როგორ იზრდება ელ-ენერგიის მოხმარება ქვეყანაში ,და როგორ მცირდება ჰესების მიერ გამომუშავებული დენის წილი.

ამ ფოტოზე კი,ნაჩვენებია,როგორ იცვლება ექსპორტ იმპორტის სალდო ბოლო წლებში და როგორ იზრდება თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელ-ენერგიის წილი საერთო მოხმარებაში.
This post has been edited by Chxikvia on 5 Feb 2014, 16:20
ОАО Газпром-ოცნებები სრულდება.