კიევში ავტომობილის დაწვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავესუკრაინის მილიციამ კიევში ავტომობილის დაწვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"მილიცია არ გამორიცხავს, რომ კიევში ბოლო დღეებში ავტომანაქანებს მასობრივი არეულობების მონაწილეები წვავდნენ. ყოველ დამწვარ ერთ მანქანაზე დამნაშავეებს 300 უკრაინულ გრივნას ჰპირდებოდნენ", - აცხადებენ შს სამინისტროში.
მილიციის მონაცემებით, ეჭვმიტანილი წუხელ, ღამის პირველ საათზე პატრულირებისას "ვინოგრადარის" მასივში დააკავეს.
"პატრულის დანახვისას თავდამსხმელებმა გაქცევა სცადეს, თუმცა ერთ-ერთის დაკავება მოხერხდა. შემოწმების შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცს აღმოაჩნდა ორი პლასტმასისი ბოთლი, რომელშიც საწვავი სითხე იყო", - ნათქვამია მილიციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულმა აღიარა, რომ მას და მისი მეგობარს, რომელიც ამჟამად ძებნაშია, გადასცეს სია, სადაც დასაწვავი ავტომანქანების ჩამონათვალი იყო.
"ახალგაზრდა მამაკაცმა ასევე აღნიშნა, რომ 26 წლისაა და საქართველოს მოქალაქეა. ის უკრაინაში სამუშაოს საძებნად დაახლოებით 2 თვის წინ ჩამოვიდა. გამომდინარე იქედან, რომ დაკავებულს თან არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, მილიცია მის ვინაობას ადგენს", - ნათქვამია მილიციის განცხადებაში.
ამ დროისთვის ეჭვმიტანილი დაკავებულია. მილიცია ცდილობს ორგანიზატორების ვინაობა დაადგინიოს.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...e-daakaves.html
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი