#39693451 · 3 Feb 2014, 03:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აჰააა იკვეთება ქოცნების საგარეო პოლიტიკის გაპრავების ახალი კონტურები " სულ ვეკიდეთ ევროპელებს და ახლაც ვკიდივართ" რა გეშველებათ რაააა....
Zaza Bibilashvili დაახლოებით ერთი წუთის წინ · მიუნჰენის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, დღეს საქართველოში სამი მარიონეტული რეჟიმია: ცხინვალისა და სოხუმის ოლქები მტერს პირდაპირ აქვს ოკუპირებული, დანარჩენ საქართველოს კი "ვიშის" კოლაბორაციონისტული ხელისუფლება მართავს. 1 ოქტომბრის მერე "ვიშის" მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა წლინახევრის მანძილზე საქართველოს საზიანოდ და რუსეთის სასარგებლოდ. კერძოდ:
1. ფაქტიურად დაეთანხმა ომის დაწყების რუსულ ვერსიას და ხშირად იყენებს რუსულ კლიშეს, რომ არსებობს ე.წ. "ეთნოკონფლიქტები" აფხაზებთან და ოსებთან.
2. პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა რუსეთის აგენტები და სამოქმედო ასპარეზი გაუხსნა მათ. კონტრდაზვერვა ფაქტიურად აღარ მუშაობს.
3. "შეცვალა რიტორიკა." მტერს მტერს აღარ უძახის და გონია (ან გვაჯერებს), რომ ამით მტერი შეიცვლება. თითქმის აღარ ახსენებს ოკუპაციას და ყველაფერს აკეთებს იმისთის, რომ (თავისივე წინასაარჩევნო დაპირებისამებრ) საქართველოს თემა საერთაშორისო დღის წესრიგიდან მოიხსნას. ეს ასეც ხდება.
4. ლეგიტიმაციას უკეთებს და ახალისებს (სავარაუდოდ, ასევე აფინანსებს და კოორდინაციას უწევს) "ოცნების" გარეთ დარჩენილ ბნელ, ანტიდასავლურ ძალებს, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ არ უნდათ "ნატო" და უნდათ რუსეთი.
5. ლეგიტიმაციას უკეთებს ყველას, ვინც ბოლო წლებში ებრძოდა ქართულ სახელმწიფოებრიობას (მაგალითად სამხედრო ამბოხების ლიდერებს - რომლებიც, სრულიად შემთხვევით, ბედუკაძის და "ასავალ-დასავალის" გამომცემლის ძმაკაცები არიან) და, ამის პარალელურად, დევნის მათ, ვინც 9 წელი დედას უხნავდა რუსეთის აგენტებს.
6. რუსეთის მოთხოვნით სახელი გადაარქვა რეინტეგრაციის სამინისტროს და მინისტრად დანიშნა პაატა ზაქარეიშვილი. უმრავლესობის ლიდერად ყავს გია ვოლსკი. საინფორმაციო მხარე ჩააბარა კოკა ყანდიაშვილს. ხვდებით, რა აერთიანებს ამ სამ ადამიანს? "ოცნებაში" მათნაირი ძალიან ბევრია.
7. მიდის სოჭის ოლიმპიადაზე, სადაც მედლის აღების თეორიული შანსიც არ არსებობს. მონაწილეობის შედეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ჩვენი დამცირება, აფხაზეთის დამოუკიდებლობის დე ფაქტო ცნობა და მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ საქართველოს რუსეთთან პრობლემა არა აქვს. მონაწილეობიდან არანაირი სარგებელი არ იქნება. ეს რუსეთმა უკვე განაცხადა.
სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ მგონი ესეც საკმარისია მათვის, ოდნავი თავმოყვარეობა მაინც გააჩნია.
--------------------
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა.... არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო..... ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare
|