Kakhaმთლიანად და შეძლებისდაგვარად დაკვირვებით გავეცანი.

პირველ და ბოლო აბზაცებს შორის ბევრი საინტერესო და, ნაწილობრივ ან მთლიანად სწორი მოსაზრებაა, - რაც ისედაც ცნობილია და სიახლეს არ წარმოადგენს.
მაგრამ ისინი, სტატიის კონტექსტით, მიბმულია თავდაპირველ მტკიცებაზე, რომ ჩვენი შედარება სხვა, შემდგარ კულტურულ ერებთან არ შეიძლება, რადგან მათ ჰქონდათ:
- ანუ! - ჩვენ არ გვქონია ასეთი საერთო ფაქტორები, რაც ეროვნული თვითშეგნების საფუძვლად გამოდგებოდა - არც ენა, არც რელიგია, არც მატერიალური კულტურა (ისტორიული მაინც არ ჰქონდეს დამთავრებული ამ იმისას

), - სულიერზე აღარცაა ლაპარაკი ალბათ. ან, თუ გვქონდა ეს "კულტურა", ევროპელ ერებთან რას მივა, დაბალი დონისაა. ტექნოლოგიურად ჩამოვრჩებოდით, ოპერა არ გვქონდა, კონსერვატორია (მე ხომ არ ვიგონებ უსაგნოდ, თავად ახსენებს ოპერას და ხელოვნებას)... ანუ უცბად სუფთა სახვით ხელოვნებაზე, კულტურის ვიწრო გაგებამდე დაჰყავს (ცნობისათვის, განსხვავებას კულტურისა და ცივილიზაციის სხვადასხვა გაგებას შორის პირველ კურსზე, შესავალ ლექციებში უკითხავენ).
სხვა შესაძლებელი ვარიანტი ამ აბზაცის ახსნისა არსებობს?
(ამასთან, ავტორი გვერდზე სტოვებს სახელმწიფოებრივი ნაციის საკითხს. ალბათ გულისხმობს, რომ ეს საერთოდ უადგილოა ჩვენთან მიმართებით. შესაბამისად, მაგალითების მოტანას, ან მაისურაძისთვის იმის ახსნას, რომ მეფის სამსახური - ეროვნული და რელიგიური კუთვნილებისდა მიუხედავად! - იგივე სახელმწიფოს სამსახური და ერთგულებაა ძველი ეპოქისთვის, დიდი აზრი არ აქვს)
არადა, აქედან, ამ ყალბი, დემაგოგიური და უაზროდ პრიმიტიული დასკვნის (რატომ არ ვყოფილვართ "კულტურული ერი") უსაფუძვლო დეკლარირებაზეა აგებული დანარჩენი - როგორ სცადეს ჩვენგან "კულტურული ერის" ხელოვნურად გამოყვანა. პირველივე აბზაცში ერთი თქმით "დაამტკიცა" ბიჭმა, რომ დაბალი დონისა ვართ, ეს საქმე მოითავა, და მერე გაუტია და რას გაუტია.
გეთანხმები: მართლა უაზროა ასეთ ავტორთან კამათი.