შეუძლია, უბრალოდ მანდ შეამჩნევდით ღლიცინს ''პოეტისა'' და "მწერლის" მხრიდან, ის ჟურნალისტი საერთოდ გარტყმაში არაა თავისი საქმის.
ღვინჯილიას არ ვიცნობ პირადად მაგრამ თავისი საქმის ერთერთი უბადლო სპეციალისტია.
ეკო დეისაძე ჩვეულებრივი დაკომპლექსებული ტიპია, რომელიც თავისი არასრულფასოვნების გადაფარვას იაფფასიანი ლიტერატურით ცდილობს, რამდენად შეიძლება ამას ლიტერატურა დაერქვას სხვა საკითხია.
კოტე ყუბანეიშვილი კი ჩვეულებრივი არშემდგარი ადამიანია, რომელიც ###ქსებს წერს და თავს პოეტს უწოდებს.
კაცმა უთხრა ჟურნალისტს კანონზე სამსჯელოდ მომიყვანეთ და ყუბანეიშვილი და დეისაძე დამისვიო, არც ერთია სპეციალისტი მაგ დარგის და არც მეორე, კოტე დაეკო კი იმაზე ავარდა, არიქა ჩემზე მაღლა დააყენა თავიო, იმიტომ რომ ორივე გოიმია მოკლედ რომ ვთქვათ.
ენასთან ინტიმური შეხება აქვთო

მართალია, დღნამენ ეგენი ენას, თორემ ენასთან შეხება ყველას აქვს, ქუჩიდან მოეყვანათ ბარემ ვინმე.
შენობით ლაპარაკზე იმიტომ გაუმახვილა ყურადღება, რომ კოტე მისი მეგობარი არაა და არ გაიშინაურაა, თავი არ გაუყადრა.
ღვინჯილია სერიოზული ადამიანია და სატაკიმასხარაოდ მიიყვანა იმ ჟურნალისტმა. თავისი უფრო კაი ტიპობას კი იმით გაუსვა ხაყი, რომ არ აყვა. ისიც კი უთხრა არ ვამბობ მე რომ შენზე კარგი ტიპი ვარო, არ გიცნობ პირადადო.
კოტე ეკოსთან შედარებით გამოცდილია მაინც ასაკი აქვს, ადგა და გაეცალა თორემ დამიჯერე გაანადგურებდა ღვინჯილია, ეკოს კი ახალგაზრდულმა ამბიციებმა სძლია და ვითომ პასუხი მოთხოვა, ისიც რაღაც ქუჩური და ქაჯური მანერით, რაზეც ბოლოს დამრიგებლური ტიპის დატუქსვა ხვდა წილად და წარმოაჩინა თავისი უზრდელობა.
მართალი უთხრა ინანიშვილის დონის გახდი ჯერო, რაღაც დაწერა და ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად.
მართალია ჩომბე, მეც მეგონა ტიპი აფერისტია და რაც გაყიდვადი იქნება ის დაწერათქო, მაგრამ უბრალო არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ახალგაზრდაა.
გარდა მაგისა სატელევიზიო ფორმატი სხვაა. სხვა ქვეყანაში, სადაც თქვენობითი ფორმა არსებობს, დაჯდეს აბა ვინმე სტუდიაში და შენობით ესაუბროს თანამოსაუბრეს, ეგრევე ხეპრეს იარლიყს ააკრავდით.
ეს ყველანაირი წესის უარყოფა და სირზე დაკიდება, გასაგებია გარკვეულწილად პროტესტიცაა, მაგრამ ასეც არ შეიძლება;
აქ ვინმემ "შეურაწყოფა" "ალბად" ან რამე მსგავსი რომ დაწეროს, თემის ბოლომდე უსწორებს ყველა, ვისაც არ ეზარება, არ მოგქონთ ხომ? ეს კაცი ამას ითხოვს სწორედ, მედია გაკონტროლდესო, თორემ მწერალმა თუ უნდა სლენგზე წეროს.
ჟურნალისტები პროფესიას არ იციან ფლობენ ერთია, მაგრამ ენის სწავლაც ეზარებათ? რატომ აქვთ პროტესტი???
* * *
ერთი ნაშრომი მაინც დაწეროს რომელიმემ ან იურისპრუდენციაში ან ფილოლოგიაში ან ჟურნალისტიკაში, თუნდაც აბსურდული და/ან სუსტი, ან რომელიმე პროფესიას ფლობდეს სათანადოდ და მერე დაჯდეს კანონის ავტორთან კანონის განსახილველად. აზრის გამოთქმა და მსჯელობა კანონზე სხვადასხვა რამაა. მთლადაც ნუ ავურევთ ერთმანეთში.
იმ ჟურნალისტს კი ჟურნალიუგა უნდა ერქვას

ის საერთოდ ვინ იყო რომ იზლაზნებოდა და გველივით გადაკვროდა დივანს

მართლა ცირკია რა