http://topnews.com.ge/index.php?newsid=1454ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ყოფილი მმართველის როზა დვალიშვილის თქმით, ახლანდელი ოპერის თეატრის დირექტორი ხატია ვედმედევა მას თეატრში არ უშვებს.
დვალიშვილის თქმით, ოპერის თეატრი დაღუპვის პირასაა და დახმარებას ქუთაისის ოპერის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს გოგი ჭიჭინაძეს სთხოვს.
როზა დვალიშვილის განცხადებას, რომელიც მან საკუთარი facebook- ის გვერდზე გამოაქვეყნა უცვლელად გთავაზობთ.
"ქუთაისის ოპერის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ გოგი ჭიჭინაძეს: ბატონო გოგი. თქვენთან შეხვედრისა და საუბრის შემდგომ ვფიქრობდი ის საკითხი, რაც ჩემს თეატრში რაიმე პოზიციაზე დასაქმებას შეეხებოდა დადებითად გადაწყდებოდა...იობის მოთმინებით ვიტანდი მრავალ ცილისწამებებსა და აბსოლუტურ იგნორირებას თქვენს მიერ რეკომენდირებული დირექტორის ქალბატონ ხატია ვედმედევას მიერ (ჩემი თხოვნის მიუხედავად სასაუბროდ არ შემხვდა). დღეს თეატრის დაცვის უფროსმა სატელეფონო კავშირით და დიდი ბოდიშის მოხდით გადმომცა ქალბატონი ვედმედევას ,,სურვილი,, რათა ჩემი თეატრში შეშვება აეკრძალა ... მისგან ეს განზრახვა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა იმ ფონზე, რასაც ის თეატრში ჩადის...გთხოვთ კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გაერკვიოთ რა ხდება თქვენდამი დაქვემდებარებულ თეატრში. მოტივაცია რატომ არ უნდა შევიდე მე შენობაში, რომლის რეკონსტრუქციაზე ღამეები მითენებია...და საერთოდ შეხვდეთ იქნებ ქალაქის ხელმძღვანელობას და თეატრის თანამშრომლებს და მოიკითხოთ რა ხდება თეატრში. ვფიქრობ თქვენი სახელი არ უნდა იყოს პარალელურ რეჟიმში თქვენს მიერ დანიშნული ქალბატონის სახელთან. არ გეკადრებათ და არ ეკადრება არც თეატრსა და ქალაქს...თუ ეს საკითხი ვერ გაირკვევა თქვენთან კომუნიკაციით მე მივმართავ ქალაქის ინტელიგენციას, საზოგადოების იმ ნაწილს რომელთათვისაც ცნობილია ჩემი ბიოგრაფია და გაკეთებული საქმეები. ვფიქრობ ისინი ობიექტურები იქნებიან ამ მარაზმის გარკვევაში რაც დღეს თეატრში ხდება,"-წერს როზა დვალიშვილი საკუთარი facebook- ის გვერდზე.
როზა დვალიშვილის ამ განცხადებას ეხმაურება ოპერის თეატრის ახალი მმართველი ხატია ვედმედევა და აცხადებს, რომ ოპერის ადმინისტრაციულ კორპუსში გარეშე პირები არ დაიშვებიან, ხოლო სპექტაკლის პრემიერებზე მას მოსაწვევს უზგავნიან და პრემიერაზე ეპატიჟებიან.
http://timer.ge/print:page,1,3145-roza-dva...r-sheqmnis.htmlქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრის მსახიობები დაბალი ანაზღაურებისა და იქ არსებული ცუდი სამუშაო პირობების გამო პროტესტს აცხადებენ, პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და თეატრში ფინანსური შემოწმების ჩატარებას ითხოვენ. ფინანსების ნაკლებობას და აქედან გამომდინარე, ხელფასების სიმცირეს "თაიმერთან" საუბრისას სამხატვრო ხელმძღვანელი, რეზო ჯავახიშვილიც, ადასტურებს და აცხადებს, რომ ანაზღაურება მართლაც ძალზედ დაბალია, თუმცა ეს შემოქმედებით განვითარებაზე არ უნდა აისახოს.
"თანამშრომლების უკმაყოფილებას ხელფასის სიმცირესთან დაკავშირებით ვეთანხმები, ხელფასები დაბალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თეატრში შემოქმედებითი პროცესის გაუმჯობესებაზე არ ვიფიქროთ. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებული ნაკლებად ვარ, ვიცი, რომ ბიუჯეტი ძველი დაგვრჩა და იგი ხელფასების ზრდის საშუალებას არ იძლევა. ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა, ის დაბალი ხელფასიც ვერ დაიმსახუროს, თუ არ აღმოჩნდა ფორმაში. ჩვენ უნდა გავიზარდოთ, რომ უკეთესი დაფინანსების პრეტენზია გვქონდეს. თუ ერთ ადგილზე დავრჩებით, არაფერი გამოვა". - განუცხადა "თაიმერს" რეზო ჯავახიშვილმა.
სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრში მიმდინარე საკონკურსო მოსმენებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სწორედ მოსმენის მიხედვით შემოწმდება, ვინ რა ფორმაშია და რა შესაძლებლობები გამოავლინა. მისი თქმით, მსახიობებს შრომითი ხელშეკრულება კონკურსის შედეგების მიხედვით გაუგრძელდებათ.
"ვამოწმებთ, ვინ რა დონეზე იცის მიმდინარე რეპერტუარი. აღმოჩნდა, რომ საჭირო დონეზე ბევრმა არ იცის. დღევანდელი პირობების გათვალისწინებით, ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს ადამიანები უმუშევრები არ დარჩნენ, თუმცა, ხელფასი მათ მონაცემებზე აისახება. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. მას, ვინც პროგრესულია, ვეცდებით, მცირედი ხელფასის პირობებშიც მეტი დაინტერესება მივცეთ. ხელფასი მეტი ექნება ღირსეულს და არა იმას, ვინც მიღწეულით დაკმაყოფილდა და თავის თავზე ნაკლებს მუშაობს". - აცხადებს ჯავახიშვილი. მისივე თქმით, წინა წლებთან შედარებით, თეატრში საუკეთესო პირობები, შემოქმედებითი მხარე კი მაყურებელმა თავად უნდა განსაზღვროს.
თეატრის მმართველი, როზა დვალიშვილი, ზოგიერთი თანამშრომლის უკმაყოფილებას ახალი ხელშეკრულებების დადებასა და კონკურსში გამარჯვების იმედის არქონას უკავშირებს. მისი თქმით, სულ 2-3 ადამიანია, რომლებსაც სპექტაკლებში მონაწილეობა არ მიუღიათ, ვერ იმღერეს და თვითგადარჩენის გამო ეს მომენტი გამოიყენეს.
"კონკურსის ჩატარება მთლიანად სამხატვრო ხელმძღვანელსა და სამხატვრო საბჭოზეა დამოკიდებული. მე კონკურსის კომისიაშიც კი არ ვარ და შესაბამისად, ხმის უფლებაც არ მაქვს. სამხატვრო საბჭო წარმომიდგენს სიას, თუ ვინ ავიყვანო თანამშრომლად და ვის დავუნიშნო ხელფასი. ყველა თანამშრომელი ერთნაირად მიყვარს და მიჭირს იმის თქმა, რომ მან, ვისაც კონკურსში გამარჯვების იმედი არ ქონდა, ეს მომენტი გამოიყენა. არ მინდა, ჩემი თანამშრომლები ნაწყენი იყვნენ, მაგრამ თეატრი ცოცხალი ორგანიზმია და გადახალისებას ითხოვს". - განუცხადა "თაიმერს" როზა დვალიშვილმა.
მმართველი ამბობს, რომ აუცილებელია, ახალკურსდამთავრებულ მომღერლებს დასში შემოსვლის შანსი მიეცეთ და კონკურსი ამის საუკეთესო საშუალებაა.
"კონკურსის საბოლოო შედეგები ჯერ არ ვიცი. საუბარია ორი-სამი ადამიანის შესაძლებლობებზე და უკმაყოფილონი სწორედ ისინი არიან. გუშინ შეხვედრა გვქონდა და სხვათა შორის, მათ დასი დაუპირისპირდა". - აღნიშნა როზა დვალიშვილმა.
რაც შეეხება სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს, თეატრის მმართველი აცხადებს, რომ ვისაც წინა წლებში არ უნახავს, რა მდგომარეობაში იყო თეატრი, მისთვის შესაძლოა, სხვაობა ძნელი შესამჩნევი იყოს. დღეს კი თეატრში სამუშაოდ ყველა პირობაა შექმნილი.
"საგრიმიოროებიც გვაქვს, გათბობაც, სარკეებიც და ყველა პირობაა მსახიობების მუშაობისთვის შექმნილი. საშინელი მდგომარეობა იყო რამდენიმე წლის წინ და ახლა თეატრი სულ სხვანაირად გამოიყურება". - განაცხადა მმართველმა.
როზა დვალიშვილი აღნიშნავს, რომ ქუთაისის თეატრის წლიური ბიუჯეტი 720 ათასი ლარია და 680 ათასი მხოლოდ ხელფასებზე იხარჯება. 22 ათასი მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახადია.
"ჩვენ სპექტაკლებიდან შემოსავლებით ვარსებობთ. ყველაფრის ელექტრონული ვერსია გვაქვს. ხელფასები, შესყიდვები ელექტრონულად გამჭვირვალეა და ეს სამინისტრომაც იცის და საფინანსო სამსახურმაც. მე, როგორც მმართველი, ვაცხადებ, რომ მზად ვარ, ნებისმიერ ჟურნალისტს, კომისიას შევხვდე. ორი ადამიანი თეატრში ამინდს ვერ შექმნის". - განუცხადა "თაიმერს" როზა დვალიშვილმა.
ქუთაისის თეატრის თანამშრომელმა გაზეთ "რეზონანსთან" საუბრისას დაბალ ანაზღაურებასა და სამუშაო პირობების არარსებობასთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოთქვა და თეატრის მმართველი ნეპოტიზმში დაადანაშაულა.
This post has been edited by qutaiseli teroristi on 5 Feb 2014, 16:20