#39933075 · 21 Feb 2014, 20:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხუბუტიას და იმ სომეხი და აფხაზი ბიზნესმენების მიერ თანხის გადმორიცხვის შემდეგ იყო ასეთი სიტუაცია:
ნანიკო ხაჩიურის დასახმარებლად სულ შეგროვდა 125 ათასი დოლარი. ორი ქვეყანაა სადაც ოპერაციის გაკეთება შეგვიძლია. ესენი არიან, გერმანია და თურქეთი.
ნანიკოს ოპერაციისათვის, დონორი ადამიანია საჭირო. რომელიც თურქეთის კლინიკაში 50 ათასი დოლარი ღირს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ნანიკოს დონორად მისი ძმა ან დედა გამოდგება. მაშინ აღარ იქნება დონორის მოძიება საჭირო.
უკანასკნელი მონაცემების ფასებს შეგატყობინებთ.
თურქეთის კლინიკაში, (დონორიც რომ იმათი იყოს) საჭიროა: 160 ათასი დოლარი.
ხოლო გერმანიის კლინიკაში, (დონორიც რომ იმათი იყოს) საჭიროა: 170 ათასი ევრო.
შეგახსენებთ რომ ამჟამად 125 ათასი დოლარი გვაქვს შეგროვილი. ნანიკოს ამჟამად, ქიმიო-თერაპია უტარდება საქართველოში, რომელიც ცალკე 10 ათასი ლარი ღირს.
დღევანდელი ინფორმაციით, კი ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს დარჩენილ თანხას, თუმცა, კიდევ ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისთვისაც არის საჭირო თანხა.
|