გრიგორი კარასინი - აბაშიძესთან შეხვედრისას ორი ქვეყნის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის საკითხსაც შევეხებით
13:59 12-02-2014
გრიგორი კარასინი - აბაშიძესთან შეხვედრისას ორი ქვეყნის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის საკითხსაც შევეხებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძესთან მარტში გასამართ შეხვედრაზე მხარეები რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"რაც შეეხება ბატონ აბაშიძესთან გასამართ შემდეგ შეხვედრას, სავარაუდოდ ის მარტის დასაწყისში გაიმართება. დღის განრიგი უწინდებური იქნება – ურთიერთობის ნორმალიზების პრაქტიკული გზები იმ სფეროებში, სადაც ეს დღესდღეობით შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე შევეხებით ორი ქვეყნის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის ძალიან მნიშვნელოვან საკითხსაც", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის, თუ მას ამის სურვილი ექნება.
თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ გაანალიზებს პუტინის წინადადებას.
http://www.interpressnews.ge/