picaso2008
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2583
წევრი No.: 82420
რეგისტრ.: 14-January 09
|
#39810267 · 12 Feb 2014, 11:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესეც წერილი რომელიც სააკაშვილმა მიიღო თსუ-ს პროფესორებისაგან და გამოაქვეყნა თავის ფეისბუქ გვერდზე:
ვახტანგ ცაგარეიშვილი,თსუ პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ კიკაჩეიშვილი,თსუ პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
გმადლობთ პრეზიდენტო!
იმ საყოველთაო სიჩლუნგეს,რომელიც ახლა საქართველოში სუფევს ,გამართლება არ მოეპოვება,უფრო ზუსტად,არგუმენტი შეიძლება მოვუძებნოთ ილიას სიტყვებით,ანუ მინიშნებით,ქართველის ერთ-ერთ, სამწუხაროდ აშკარად დამახასიათებელ თვისებას რომ გამოჰკვეთს-„ მტრის არმცნობი მოყვრის მგმობი“... აღნიშნულ სიჩლუნგეს იწვევს ის,რომ ყველას ჰგონია თითქოს მხოლოდ სხვა არის “მოყვრის მგმობი“,თორემ თვითონ, რა თქმა უნდა ... . გონების დახშულობა-განუვითარებლობას ადასტურებს საზოგადოება,რომელსაც არ სჯერა იმისი,რაც თავისი თვალით უნახავს და შესწრებია ,ხოლო გულმოდგინებით სარწმუნოდ და სიმართლედ მიიჩნევს იმას, რისთვისაც თვალიც არ მოუკრავს,უბრალოდ არც შეიძლებოდა მოეკრა. ისეთი” მარტივი და უტყუარი” შეფასებები,როგორიცაა-მიხეილ სააკაშვილმა ძველი უბნები გაათახსირა,პლეხანოვი დაანგრია,ბათუმი მოსპო,ახალციხე გადააშენა და სხვა,ხშირად გაისმის და ბევრი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე” აგიხსნით” ამ დამსწრე-მნახველთა შეფასების “ჭეშმარიტებას.” ადამიანს,რომელიც ამტკიცებს,რომ ის ნაპოლეონია,უეჭველად მოათავსებენ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში.ამგვარად,გამოცანად რჩება ,მ.სააკაშვილის დამანგრეველად მომნათვლელებს რატომ არ ექცევიან ანალოგიურად?ეს ის საზოგადოებაა,რომელიც ადვილად იჯერებს ჭორს,ხოლო ნამდვილს და რეალურს ყოველთვის,და რაც მთავარია,ძალზე ხშირად არაანგარებით,ეჭვით ეპყრობა! ამჯერად პირველ რიგში,ბოლო ათწლეულებში საქართველოში შექმნილი მდგომარეობის ორ განსხვავებულ პერიოდს გამოვკვეთთ მათთვის დამახასიათებელი ფაქტორების ძირითად ნიშანთა შერჩევა - წარმოჩენით: I. მდგომარეობა საქართველოში 2003 წლისათვის 1. 2003 წელს საქართველოში არ იყო არც ერთი ქალაქი, თუნდაც კომუნიკაციით მე-20 -ე საუკუნეს რომ შეესაბამებოდა. ზამთარში, შემოდგომასა და გაზაფხულზე ღამით ისე გაივლიდით ქუთაისს (სხვა ქალაქზე რომ არაფერი ვთქვათ) ვერც მიხვდებოდით
-2- დასახლებულ პუნქტში რომ იმყოფებოდით _ საქართველო ლამის მე-14 საუკუნის ქვეყანას ჰგავდა?! 2. ქვეყანაში იყო ტოტალური უშუქობა. საუკეთესო პირობებში თბილისს ელექტროენერგია მიეწოდებოდა დღეში მაქსიმუმ 6 საათი _ დილით 3 და ამდენივე საღამოს. გაცილებით უარეს დღეში იყვნენ _ რაიონები. სოფლები კი წელიწადში რამოდენიმე დღით (საახალწლოდ) ღებულობდნენ ელექტროენერგიას. 3. მეტ-ნაკლებად ნორმალური ერთადერთი გზა მთელ ქვეყანაში იყო რუსთაველის პროსპექტი –“ზემელამდე”. 4. აბსოლუტურად კორუმპირებული იყო სახელმწიფო სამსახურები _ ქრთამის გარეშე თითქმის ვერსად ვერ აიღებდი ვერავითარ საბუთს, მაგალითად, პირადობის მოწმობის გამოტანა პოლიციიდან ჯდებოდა 10 ლარი... ყველაზე თვალში საცემი გახლდათ გმირთა მოედანზე მდგომი საგზაო პოლიციის ორ ჯგუფი _ერთი სადგურის ქუჩიდან მომავალ მძღოლებს ართმევდა ფულს, მეორე _ სანაპიროს მხრიდან მომავალთ. 5. სკოლების უდიდესი უმრავლესობა არ ფუნქციონირებდა (როგორც სკოლა). სკოლაში მოსიარულე მოსწავლეთა მცირე რაოდენობა იღლიით დაატარებდა შეშას. როგორც წესი, სკოლებში არ მუშაობდნენ ტუალეტები. მოსწავლეთა უმრავლესობა გაუსაძლისი მდგომარეობას გამო აცდენდა გაკვეთილებს და ხშირად ქუჩაში ამყარებდა კრიმინალურ სამყაროსთან კავშირს. 6. განსაკუთრებით აღსანიშნავია უმაღლეს სასწავლებლების მდგომარეობა: 1993-95 წლებში თსუ-ს პროფესორის ხელფასი იყო 2 დოლარზე ნაკლები, 1995-98 წლებში 7-12 ლარი. საბოლოოდ 2003 წელს ყველაზე მაღალი ხელფასი თსუ-ში იყო 40 დოლარზე ნაკლები. აღნიშნული მდგომარეობის გამო ზოგიერთი თანამშრომელი, მათ შორის პროფესორები (კათედრის გამგეები) იძულებულნი იყვნენ, დარაჯებად ემუშავათ თსუ –ში 8 დოლარად. ასეთივე მდგომარეობა იყო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებშიც. ყოველივე ზემოაღნიშნული დიდ გავლენას ახდენდა სასწავლო პროცესზე ყველა კომპონენტში. ამიტომ კორუფცია იქცა ბევრ შემთხვევაში სტუდენტისა და პროფესორის დამოკიდებულების საშუალებად. კორუფცია უპირეტესად წიგნებით ხორციელდებოდა: მასწავლებელი დაბეჭდავდა წიგნს და თუ მას სტუდენტი არ შეიძენდა, “აღმზრდელ-პედაგოგი” მოსწავლეს“ ნიშანს არ დაუწერდა“. წიგნის ყიდვა გამოცდის დროსაც კი ხორციელდებოდა აუდიტორიაში. სხვა შემთხვევაში მასწავლებელი აფრთხილებდა სტუდენტს, თუ ის მასთან არ მოემზადებოდა,“ ნიშანს“ ვერ მიიღებდა და ეს ასეც ხდებოდა... ფულის აღება შუამავლის საშუალებითაც ხდებოდა.
-3- ხშირად აღნიშნავდნენ, რომ თსუ მთლიანად კორუმპირებული იყო, რაც ცხადია, სწორი არ არის _ კორუმპირებული უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა, ოცდახუთი პროცენტი ყოფილიყო. უკიდურეს შემთხვევაში იმიტომ, რომ თანამშრომელთა ნაწილი ვერ შეძლებდა კორუფციაში ჩართვას იმის გამო, რომ მას არავინ გადაუხდიდა ფულს... რა თქმა უნდა, იყო თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც, რომლებსაც ვერავითარი გარემოება ვერ აიძულებდა ქრთამის აღებას! რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს, იგი ფაქტიურად სავაჭრო დაწესებულებად იყო გადაქცეული. მისაღებ გამოცდებზე თითო საგნის ჩაბარება 100 დოლარი ღირდა! 7. რადიო და ტელევიზია 2002 წლამდე ე. შევარდნაძის ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლირდებოდა და საბჭოთა რადიოსა და ტელევიზიის ზუსტი ანალოგი გახლდათ (გაიხსენეთ გადაცემა „მე მჯერა“ ,რომელიც მიჰყავდათ ჯერ ლ.ბერძენიშვილს,შემდეგ კ.ყანდიაშვილს.ეს გადაცემა იწყებოდა ასე:“მე მჯერა,რომ შევარდნაძე გააბრწყინებს საქართველოს...“). ნამდვილი ოპოზიციური პარტიები მკაცრად იდევნებოდნენ და მათ ხელმძღვანელებზე ხორციელდებოდა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციები, ძირითადად, პოლიციისა და სასამართლოს საშუალებთ. ასეთ ოპოზიციურ პარტიებს არასოდეს ჰქონიათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ დებატებში ან თავიანთი აზრი გამოეხტათ ტელევიზიით... მაგალითად, “მრგვალი მაგიდა –თავისუფალი საქართველო”, რომელიც განახლებული სახით მოქმედებდა 1992 წლიდან, 2000 წლის 12 სექტემბერს გაუქმებული იქნა უზენაესი სასამართლოს მიერ. ეს ფაქტი ისე გააშუქა საქართველის მედიამ (მათ შორის “რუსთავი-2- მაც”) თითქოს ამ საქმეში თავად “მრგვალი მაგიდა” იყო დამნაშავე. 8. საქართველოს სპეცსამსახურები მოქმედებდნენ რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ, რისი შედეგიც იყოაფხაზეთში ჩავარდნილი სამხედრო ოპერაციები. მათ არ გამოუვლენიათ რუსეთის სპეცსამსახურების არც ერთი აგენტი. 9. პოლიციელების დიდი ნაწილი ხელფასს არ იღებდა, ისინი მხოლოდ ხელს აწერდნენ სახელფასო უწყისს, ფული კი მიდიოდა სხვაგან. ხოლო ფული რომ ეშოვათ, პოლიციელები სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი აღწერილი იყო ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემაში _ “60 წუთი”. ნაჩვენები იყო , თუ როგორ აიძულებდნენ პოლიციელები ადამიანს, გაეჩერებინა ტაქსი, შიგ ჩამჯდარიყო და ქაღალდში გახვეული ნარკოტიკი დაეტოვებინა იქ. მას შემდეგ, რაც დანიშნულ ადგლზე მისული კლიენტი ჩამოვიდოდა მანქანიდან, პოლიციელები გააჩერებდნენ ტრანსპორტს, გაჩხრეკდნენ მანქანას და“მიაგნებდნენ” ნარკოტიკს _ დანარჩენი გასაგებია!.. 10. სასამართლოს შესახებ ერთს ვიტყვით:ნარკოტიკის ჩადების შემთხვევის გამო, რომელიც ჩვენ ზემოთ მოვიყვანეთ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნული პოლიციელები გაათავისუფლა სამსახურიდან. რამოდენიმე ხნის შემდეგ გლდანის
-4- რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული პოლიციელები გაამართლა და სამსახურში დააბრუნა. ე.შევარდნაძის დროს ( კომუნისტების ეპოქაში და შემდეგ) მხოლოდ ერთეული მოსამართლეები თუ იყვნენ ისეთები, რომლებიც ქრთამს არ იღებდნენ. 11. ქურდობა, ქურდული მენტალიტეტი და ნარკომანია მეტად პოპულარული იყო ახლგაზრდობაში. ცივილიზაციისაკენ მიმავალ ერთადერთ გზად ქურდული გაგება მიიჩნეოდა. ქურდები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე მთელ საქართველოს აკონტროლებდნენ _ იტაცებდნენ ყველაფერს , მათ შორის ადამიანებს და დაუსჯელად კლავდნენ არასასურველ პირებს. 12. ჯარი ფაქტიურად არც კი არსებობდა. ასეთი ქვეყანა ჩაიბარა მ. სააკაშვილმა 2004 წელს.
II. რ ო გ ო რ შ ე ი ც ვ ა ლ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო 2003_2012 წ ლ ე ბ შ ი
1. ქვეყანაში 50- ზე მეტი 21-ე საუკუნის ქალაქია განათებით, გზებით, ინტერნეტებით და სხვა. 2. შუქი და კეთილმოწყობილი გზები დღეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. არაკეთილმოსურნენი ხშირად ასე ამბობენ: “ელექტროენერგია, რა, რომელი საუკუნეა?” ამ კითხვის პასუხია: “ელექტროენერგია არა საუკუნის, არამედ ცივილიზაციის პროდუქტია!” არაგვაქვს ელექტროენერგია, არაგვაქვს ცივილიზაცია! ვიდრე მ. სააკაშვილი და მისი გუნდი მოვიდოდა ხელისუფლებაში, ქვეყანა იყო ცივილიზაციის გარეთ! 3. როცა დღევანდელ გზებზე და ავტობანებზე დადიხარ და იხსენებ იმ ბნელ სამყაროს (ანუ „იმ კაი დროს“,როგორც მას“ მეოცნებეები“უწოდებენ), თავს სულ სხვა გარემოში გრძნობ! 4. სახელმწიფო სამსახურები მოწყობილია ცივილიზაციის მაღალი დონით, ჩვენი მოსახლეობა (მათ შორის ყოფილი სსრკ-ს მოსახლეობა) ძნელად თუ წარმოიდგენდა მომსახურებისა და კომფორტის ხარისხს, რომელიც სუფევს (ნამდვილად სუფევს)სახელმწიფო სამსახურებში.იქ კორუფცია იმდენად უცხოა,რომ
-5- არაკეთილმოსურნენი ვერც კი ბედავენ,რომ ტყუილი თქვან და ვინმეს ქრთამის აღება დააბრალონ. 5)სკოლების უდიდესი უმრავლესობა გარემონტდა. აშენდა ახალი თანამედროვე სკოლები(ზოგიერთი სოფელშიც).საზოგადოებამ საერთოდ დაივიწყა,რომ საკლასო ოთახები შეშითა და ნავთით თბებოდა.მასწავლებლის ხელფასი გაიზარდა ოთხჯერ ან ხუთჯერ.მათი კვალიფიკაციის ამაღლებისათვის დაწესდა წახალისება,ანაზღაურების გაზრდით. დაისახა გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს სკოლების განვითარება და ჩვენმა სკოლებმა მიაღწიონ ცივილიზებული სკოლების შესაბამის დონეს. საზღვარგარეთიდან მოწვეული იქნა ინგლისურენოვანი მასწავლებლები. 6) ზემოაღნიშნული უმძიმესი პირობების გამო უმაღლეს სკოლებში რეფორმის აუცილებლობამ გამოიწვია მეტად მტკივნეული პროცესები. პროფესურის დეკვალიფიკაციის გამო აუცილებელი გახდა მათი რიცხვის შემცირება, ვინაიდან ქართველი მეცნიერების უმრავლესობას მრავალი წლის განმავლობაში არცერთი ნაშრომი არ ჰქონია გამოქვეყნებული და თუ ჰქონდა ისიც ადგილობრივი მნიშვნელობის ჟურნალებში. სულ რამოდენიმე სამეცნიერო ცენტრი მუშაობდა ქვეყანაში. თსუ უკვე აღარ იყო მეცნიერული კვლევისა და განათლების ცენტრი. აღსანიშნავია, რომ თსუ–ში ხშირად ცარცი იყო დეფიციტი და რაც შეეხება დაფას, დაწყებული პირველი კორპუსიდან დამთავრებული მაღლივი კორპუსით არცერთ დაფაზე არ იწერებოდა (გარდა დაფის რაიმე მცირე ნაწილისა და რამოდენიმე დაფაზე, რომლებიც იდგა ჩაკეტილ კაბინეტებში). რეფორმას თსუ–ს მასწავლებელთა დიდი ნაწილი პროტესტით შეხვდა, რადგან მათ უდიდეს უმრავლესობას შანსი აღარ დარჩა გაემარჯვა კონკურსში დაბალი სამეცნიერო შედეგების გამო. საპროტესტო აქციები იმართებოდა თსუ–ს პირველი კორპუსის ეზოში, შემდეგ მან ქუჩაში გადაინაცვლა. ამგვარად, თსუ–ს პროფესურას, რომელსაც არცერთი საპროტესტო აქცია არ გაუმართავს იმ დროსაც კი, როცა მათი ხელფასი ორ დოლარს არ აღემატებოდა, რეფორმის დროს პროტესტის გრძნობა „გაუჩნდა“. ეს მაშინ , როცა კონკურსგარეთ დარჩენილ თანამშრომელთა უდიდეს უმრავლესობას ხელფასი ხუთი წლის განმავლობაში სრულად შეუნარჩუნდა. აღნიშნულმა პროცესმა დაადასტურა, რომ თსუ პროფესურის საკმაოდ დიდი ნაწილი მენტალურად ჩამორჩებოდა დროს. საქმე იმაშია, რომ იმ შავ–ბნელ დროს ანუ „იმ კაი დროს“, როცა შევარდნაძის ხელისუფლება იყო საქართველოში, როგორც მ. სააკაშვილის
-6- მოწინააღმდეგეები ამბობენ, ხალხი არა მარტო ფიზიკურ სიბნელეში, არამედ უფრო მეტად სულიერ სიბნელეში ცხოვრობდა. ამ სიბნელემ გამოიწვია ჩვენი საზოგადოების თანამედროვეობისგან მენტალური ჩამორჩენა. თავის მართლება იმ მიზეზით, რომ შენ შესაბამის ხელფასს არ გაძლევენ და ამიტომ საკუთარ თავზე არ იმუშავებ, ვერ გაგამართლებს, დრო მიდის, შენ მენტალურად ჩამორჩები და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან ძნელი იქნება. 13-14 წლიანი მენტალური ჩამორჩენა შინაგანი რესურსებით ვერ აღმოიფხვრება. ამას სჭირდება ადამიანების დიდი ჯგუფის მივლინება ცივილიზებულ ქვეყნებში სასწავლებლად და იქიდან დაბრუნებული სწავლულების რეალიზიცია საზოგადოებაში. ეს კი საქმის თავიდან დაწყებას ნიშნავს. საქართველოს ისტორიაში მრავლად არის იმის მაგალითები, თუ როგორ აგზავნიდნენ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სასწავლებლად, რომ ქვეყანა ცივილიზაციის გზაზე დაეყენებინათ. ამგვარად, რომ არა ზემოაღნიშნული რეფორმები განათლების სექტორში, მოგვიანებით უფრო მტკივნეული რეფორმები იქნებოდა გასატარებელი. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენი ინტელიგენციის საკმაოდ დიდმა ნაწილმა აღნიშნული რეფორმა უნივერსიტეტის ნგრევად აღიქვა, რითაც დაადასტურა საკუთარი მენტალური ხარვეზიანობა. არსებითია აღინიშნოს, რომ ამჟამად თსუ პროფესორის ანაზღაურება 600–3000 ლარია. დღეს უნივერსიტეტებში პროფესურის მიმართ დიდი მოთხოვნებია დაყენებული და შედეგიც შესაბამისია, თსუ–ს და სხვა უნივერსიტეტების პროფესურის სამეცნიერო ნაშრომების რიცხვი და ხარისხი შეუდარებლად დიდია, ვიდრე სხვა რომელიმე დროს.დიდი მუშაობა მიმდინარეობს სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის. დღევანდელი სტუდენტებისათვის უცხოა, უფრო სწორად სასაცილოა ქურდული და ძველბიჭური გაგება, რაც რა თქმა უნდა ზემოაღნიშნული რეფორმისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შედეგია. 7) პრესა მ. სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ძირითადად იყო ოპოზიციური, უფრო ზუსტად მტრული, მათ შორის ისეთი გაზეთებიც კი , რომლებიც თავის დროზე, პირველ გვერდზე წლების განმავლობასი შევარდნაძის სიტყვებს ატარებდნენ ეპიგრამად „მოდით ერთმანეთს ვუთხრათ სიმართლე და სხვა არაფერი სიმართლის გარდა!“. საზოგადოებრივ მაუწყებლის მე–2 არხი სისტემატურად და გეგმიურად უთმობს დროს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რისი მსგავსიც ადრე არაფერი ყოფილა. ოპოზიციური ტელევიზიები კრიტიკის ნაცვლად ფაქტიურად სიცრუის გავრცელებით იყვნენ დაკავებული, რითაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურების ამოცანებს ასრულებენ. ამ ტელევიზიების „დამსახურება“არის ის, რომ ხალხში ჩამოყალიბდა აზრი: „ ბაჩო ახალაია სისხლისმსმელია“, „ვანო მერაბიშვილი დამნაშავეა“, „სააკაშვილმა ომი დიწყო რუსეთთან“ და სხვა.
-7- ასეთმა ქმედებამ ჩამოაყალიბა ფორმულა: „ვინც სააკაშვილის მოწინააღმდეგეა, იგი რუსეთის მომხრე უნდა იყოს“! მოვიყვანოთ დამახასიათებელი მაგალითი: ტელევიზია „კავკასია“2013 წლის 18 სექტემბერი, ინტერაქტივი, 22 საათი და 30 წუთი. გადაცემა მიჰყავდათ ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილს და მერაბ მეტრეველს. კითხვა: როგორ აფასებთ საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას? 1) დადებითად 2) უარყოფითად 23 საათზე ინტერაქტივის კითხვას „დადებითად“ აფასებდა 77%, ხოლო „უარყოფითად“ 21,8%,. ამგვარად, ტელევიზია „კავკასიის „ გამობრძმედილი“ მაყურებლის 77% მხარს უჭერდა საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, ანუ რაც დათესა ტელევიზიამ ამდენი წლის განმავლობაში, ზუსტად ის მოიმკო. მიღებულმა შედეგმა აღაშფოთა ინტერაქტივის წამყვანები და 77% იმით ახსნეს, რომ მაყურებელმა ვერ გაიგო კითხვის შინაარსი, რითაც თავისი „ღვაწლი“ მაყურებლის სიჩლუნგეს დააბრალეს. ამის შემდეგ ა. ელისაშვილმა მაყურებელს აუხსნა, რომ ევრაზიული კავშირი არ არის ევროკავშირი!? დიდი მცდელობის შედეგად ინტერაქტივის შედეგი შეიცვალა და 23სთ 55წთ–ზე „მიღებულ“ იქნა შემდეგი რეზულტატი“ „დადებითად“ 36,8%, ხოლო უარყოფითად 63, 2% ანუ ტელემაყურებელთა 63,2% უკვე ევრაზიულ კავშირში შესვლის წინააღმდეგი გახდა , ასე ვთქვათ, ისინი სააკაშვილის „მომხრეებად“ იქცნენ. ახლა გავაანალიზოთ აღნიშნული მოვლენა. ტელევიზია „კავკასიის“ 9 წლიანი „მოღვაწეობის“ შედეგია ის, რომ მისი მაყურებელი მ. სააკაშვილის აქტიური მოწინააღმდეგეა, ანუ თუ სააკაშვილი წინააღმდეგია ევრაზიულ კავშირში შესვლის, მაშინ „კავკასიის“ მაყურებელი მომხრეა ქვეყნის ამ კავშირში შესვლისა, რაც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრული მოქმედება. ტელევიზიამ შედეგი ობიექტურად მიიღო პირველ შემთხვევაში, ხოლო მეორე შემთხვევაში შედეგი „გამოსწორებული“იქნა ხელოვნურად. ტელევიზია „კავკასია“ დამახასიათებელი მაგალითია ოპოზიციური, უფრო ზუსტად მტრული მასმედიისა. ეს ტელევიზიები ეწეოდნენ კრიმინალური სამყაროს პოპულარიზაციას და თავიანთ მაყურებელს უნერგავდნენ აზრს,თითქოს ციხეებში მართლა ‘ „ბულბულები“ ზიან და მათ მ.სააკაშვილი აფრთხობს. 8) საქართველოს სპეცსამსახურები პირველად თავისი არსებობის მანძილზე, ერთადერთხელ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოქმედებდნენ ქვეყნის სასარგებლოდ. სწორედ ამ დროს იქნა გამოვლენილი და დაკავებული რუსეთის აგენტები, რომლებიც
-8- ბ.ივანიშვილის ხელისუფლებამ გაანთავისუფლა და ზოგიერთს მათ შორის პოლიტმატიმრის სტატუსიც კი მიანიჭა. საზოგადოდ აღსანიშნავია, რომ უკვე დიდი ხანია , საქართველოს მედია ავრცელებს აზრს, თითქოს ქვეყანაში რუსეთის სპეცსამსახურის აგენტები არ არიან ან თუ არიან უმნიშვნელო რაოდენობით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მოსკოვში „ლუბიანკაზე“ სულ რამოდენიმე ოფიცერი ზის და მათაც სულ რამოდენიმე აგენტი ჰყავთ. სინამდვილეში, როგორც 1992 წელს გაერთიანებულმა გერმანიამ განაცხადა, გდრ–ში იყო 900 000 შტაზის აგენტი. თუ წარმოვიდგენთ, რომ გდრ–ის მოსახლეობა იყო 16,5 მილიონი, ცხადი გახდება, რომ 17 კაცზე ერთი აგენტი მოდიოდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით ასეთივე მდგომარეობა იყო და არის დღესაც საქართველოში. 9) პოლიცია, რომელიც მ. სააკაშვილის ხელისუფლების მეშვეობით ჩამოყალიბდა, შეუდარებელია იმ სამართალდამცავ ორგანოებთან, რომლებიც კი ოდესმე არსებობდა საქართველოში. პოლიცია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იყო აბსოლუტურად კორუმპირებული და კრიმინალიზირებული, ხოლო ის პოლიცია, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა -აბსოლუტურად არაკორუმპირებული და უაღრესად ეფექტური კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის რაც ქართულ პოლიციაში მოხდა საოცრებათა კატეგორიას შეიძლება მივაკუთნოთ. 10) სასმართლოსა და სამართლის საკითხი ძალზე რთულია და იგი უფრო დაწვრილებით შესწავლას მოითხოვს. მაგრამ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს აღვნიშნავთ: მ. სააკაშვილის ოპოზიციურ მედიაში, რომელიც სიცრუითა და მტრული განწყობით იყო გამორჩეული, არც ერთი ფაქტი არ არის აღნიშნული სასამართლოში კორუფციის შესახებ. ანუ აბსოლუტურად კორუმპირებული სასამართლო გადაიქცა აბსოლუტურ არაკორუმპირებულად - ესეც სასწაულია. 11) ქურდული მენტალიტეტი უკვე დიდი ხანია ჩვენს საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს - განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. ქვეყანაში ეკონომიკასა და ციხეებს ქურდები აკონტროლებდნენ. აღნიშნული მექანიზმი იმდენად იყო გაჯერებული საზოგადოებაში, რომ მისი აღმოფხვრა მხოლოდ სასწაულს შეეძლო. მის წინააღმდეგ ბრძოლას ბევრი სახელმწიფო ერიდება და ურიგდება ამ მდგომარეობას, როგორც თავის დროზე სსრკ შეურიგდა. ბრძოლა კრიმინალური საზოგადოების წინააღმდეგ იყო ძალიან ძნელი, განსაკუთრებით ციხის კონტროლისათვის. ციხის ბუნტი და პოლიციელების მკვლელობა იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გამოხატულება. ქურდული სამყარო არ თმობდა ციხეს, როგორც ე.წ. ”ობშიაკის” ფლობის საშუალებას, მას სჭირდებოდა საარსებო სივრცე - სხვა გზა აღარ
-9- ჰქონდა; და ამ ბრძოლას ამწვავებდა ის ფაქტიც, რომ საზოგადოების არცთუ მცირედი ნაწილი მხარს უჭერდა კრიმინალურ სამყაროს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ე. წ. ციხის კადრები, რომლებიც გაამჟღავნეს ზუსტად იმ დროს ,როცა ეს საჭირო იყო „ქართული ოცნებისთვის“, და რა თქმა უნდა რუსეთის სპეცსამსახურებისთვის. ჩვენ დაწვრილებით გვინდა განვიხილოთ აღნიშნული ფაქტი და შევადაროთ იგი მსგავს ფაქტებს. უოტერგეიტის პროცესი 1972 წელს ვაშინგტონში , სასტუმრო “უოტერგეიტში” , სადაც იყო განთავსებული აშშ დემოკრატიული პარტიის ოფისი, ღამით რამოდენიმე ადამიანი შევიდა , გახსნა ოფისის კარი და იქ დაამონტაჟა მოსასმენი აპარატურა. ოფისის დაზიანებული კარი შეამჩნია სასტუმროს დარაჯმა და შეატყობინა პოლიციას.მალე ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს აღნიშნული პირები.გამჟღავნდა , რომ მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟეს პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის მომხრეებმა. აქ არსებითია აღინიშნოს , რომ ეს ყველაფერი მოხდა ზუსტად იმ დროს , როცა საჭირო იყო , არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე. დღეს რუსი ექსპერტები მაშინდელ რიჩარდ ნიქსონს ადარებენ დღევანდელ ჯონ მაკეინს. აუცილებელია აღნიშნოს , რომ რიჩარდ ნიქსონს იმდენად დიდი რეიტინგი ჰქონდა , რომ მას არაფერში ჭირდებოდა მოსასმენი აპარატურა. ეს ყველაფერი დამტკიცდა კიდეც - არჩევნებში გაიმარჯვა რიჩარდ ნიქსონმა! ბუნებრივად დაისვა კითხვა: რატომ იქნა დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა? პასუხი ერთია , ეს ოპერაცია დაგეგმა და განახორციელა იმ ძალამ , რომელსაც არ აწყობდა რ.ნიქსონის ახალი ვადით არჩევა. ეს ძალა არც მეტი არც ნაკლები იყო საბჭოთა დაზვერვა - კგბ. ირანგეიტი ანუ ირანკონტრა 1988 წელს ამერიკის კონგრესმა მიიღო კანონი , რომლითაც აკრძალა იარაღის მიწოდება ნიკარაგუას “კონტრასთვის”. იმ დროს ნიკარაგუაში ხელისუფლებისათვის იბრძოდა ე.წ. “სანდინოს ფრონტი” , რომელიც იყო საბჭოთა პროექტი და ხორციელდებოდა კუბელების საშუალებით. მისი მოწინააღმდეგე კი იყო ე.წ.“კონტრა”- აშშ პროექტი.მაშინდელი აშშ ხელისუფლების გარკვეული წრეების მეშვეობით ხორციელდებოდა ამერიკული იარაღის გაყიდვა ირანში და აღებული ფულით რუსული იარაღის შეძენა და “კონტრასათვის” მიწოდება ნიკარაგუაში. ერთ-ერთი ასეთი ოპერაციის დროს , როგორც ოფიციალურად გახდა
-10- ცნობილი “სანდინოს” საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ამერიკული თვითმპფრინავი , სადაც აღმოჩნდა იარაღი. ამას მოჰყვა სკანდალი , რასაც თითქოს პრეზიდენტ რეიგანის გადადგომა ან იმპიჩმენტი უნდა მოჰყოლოდა. ცხადია , რომ “სანდინოს” საჰაერო თავდაცვის ძალები ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩამოაგდებდნენ ამერიკის თვითმფრინავს , ეს გააკეთა საბჭოთა ე.წ. ინსტრუქტორმა , საბჭოთა იარაღით. ამ სკანდალის მიზანი იყო პრეზიდენტ რ.რეიგანის მოშორება და სსრკ გადარჩენა , რომლის გეგმიური დაშლა უკვე დაწყებული იყო. კგბ-მ ვერც ამ შემთხვევაში მოახდინა გავლენა ამერიკის საზოგადოებაზე . ასეთი ხერხებით ამერიკული საზოგადოება არ ტყუვდება!
ახლა შევადაროთ ე.წ.ციხის კადრები და მისი დანიშნულება “უოტერგეიტის” ან “ირანგეიტის” მოვლენებს. ადვილად დავასკვნით შემდეგს : ა) ე.წ ციხის კადრები გამჟღავნდა ზუსტად იმ დროს , როცა საჭირო იყო , არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე , ზუსტად ისე , როგორც “უოტერგეიტისა” და “ირანგეიტის” შემთხვევაში. ბ) მოგვიანებით, როცა დაიწყეს ციხის აღნიშნული საქმეების გამოძიება, ბრალი წაუყენეს ციხის თანამშრომელთა გაკრვეულ წრეს და ამ წრის გარეთ ვერ გავიდნენ. იმდენად ჩაკეტილი იყო ეს წრე , რომ სიცრუის “დიდოსტატებმა” ვერც კი გაბედეს ამ საქმეში დაედანაშაულებინათ- ბ.ახალია ან ვ.მერაბიშვილი. ეს არ ყოფილა სისტემური დანაშაული ,- ეს რომ სისტემური დანაშაული ყოფილიყო, იგი თავიდან უნდა წამოსულიყო - მთავრობიდან. გ) აღნიშნული კადრების გადაღებიდან ერთი წლის შემდეგ მისი გამჟღავნება არ არის შემთხვევითი - იგი გეგმის შედეგია. მხოლოდ გულუბრყვილომ შეიძლება დაიჯეროს , რომ ვლადიმერ ბედუკაძე , რომელიც პატიმრებს თვითონ აწამებდა , ძალიან “შეწუხდა,” გული “აუჩუყდა” და ამიტომ გაიქცა იგი საზღვარგარეთ,ციხის კადრებით ხელში. დ) ყველა ზემოაღწერილი მოვლენა თავისი შინაარსითა და დანიშნულებით ძალიან ჰგავს ერთმანეთს - ყველგან კანონის დარღვევა , ყველგან ხელისუფლებაა დამნაშავე და ყველას მიზანია ხელისუფლების შეცვლა. ასეთი ტიპის საქმეებს “ქართული ოცნების” წევრები ვერც მოიფიქრებდნენ და ვერც განახორციელებდნენ.ეს ყველაფერი რუსული სპეცსამსახურების დაგეგმილი და შესრულებულია.
-11- ქართული საზოგადოება არ აღმოჩნდა მზად , უფრო სწორედ მზად აღმოჩნდა და აღნიშნულლი “ციხის კადრები” აღიქვა როგორც ნამდვილი. საზოგადოებას დაუდგეს “სერიალის” მსგავსი სიუჟეტი და იგი ადვილად წამოეგო ამ სიუჟეტს , განსხვავებით ამერიკული საზოგადოებისა. ამ საზოგადოებამ გაამართლა რუსული სპეცსამსახურების “იმედები” - საზოგადოებამ “ქართული ოცნება” აირჩია. ციხე არცერთ ქვეყანაში არ არის დასასვენებელი ადგილი , იგი ყველგან სასჯელია. ქართულ ციხეებში , რომლებსაც ქურდები მოაშორეს , მათ ადგილას ახალი “ქურდები” ანუ ქურდობის მოსურნენი იკავებენ და ცდილობენ იგივე ძველი სტრუქტურა ჩამოაყალიბონ იქ. ამის გამო მიმდინარეობს ბრძოლა ადმინისტრაციასა და კრიმინალებს შორის. სინამდვილეში ციხეში წამება კი არ იყო , არამედ იყო ომი კრიმინალსა და ადმინისტრაციას შორის, ომში კი წამებული არ არსებობს! თუ საზოგადოება მხარს დაუჭერს კრიმინალებს, მაშინ ეს ბრძოლა დიდხანს გაგრძელდება და არავინ იცის როგორ დამთავრდება. მოვიტანოთ ერთი ფაქტი: 2013 წლის სექტემბრის ბოლოს ტელევიზია “მაესტრომ” მოამზადა გადაცემა , რომელიც გადაღებული იყო საპატიმრო ადგილებში (მათ შორის ციხეში). პატიმრებს ეკითხებოდნენ თუ როგორი მდგომარეობა არის დღეს საპატიმროში. ისინი პასუხობდნენ, რომ დღეს ციხეში ყოფნა საამურია იმასთან შედარებით , ვიდრე ის იყო “ნაციონალების” დროს. აღნიშნული გადამღები ჯგუფი აღტაცებული იყო შედეგით. მათ იმდენიც კი არ იციან , რომ კრიმინალების აზრი, რომ „ქართული ოცნება“ სჯობს “ნაციონალებს” არის კრიმინალური სამყაროს აზრი და მეტყველებს იმაზე , რომ პატიოსანი საზოგადოება უნდა ფიქრობდეს პირიქით. დღეს უკვე ცხადი გახდა, რომ ციხეებში წარმოიშვნენ ე.წ. მაყურებლები, რომლებიც ფულს სძალავენ პატიმრებს და ამყარებენ “ძველ” წესრიგს. 12)ქართული არმია ჩამოყალიბდა სწორედ მ.სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში და გახდა ანგარიშგასაწევი ძალა ყველასთვის. ბევრი მტკიცება არ ჭირდება იმას , რომ ადრე არავითარი ამისი მსგავსი სამხედრო ძალები საქართველოს არ ჰყოლია. აქ არ შეიძლება არ შევეხოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხს. 2008 წლამდე ეს კონფლიქტები დაფიქსირებულები იყვნენ (საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ) ასეთი სახით: საქართველო - აფზახეთი და საქართველო - სამხრეთ ოსეთი, შუაში კი მშვიდობისმყოფელი რუსეთი ორივეგან. ამ შემთხვევებში რუსეთი დამნაშავე კი არ იყო, არამედ მშვიდობისმყოფელი! ეს იყო კონფლიქტის ყალბი სახე, რომლის დარეგულირება მისი სიყალბის გამო შეუძლებელი იყო. 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთი არის არა მშვიდობისმყოფელი , არამედ დამნაშავე (აგრესორი, ოკუპანტი)! სწორედ ამით განსხვავდება 2008 წლის ომი ადრინდელი ომებისგან და ამიტომ არიან აღშფოთებულები ამ ომით
-12- რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები, რადგან აქ დასამარდა რუსეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის სახე. თვითონ რუსეთი 2008 წლის ომს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მას ომში გმირი ჰყავს , ისეთი გმირი , რომელიც ომის შემდეგ , 6 წლის შემდეგ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩირაღდნით ხელში ჩაივლის! ამით აღიარებს რუსეთი , რომ 2008 წელს ომი მისთვის ადვილი არ ყოფილა თორემ გმირები არ დასჭირდებოდა “გასამარჯვებლად”! 2008 წლის ომი რუსეთის იმპერიისათვის სასიკვდილო აღმოჩნდება, თუ მას ისევ მოღალატე ქართველებმა არ უშველეს! საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება მაშინ, მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთის იმპერია , ანტიცივლიზაციის კერა დაინგრევა და იგი აუცილებლად დაინგრევა! - დრო რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს! კერძო საკუთრების საკითხი ე.წ. კერძო საკუთრების საკითხი ,რომელიც უკვე დიდი ხანია მუსირებს საზოგადოებაში, მედიის მიერ იგი გაშუქებული იქნა ისე , თითქოს მ.სააკაშვილის ხელისუფლებამ უკანონოდ ჩამოართვა მფლობელებს მათი კერძო საკუთრება. ამის შესახებ შევნიშნავთ: ა) ყოველი კერძო საკუთრება , რომელიც არსებობდა 2003 წელს, ძირითადად მომდინარეობდა თენგიზ კიტოვანიდან და ჯაბა იოსელიანისაგან. ეს ქონება მოპოვებული იქნა უკანონო გზით, ხელისუფლების ძა
This post has been edited by picaso2008 on 12 Feb 2014, 11:24
|