გმირი გმირია...
საქართველოს გმირი თუ არა ქართველი გმირი ხო არის...
მამაჩემის მამიდაშვილია გმირი

სოფელში ცხოვრობდა, ოზურგეთში...
და უჭირდა ძაან და თავიდან რო დაიწყეს ქართველი ჯარისკაცების გაშვება, ჭკუა იხმარა და წავიდა.... პირველ თუ მეორე ნაკადში იყო...
ხო და კაი ხანი იყო ავღანეთში...
ვალებიც გადაიხადა, რაც ქონდა აქ...
გმირიც გახდა - რომელიღაც ბრძოლაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი და ვიღაც ინგლისელმა სარდალმა მოოქროვილი ხმალი აჩუქა სამხედრო მამაცობისთვის...
2008 წელს წავიდა ცხინვალში, სხვა ავღანელებთან ერთად...
ცხინვალში იყვნენ და არაფერი ხდებოდაო, წინააღმდეგობაც არ ყოფილა ისე შევედითო...
და უკან დახევის ბრძანება მოუვიდათ....
დააბრუნეს გორში, ჩააბარებინეს იარაღი და გაუშვეს სახლებში...
მე რეზერვიდან ვიყავი ზემო არცევში და ჩემზე ადრე ეგ დაბრუნდა სახლში, ცხინვალიდან

ომის დამთავრების შემდეგ წამოვიდა თუ გამოუშვეს კიდეც სამხედრო სამსახურიდან...
აი, ასეთია ერთი გმირის ისტორია...
This post has been edited by Frankens†ein on 12 Feb 2014, 21:40
Mens sana in corpore sano...