#39827287 · 13 Feb 2014, 16:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რუსეთის სახელმწიფომ მოახდინა საქართველოს სახელმწიფოს ნაწილის ოკუპაცია. შესაბამისად რუსეთის სახელმწიფოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქე არის ოკუპანტი, რადგან როგორც იმ ქვეყნის მოქალაქე სარგებლობს იმ სიკეთით, რასაც რუსეთი იღებს საკუთარი ტერიტორიების გაფართოებით. ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე არის ოკუპირებული, რადგან გარდა სამხედრო-სტრატეგიული და ფსიქოლოგიური მომენტისა, ტერიტორიების წართმევამ გამოიწვია ქართული კომპანიების სამოქმედო არეალის შეზღუდვა, გასაღების ბაზრის შემცირება და ნაწარმი პროდუქციის გაძვირება.
ის რომ ვანიაა ოკუპანტი და საშა არაა, სისულელეა. ის, რომ ჯემალია ოკუპირებული და ხაჩიკა არა, ესეც სისულელეა.
სხვა მხარეა, რამდენად უხარიათ ან სწყინთ ვანიას, საშას, ჯემალს და ხაჩიკას საქართველოს ბედი.
კიდევ სხვა მხარეა დიპლომატია. დიპლომატიური პენისობაა უკან დასახევი ხიდების დაწვა, რაც ასე მშვენივრად მოახერხა ნაცმთავრობამ. დიპლომატიის სრული მარცხია გარდაუვალი დამარცხებისთვის განწირული ომი. ესეც მშვენივრად მოახერხეს ნაცებმა.
გონიერ დიპლომატს საკუთარი ქვეყნის გარეთ გააქვს დაძაბულობა. ამის მაგალითია პოლონეთის აწ გადრაცვლილი პრეზიდენტი კაჩინსკი, რომელმაც პოლონეთს საქართველო გადააფარა. დიპლომატი ეძებს და ქმნის ისეთ პერსონებს, რომლებიც თითქოს გახლეჩენ ხელისუფლებას ხალხისგან, ან განტევების ვაცს მოძებნიან. როცა პუტინი იპყრობდა საქართველოს, აძაგებდა ხელისუფლებას და აქებდა ქართველ ხალხს. სწორედ იმ ხალხს, ვინც სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩია.
ჩვენც უნდა გამოვიჩინოთ დიპლომატია და უნდა შევძლოთ მტერთან დალაპარაკება, მორიგება, გარიგება და ა.შ. ამიტომ ვამბობთ, ვიგონებთ, რომ არის კარგი და ცუდი რუსეთი, კარგი და ცუდი საქართველო და ა,შ. რუსეთის საპატრიარქო ერთი ის წარმოსახვითი კეთილი რგოლია, რომელზე აპელირებითაც შეიძლება საერო ხელისუფლების დონეზე ფასეულებათა გადაფასება, ნამოქმედარის კორექტირება...
თორემ, აგერ 20% წაგვართვეს და ისე გადმოცოცდებიან თბილისამდე (ზოგი გულარხეინად რომ არ დარჩეს - ქუთაისამდე), ვერც ჩვენ შევძლებთ წინააღმდეგობის გაწევას და დასავლეთიც ისევე დაივიწყებს თავის შეშფოთებას, როგორც მასტურბირების დროს სიამუვნების პიკზე გასხმულ სპერმას.
This post has been edited by ბეჟანბეჟანი on 13 Feb 2014, 16:30
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|