აიპიენზე ისეთი ქართულით წერია, აზრს ვერ გამოიტან.
სამჯერ წაკითხვის მერე მივედი ამ დასკვნამდე:
სააპელაციო სასამართლოს ახალაიასთვის არაფერი არ მიუსჯია.
3 წელი და 9 თვე მიუსაჯა საქალაქო სასამართლომ და სააკაშვილმა შეიწყალა.
ხოლო მამარდაშვილის ეპიზოდზე საქალაქო სასამართლომ ახალაია გაამართლა.
პროკურატურამ კი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ეს მამარდაშვილის ნაწილი მხოლოდ. სადაც ახალაია საქალაქოში გამართლდა.
სააპაელაციომ დღეს ასევე გაამართლა ახალაია მამარდაშვილის ნაწილზე.
შეიძლება ვცდებოდე, მარა აიპიენის ქართულით ასე გამოდის.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...gaamarthla.html"
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ბაჩო ახალაია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე მამარდაშვილის ნაწილში გაამართლა.
ე. წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურის საჩივარზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ციხის ბუნტის საქმეზე ახალაია
საქალაქო სასამართლომ მხოლოდ მამარდაშვილის ნაწილში გაამართლა, დანარჩენ ნაწილებში კი იგი დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლო დღეებში ახალაია 3 ნოემბერს შეიწყალა.
პროკურატურამ კი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც ახალაია გამართლდა. "
This post has been edited by მერკუციო on 14 Feb 2014, 17:47
რაც შეეხება "მაცივრის დაცარიელების" საკითხს... ეს არის სრულიად გამოგონილი, ტვინის სარეცხი ორის მიერ გამოგონილი მოდელირებული მოვლენა და არავითარი კავშირი არ აქვს მართლა მაცივართან. (c) შავლეგა