შენგან გამიკვირდა ეს პოსტი, თორემ სხვებს, ალბათ, არც გამოვეხმაურებოდი.

რა შუაშია ფრანგები, იტალიელები და ესპანელები? რა ხელი აქვთ ჩვენს პრობლემასთან?
თუ შენც გიხარია ხოლმე, საფრანგეთში რომ ფერადსექსუალებს ცემენ, აი, შეხედეთ, იქაც ურტყამენ და რამე?

ჩვენ გვაქვს ჩვენი პრობლემები და სხვა ქვეყნების ყურებას, რაოდენ განვითარებულიც არ უნდა იყოს მოცემული სახელმწიფო, სჯობს
საღი აზრი მოვიშველიოთ და ჩვენს სატკივარზე ვიფიქროთ ჩვენ თვითონ.
ანუ:
ვიცით, რომ ალკოჰოლი მეტ ზიანს აყენებს ჩვენ გარშემო მყოფებს და თავად ჩვენც, ვიდრე სოკოები, მარიხუანა, თამბაქო ანდა სულაც ჰეროინი. (ვისაც არ გჯერათ, აი, წყარო:
http://en.wikipedia.org/wiki/Substance_abuse ;
http://en.wikipedia.org/wiki/File:HarmCaus...DrugsTable.svg)ვიცით, რომ სმა ჩვენთან კაცობისა და ქვეყნის სიყვარულის დამამტკიცებელი უებარი საშუალებაა.
ისიც ვიცით, რომ ამ ღრეობის კულტს ძალიან ბევრი ქვეყანა მიუყვანია უფსკრულამდე ჩვენამდე და კიდევ ბევრს მიიყვანს.
ხოდა, სანამ ქვეყანაში ერთადერთი ლეგალური ნარკოტიკი ალკოჰოლია, სანამ მამები 9 წლის ბავშვებს ოთხ, ხუთ ჭიქა ღვინოს ასმევენ და დამრიგებლებს ლამის ხელში აკვდებათ 14 წლის ბავშვი ექსკურსიაზე (სხვათაშორის, დამრიგებლის იდეა იყო განსხვავებულით სმა იმ დღეს.

ძალიან კარგი
ქალია, დღემდე ჩემთვის ყველაზე საყვარელი მასწავლებელია, მაგრამ ეგრე ესმის და შეე*ი, თუ გინდა.) იქამდე გვეყოლებიან ღვიძლმოშლილი, ლოთი, აგრესიული (ხო, სახლში ცოლების გამლახავი და ბავშვების გამაუპატიურებელი) მამები და დედები.
ეს არის ხელშესახები, ნამდვილი პრობლემა.
ეს არ არის სუროგაცია და სხვისი ტრაკის ყარაულობა. ეს ისაა, რაც ყველას გვეხება მეტნაკლებად. და უფრო მეტად, ვიდრე ნაკლებად. ამაზე უნდა ლაპარაკობდნენ ბევრად მეტს, ვიდრე იმ სულელურ თემებზე, რომლებიც საიდანღაც ძალით გამოთრეულია ხოლმე.
ანუ ჩემი კითხვა ასეთია:
რა ვუთხრა ჩემს ბავშვს, როცა ქელეხში/ქორწილში/დაბადების დღეზე ძია ანზორი გადატენილი თოფით დალევს განსხვავებულს, მერე აივნიდან სამჯერ გაისვრის და მთელი სუფრა ანზორის ქებასა და დიდებაში იქნება?
რა ვუთხრა?
რომ ყველა ადამიანი სუფრაზე იდიოტია და ანზორიც მათ შორის?
კაი, ვთქვათ, დამიჯერა, იმ ანზორის და სუფრის სხვა მონაწილეთა ბავშვები რომ იქნებიან ამის მეგობრები სკოლასა და ეზოში და ადრე თუ გვიან ამასაც რომ მიადებინებენ სახეზე გადატენილ თოფს, მერე?
ასე რომ, თუ რაიმეს პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ ახლა ქართველებმა, ეს მხოლოდ ალკოჰოლია.
ტრაკის მიცემის პროპაგანდით ''გაპიდერებული'' არ მინახავს და ამგვარი ტრადიციების გამო გალოთებული - ძალიან ბევრი.

პ.ს. ახლა გამახსენდა, ორი წლის წინ ჩემებმა ხვანჭკარა გამომიგზავნეს აქ. ორი ლიტრი იყო, პეპსის ბოთლში.

ხოდა, მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი ვისხედით და ერთი ბრაზილიელი მეგობარი. ხოდა, დავიწყეთ, რა, როგორც ვიცით ხოლმე ჭიქა ჭიქაზე. ეს ვთქვით, ის ვთქვით, თან ამას გერმანულად ვუთარგმნით და ამას ისევ ის პირველი ჭიქა უჭირავს და ნელა წრუპავს, ხმას არ იღებს. ნახევრამდე რომ დავიყვანეთ, მერე დაიწყო ყვირილი, რატომ აფუჭებთო ღვინოსო, ნორმალურები ხართო, ასეთი არაფერი არ გამისინჯავს ჩემს ცხოვრებაში და ერთ საათში უნდა გააქროთ, დედა უტიროთო?

ხოდა, სწორი იყო, რა.
This post has been edited by Walter on 14 Feb 2014, 23:09