Augusto Pinochetაუ რა იყო
ეგეთი ფურორით მანაამდე არავინ არ შემოვარდნილა ფეხბურთში, როგორც 96-ში რონალდო

რაღაცა საოცრება იყო, ზღაპარი.
90-იანების ფეხბურთი უზომოდ დაბალანსებული ფეხბურთი იყო, ბევრი ფეხბურთელი, თითქმის ერთი დონის, ყოველ წელს სხვა და სხვა იგებდა ოქროს ბურთს. გამოკვეთილი ვარსკვლავი არ ყავდა: მატეუსი, კლინსმანი, ბერხკამპი, Fან ბასტენი, რომარიო, სტოიჩკოვი, ჰაჯი, ვეა, ბაჯო, რაული, ზამერი, მალდინი, ბატისტუტა, კანიჯა, დელ პიერო, შირერი, გაზა.
რაღაცა თითქოს ერთი ჯგუფი იყო, პატიოსანი შეჯიბრით და რამე, ერთმანეთში და უცებ შემოფრინდა ეს და ვაბშე თავდაყირა დააყენა ყველა და ყველაფერი ირგვლივ. ვერავინ ვერ აჩერებდა, ყველა მაგაზე ლაპარაკობდა ყველა იმაზე მარჩიელობდა რა გააჩერებდა ამ მფრინავ ობიექტს

რაღაცა აფეთქება იყო იმ დროინდელ სიმყუდროვეში. არავის ეგეთი აფეთქება არ ქონდა მოხდენილი მანამდე. გაგვაგიჟა ყველანი და გადაგვრია.
ყველგან ეგ მეჩვენებოდა და ყველგან მაგაზე ვფიქრობდი მაშინ. ყველაზე დიდი სიხარული იყო მაგის ყურება იმ ჩაჟამულ ცხოვრებაში

როგორც პირველი ნაღდი სიყვარული და პირველი სექსი არ დაგავიწყდება ისე არ დამავიწყდება რონალდოს შემოჭრა ფეხბურთში
მაგის ტრავმის გამო მიტირია კიდეც
ინტერის რომელირაცა წარმომადგენელი იძახდა, პირველი ტრავმის მერე, რომ დაბრუნდა არ ვიჩნევდით არავინო, მაგრამ ის რონალდო აღარ იყოო. მართალი იყო

99 წლის მერე ის რონალდო აღარ იყო, თუმცა მაინც ძალიან მაგარი, მაგრამ არა ის. 2000-ში მიიღო მეორე ის დაწყევლილი, ყველაზე მურტალი ტრავმა, რის შემდეგაც ფაქტიურად ცარიელი კლასი თამშობდა იმის ხარჯზე მიაღწია ყველაფერს

ვფიქრობ ტრავმის გამო რეალური შესაძლებლობების მხოლოდ 50-60 %-ის გამოვლენა მოახერხა

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად არ მიმაჩნია, ვთვლი, რომ ის ყველაზე დიდი მოვლენა იყო და იქნება ფეხბურთის ისტორიაში. ეგეთი სიხარული ფეხბურთში არავის შემოუტანია, ასე უცებ. და ფეხბურთის მასშტაბური პოპულარიზაციაც საოცარი ტემპებით ზუსტად მის მერე, ზუსტად მისი დამსახურებით დაიწყო...
ჩემთვის ილ Fენომენო მუდმივი ნუმერო უნო იყო, არის და იქნება...

---------------------------------------
-----------------------------------------
დიდი მადლობა ამ პოსტისთვის
მეც მიტირია მის ტრავმაზე
ფეხბურთი ამის გამო მიყვარს
პირველად რომ ვნახე მისი თამაში ეგრევე უსაზღვროდ შემიყვარდა
ნეტავ თუ განმეორდება მსგავსი მოთამაშე?
This post has been edited by Statham on 5 Mar 2014, 23:40