გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა.
მაგარი სანახაობა იყო, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ისე გახსნა-დახურვის ცერემონიები.
დახურვისას რგოლების იაღლიშზე კაიფმა არამარტო გადაფარა რუსებისთვის ფრიად მურდალი მომენტი, არამედ პირიქით, ყველაზე დიდი დივიდენდი სწორედ მაგან მოუტანა მე მგონი რუსებს, საერთო ჩათვლაში გამარჯვებასთან ერთად.
ერთი სიტყვით გაასწორა, განსაკუთრებით კანადის მესამე ოქრომ ჰოკეიში.
ნეკერჩხლის ფოთლები მინიმუმ 2 თავით მაღლა იდგნენ ყველა მეტოქეზე, ნახევარფინალსა და მთავარ მატჩში მიყოლებით გაკეთებული ორი შათაუტი სწორედ ამის დასტურია.
ტეხავს, რა მოიცდის კიდევ 4 წელიწადი.
თემის მე-2 და მე-3 ნაწილი ავტორობიდან გამომდინარე , დავხურავ ამ თემას, რომ ცალკე მოდერატორებს შევუმსუბუქო სამუშაო, ცალკე კი აღშფოთებული "პატრიოტებეეეს" სათუთი და ფაქიზი ნერვები დავზოგო, რომლებსაც 17 ღამე არ ეძინათ და ათასი გამოგონილი თუ შეთითხნილი ამბებით ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, თუ რა ცუდია ოლიპმიადა სოჭში, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბელადს და მიშაქტივის თვალსაჩინო წევრებს, თავის დროზე უდიდესი მხარდამჭერა აქვს გამოხატული სოჭის კანდიდატურისთვის.
"სოჭის კანდიდატურის გამარჯვებამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მის მიმართ გულითადი მხარდაჭერა. 4 ივლისს ”როიტერთან” ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშები ხელს შეუწყობს სტაბილურობას, მშვიდობას და გაგებას კავკასიის ხალხებს შორის - ამ აზრს ზოგიერთი ექსპერტიც იზიარებს.."
”რუსეთის პოლიტიკა არ არის ყოველთვის წინასწარმეტყველებადი, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ეს არ არის რუსული ღონისძიება და საერთაშორისო თანამეგობრობა ნამდვილად იქნება მოწადინებული, რომ ნაკლებ კონფლიქტოგენური იყოს ის ადგილები, რომელთა ახლოსაც უნდა ჩატარდეს ოლიმპიადა,”- განაცხადა ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით დარჩიაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 5 ივლისს.
”შესაბამისად, მეტი იქნება დაინტერესება და რუსეთისაგანაც მეტი იქნება ვალდებულება, რომ საერთაშორისო, სამართლებრივი, ცივილიზებული მეთოდებით იქნას ამ კონფლიქტის გადაწყვეტა უზრუნველყოფილი,” - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=15656ამ პოლიტიკური მიმოხილვით გემშვიდობებით მეგობრებო.
ადიოს ამიგოს, კორეაში შეხვედრამდე.
This post has been edited by Tom Brady on 24 Feb 2014, 16:27