#39899810 · 19 Feb 2014, 14:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
sandy
QUOTE | საინტერესო "ნორმალური ხალხია" ამ ქვეყანაში... ერთი ხელით დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ, მეორე ხელით პარლამენტში ირჩევენ იმ დროის "გმირებს", გირგვლიანები დასტა-დასტა რომ გვყავდა ყოველ კვირაში |
კერძოდ? მითხარით ვისზე ამბობთ და და გეტყვით რატომ აირჩიეს  QUOTE | და ამ ხელისუფლების ხელში "არაპიარისთვის" გახსნილი საქმეები სად ნახე? |
ეს ხელისუფლება ზოგადად გახსნილი საქმეებით ვერ დაიკვეხნის... თორემ იგივე გირგვლიანის თემაც როგორც თქვით გაცვდა უკვე და პიარისთვის გამოუსადეგარია... მაგრამ მაინც ხსნიან... ხსნიან რა, ცდილობენ გახსნან...
ნაცები რომ ყოფილიყვნენ გირგვლიანის, ჟვანიას და სხვათა მკვლელობები თუ გახმაურებული საქმეები გახსნილი იქნებოდა უკვე... თავის აღიარებითი ჩვენებებით... უბრალოდ პოსტ ფაქტუმ ძნელია დაუმტკიცო ადამიანს დანაშაული უტყუარი მტკიცებულებებით...
მე რო ვინმეს ვეწამებინე ან ქონების გადაფორმება ეიძულებინა და მაშინ ხმა არ ამომეღო, ეხლა როგორ უნდა დამტკიცდეს... არც ძალადობის ნიშნებია სახეზე და მარტო ჩემი ჩვენებაა...
ერთი ახლობელი მყავს, საკმაოდ ძლიერი იურისტი და პროკურატურა-სასამართლოში კარგად ჩახედული ადამიანი და რო შეიცვალა ხელისუფლება, მაშინვე ტქვა: ახალ ხელისუფლებას ორი გზა აქვს - ან ისევ ზეწოლა და სხვა უკანონო გზები უნდა გამოიყენოს დამნაშავეების დასაჭერად, ან კიდევ სამართლიანი გზით წავიდესო... სამართლიანი გზით წასვლის შემთხვევაში კი შეგუება მოგვიწევს რომ ბევრი დამნაშავე დაუსჯელი დარჩება, რადგან უტყუარი მტკიცებულებები არ იქნება მის წინააღმდეგო...
QUOTE | ისევ ნაცების დროს გადაღებულ ფირებს ვერ გასცილებიან |
მაგ ფირებს რაც შეეხება, ჯერ მარტო ეგ ამტკიცებს იმას რომ ამ ხელისუფლებას პიარი კიდია (და ძალიანაც ცდება მაგაში)... უნდა გამოექვეყნებინათ და შეიძლება ნაცების გულშემატკივარი ბევრი დარჩენილიყო, მაგრამ ხმამაღლა მაინც ვეღარ გაბედავდა მაგის თქმას...
რო არ გაქვთ ნანახი, მაგიტომ საუბრობთ მაგ კადრებზე ირონიულად, თორემ რომ გაესაჯაროვებინათ, ეგეთი ლაღი ვეღარ იქნებოდით როცა ნაცების და ქოცების შედარებას მოახდენდით...
This post has been edited by Frankens†ein on 19 Feb 2014, 14:08
--------------------
Mens sana in corpore sano...
|