მამა ..
ეს ის სიტყვაა რომელიც რეალურად ადამიანისათვის არ დამიძახია..
ადამიანი, რომელიც ჩემი კერპი, შთაგონების წყარო, სიამაყე და სული და გულია.
მიუხედავად იმისა რომ ჩემს დაბადებამდე 4 თვით ადრე გარდაიცვალა ჩემს გულში და სულში გადმოვიდა.
არასოდეს მიგრძვნია მისი მონატრება სულ ჩემთანა, როცა საქმე კარგად მიდის მას ვუხდი მადლობას ღმერთთან ერთად, როცა მიჭირს მას ვთხოვ მფარველობას და სიძლიერეს.
ადამიანი რომელიც ყველაზე კეთილშობილი, სიმპათიური, განათლებული, სრულყოფილებასთან ახლოს მყოფი იყო და ძალიან ახალგაზრდა ..
მე ვეუბნები ყოველდღე რომ მიყვარს და ვამაყობ. ისიც იგივეს ..
ის არის ერთ-ერთი ადამიანი ვინც ყველაზე მეტად მიყვარს .. ვინც მეამაყება, ვინც დადებით ენერგიას მაძლევს და ძალას.
25 წელი მიდის და მისი პატიოსანი და წესიერი სახელი დღემდე მხვდება სხვა ადამიანებისგან სიყვარულის და სითბოს სახით.
ბოდიშს ვიხდი თემის ავტორთან ჩემი სათქმელის თქმით .
ყველა მშობელს ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვე მათ შვილებთან ერთად
ერთელაც მოვა ის სანატრელი მომენტი როცა პირადად ვეტყვი: მამა ერთად ვართ, შენთან მოვედი