კობა ლიკლიკაძე: კობა, თქვენ ხართ საქართველოში, მე ვიტყოდი, ვეტერანი პოლიტიკოსი. მე და თქვენ თითქმის ერთი ასაკის ვართ, მახსოვხართ თქვენ მიტინგებზე, ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობიდან, რამდენიმე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყავით. და უცებ სამხედრო ფორმა ჩაიცვით და ხართ მოხალისე. თან, მე როგორც ვიცი, არტილერისტი ხართ. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია და რა გაკავშირებთ არტილერიასთან?
კობა ხაბაზი: პირველი, დავიწყოთ, ალბათ, იქიდან, რომ მე სხვა არჩევანი არ მქონდა. როგორც კი ომი დაიწყო უკრაინაში, მე ვთქვი, რომ მივდივარ უკრაინაში-თქო. იმიტომ რომ, საქართველოს და უკრაინის ისტორია ერთმანეთთან არის ძალიან მჭიდროდ გადაჯაჭვული. ჩემი კიდევ ორმაგად არის. შეიძლება ტრაბახივით გამომივიდეს, მაგრამ, მე მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც ვარ ორივე ქვეყნის ღირსების ორდენით დაჯილდოებული. აჭარის „ვარდების რევოლუციის“ გამო დაჯილდოებული ვარ საქართველოს „ღირსების ორდენით“ და უკრაინაში „მაიდანზე“ მომხდარი მოვლენების გამო დაჯილდოებული ვარ უკრაინის „ღირსების ორდენით“. აქედან გამომდინარე უკრაინაში ომი ჩემთვის იყო დამატებითი [არგუმენტი], რომ მე უნდა ვყოფილიყავი აქ.
„ჩვენს ანგარიშზე არის ოკუპანტების დანგრეული ბლინდაჟები და სამეთაურო შტაბები“კობა ლიკლიკაძე: კობა, დაბოლოს მინდა გკითხოთ, რომ ყველა მოუთმენლად ველოდებით, თუ როდის გადავა უკრაინა კონტრიერიშზე, როდის დაიწყება ოკუპირებული უკრაინული მიწების გათავისუფლება. ახლა თქვენ რიგითი ჯარისკაცი ხართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც დონის ინფორმაციას ფლობთ. გვითხარით, როდისთვის ელოდებით თქვენ, კობა ხაბაზი, კონტრიერიშს და მიიღებთ თუ არა თქვენც მონაწილეობას?
კობა ხაბაზი: რა თქმა უნდა, მივიღებ მონაწილეობას. უფრო მეტიც, ალბათ დაიწყება კონტრიერიში, განხორციელდება იმით, რომ არტილერია დავამუშავებთ პოზიციებს და საცეცხლე მხარდაჭერას გავიკეთებთ და მოიერიშეები გადავლენ შეტევაზე. რაც შეეხება, თუ როდის დაიწყება. მე მგონი, ეს არის ორ ფაქტორზე დამოკიდებული. პირველია ამინდები. იცით, რომ თითქმის ერთი თვე გაუჩერებლივ წვიმდა. და აუცილებელი არის, რომ ცოტა მეტის სიმშრალე იყოს, რომ ტექნიკის გადაადგილებას პრობლემა არ შეექმნას. და მეორე ეს არის „დამრტყმელი მუშტის“ ფორმირება. მართლა კოლოსალური დახმარება მოდის დასავლეთიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეს არის არტილერია, ეს არის მძიმე ტექნიკა. ეს არის შეიარაღების სხვადასხვა სახეობები და ასე შემდეგ. ამიტომ, როდესაც შეიკვრება ეს „მუშტი“, რამდენიმე მიმართულებით დაიწყებს კონტრშეტევას უკრაინული არმია. ასე კონკრეტულ თარიღს ვერავინ ვერ გეტყვით. არც ვიცი, და რომც ვიცოდე, არ ვიტყოდი, მაგრამ ერთ პირობას გაძლევთ, კობა, ძალიან მალე, ძალიან მალე ვიზეიმებთ ერთად გამარჯვებას! ბოროტება დამარცხდება! ამაში ვარ დარწმუნებული. უკრაინა იქნება თავისუფალი, ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს და იქნება ძლიერი! ასევე საქართველოში ბოროტება დამარცხდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და საქართველო იქნება ძლიერი! ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და ეს იქნება ძალიან მალე!
რადიო თავისუფლება
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%98...C/32378907.htmlმხოლოდ ქება ასეთ ვაჟკაცებს.