დავიკარგე ბოლო 2 დღე - თამაშების შექმნის ჰაკათონში, ე.წ. "Game Jam"-ში მივიღე მონაწილეობა.
ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ ამ კონკურსში ინოვაციური ველია შექმნილი...
მისი შინაარსი ასეთია: 1,5 დღე–ღამის განმავლობაში გუნდები ნულიდან იწყებენ და ქმნიან ახალ თამაშს. გუნდში ერთიდან ხუთ წევრამდეა.
22–23 თებერვალს გამართულმა ამ ღონისძიებამ აჩვენა, რომ საქართველოს საშველი სწორედ ენერგიულად განხორციელებულ ინოვაციურ რეფორმებშია.
ხომ დაბალ დონეზეა ჩვენთან ყველა ტიპის განათლება, ხომ არსად არ ასწავლიან საერთაშორისო სტანდარტებით თამაშების შექმნას, მაგრამ...
ორგანიზატორებისდა მოულოდნელად, როგორც კი მაივიდეომ და ინტერპრესნიუსმა მოახდინა ამ ღონისძიების დარეკლამება–დაანონსება, როგორც კი შედგა სახელმწიფოს, დამსაქმებლების, დარგობრივი ასოციაციების, პროფესიონალი შემსრულებლების კოლაბორაცია, შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა:
1) ელოდნენ ძლივს 10 გუნდს. დარეგისტრირდა 26!
2) ელოდნენ ძლივს 70 ადამიანს გახსნის ცერემონიაზე. მოვიდა 200!
3) ელოდნენ რომ გუნდების 50% თუ წარადგენდა მზა პროტოტიპს. 90%–მა წარადგინა!
4) ელოდნენ რომ 3–4 ჟანრის თამაში იქნებოდა წარდგენილი. წარდგენილ იქნა 10–მდე სხვადასხვა ჟანრის თამაში, ერთ–ერთი კიდევ სრულიად ახალი, აქამდე არარსებული ქვეჟანრის (ეს ჩვენმა გუნდმა მოვახერხეთ).
5) ელოდნენ რომ ამ პროცესების პირდაპირი სტრიმინგით ინტერნეტში ერთდროულად 1000 ადამიანი დაინტერესდებოდა. შემოდიოდა 2500 ადამიანი!
ეს იმხელა სასიამოვნო სიურპრიზი იყო ყველა მონაწილისთვის, ყველა ორგანიზატორისთვის, ყველა გულშემატკივარისთვის, რომ უმეტესობა თვალზე ცრემლს ვერ იკავებდა...
დიახ, მეგობრებო, სწორად როგორც კი წავა პროცესები საქართველოში, მოსალოდნელია აფეთქებები, თითქმის ყველა დარგში, ქვედარგში, სექტორში.
სწორად რომ წავიყვანოთ, საჭიროა ყველა სფეროში მოხდეს ინოვაციური რეფორმების განხორციელება ენერგიულად!
პ.ს. ღონისძიების დასრულების შემდეგ რამდენიმე პროფესიონალს (ვისი სემინარები და მასტერკლასები მომეწონა) გავესაუბრე. მათი უმეტესობა ამ დღეებში მიდის ესტონეთში. რატომ? იმიტომ, რომ ესტონეთშია ინოვაციური პროექტებისთვის იდეალური გარემო შექმნილი. ამ დროს კი გუშინ მხოლოდ ითქვა, რომ საქართველოში მალე ამოქმედდება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. იმედია, რომ მართლა ამოქმედდება და სწორი ფორმით ამოქმედდება.
პ.პ.ს. დავაკონკრეტებ, რომ კოლაბორაციის ფორმატი იყო ფანტასტიური: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასოციაციები: The Georgian chapter of the International Game Developers Association promotes game development in Georgia., Visual Effects and Computer Graphics Development Association "CG Georgia", საქპატენტი, ინტერაქტიული აპლიკაციების ლაბორატორია, ახალგაზრდა ინოვატორთა ცენტრი, IT-ინკუბატორი, კომპანიები: მაივიდეო (ITDC), PCShop.ge, Happy Group და სხვ. - უფრო დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ აქ:
http://hack.jok.io/Event/Info/3/game-jam-2014 This post has been edited by Denmark on 24 Feb 2014, 11:20