შენც გაგიკვირდება როგორი შეცვლილი ჩამოვა
* * *
http://pia.ge/show_news.php?id=5001&lang=geoერთი შემთხვევა, რომელმაც CCBE-ს ყურადღება მიიპყრო, არის ადვოკატ გოგა ონიანის საქმე. ის თავისი ოჯახის წევრებთან ერთად სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ზეწოლოს ობიექტი გახდა. ჩჩBE-ს ეცნობა, რომ პროკურორი ცდილობდა ხელი შეეშალა ონიანისთვის კლიენტის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ასევე სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით, რომლის მიმართაც მუქარას ახორციელებდა სახელმწიფო მოხელე. დავის მოგვარების მიზნით მან ანონიმურად ჩაიწერა ორი მხარის წარმომადგენელი ადვოკატების შეხვედრა, და შემდეგ გადასცა აღნიშნული ჩანაწერი მესამე მხარეს. ამ ორიდან ერთ-ერთი ადვოკატი იყო დიმიტრი გაბუნია.
CCBE-ს სურს ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რომ სახელმწიფოებს აქვთ პოზიტიური ვალდებულება- უზრუნველყონ ადვოკატების მიერ თავიანთი პროფესიული მოვალეობების შესრულება დაბრკოლებების გარეშე და მათი უსაფრთხოების დაცვა.
სახელმწიფოს მოვალეობები წარმოადგენს ადვოკატთა საქმიანობის გარანტიების მნიშვნელოვან ნაწილს. ეს გარანტიები ასახულია ადვოკატთა როლის შესახებ გაეროს ძირითად პრინციპებში (1990) (შემდეგში „ძირითადი პრინციპები”)
კერძოდ, ძირითადი პრინციპების მე-16 პუნქტში ნათქვამია:
სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა (ა) შეძლონ თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე; (ბ) შეძლონ თავისუფლად გადაადგილდნენ და კონსულტაცია გაუწიონ კლიენტს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ; და (გ) თავიანთი პროფესიული მოვალეობების, წესებისა და ეთიკის შესაბამისად განხორციელებული რაიმე ქმედების გამო, არ განიცადონ გაკიცხვა, ან დევნა ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა სანქციების მუქარით.
ასევე მე-17 პუნქტში ნათქვამია:
როდესაც ადვოკატთა უსაფრთხოებას, მათ მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო, საფრთხე ემუქრება, ისინი სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული ხელისუფლების მიერ.
CCBE- ს ასევე სურს ხაზი გაუსვას, რომ საბაზისო პრინციპების მე-18 პუნქტის შესაბამისად:
ადვოკატები, თავიანთი ფუნქციების შესრულების გამო, არ უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული მათ კლიენტებთან ან მათი კლიენტების ქმედებასთან;
პრეამბულაში, საბაზისო პრინციპები მეტად აძლიერებენ მთავრობის პასუხისმგებლობას- ხელი შეუწყოს ადვოკატების როლის დამკვიდრებას. კერძოდ, მასში ნათქვამია:
წინამდებარე ძირითადი პრინციპები ადვოკატთა როლის შესახებ შეიქმნა
მონაწილე სახელმწიფოების დასახმარებლად, რათა მათ ხელი შეუწყონ და
უზრუნველყონ ადვოკატთა როლის დამკვიდრება. მთა ვრობებმა შიდა
სახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ფარგლებში პატივი უნდა
სცენ და ანგარიში გაუწიონ წინამდებარე პრინციპებს და ისინი უნდა გადაეცეს
როგორც ადვოკატებს, ასევე სხვა პირებს, კერძოდ, მოსამართლეებს,
პროკურორებს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების
წარმოამდგენლებსა და მთლიანად, საზოგადოებას. ეს პრინციპები თანაბრად
უნდა შეეფარდოს იმ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ადვოკატთა ფუნქციებს
ადვოკატის ფორმალური სტატუსის გარეშე
ადვოკათა უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფოების პოზიტიური ვალდებულებები კიდევ ერთხელ აისახა წევრი სახელმწიფოებისთვის მინისტრთა კომიტეტის № R(2000)21 რეკომენტაციაში ადვოკატის პროფესიის თავისუფლების ძირითადი პრინციპების შესახებ (მიღებული 2000 წლის 25 ოქტომბერს).
რეკომენდაცია, I პრინციპში (ადვოკატის პროფესიის თავისუფლების ძირითადი პრინციპების შესახებ საერთო პრინციპები) ნათქვამია:
1. ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული ადვოკატის პროფესიის თავისუფლების
პატივისცემის, დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით დისკრიმინაციის და
არასათანადო ჩარევის გარეშე საზოგადოების ან ხელისუფლების მხრიდან, კერძოდ, ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით.
(. . .)
4. ადვოკატს არ უნდა დაეკისროს ან დაემუქრონ რაიმე სახის სანქციით ან ზეწოლით, როდესაც ისინი მათი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად მოქმედებენ.
(. . .)
6. მიღებულ უნდა იქნას ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოფილი იქნას ადვოკატი-კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობის პატივისცემა. ამ პრინციპის გამონაკლისები შეიძლება დაშვებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონის უზენაესობის პრინციპებს შეესაბამება.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, CCBE მოგმართავთ თხოვნით შეისწავლოთ ადვოკატთა დაშინების ეს ფაქტები და დააყენოთ ადვოკატების მიმართ შეურაცხყოფისა და ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებული ყველა დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი.
CCBE ასევე მოგმართვათ თხოვნით გაატაროთ აუციებელი ღონისძიებები მომავალში ადვოკატთა მიმართ ძალადობის თავიდან ასაცილებლად და უზრუნველყოთ, რომ ქართველმა ადვოკატებმა შეძლონ თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე. ადვოკატების მიმართ ყველა მოქმედება და მუქარა მათი პროფესიული მოვალეობების ლეგიტიმურად შესრულებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ და ეფექტურად უნდა იქნას შეწყვეტილი.
მადლობას მოგახსენებთ ჩვენი პრობლემის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის.
პატივისცემით
(ხელმოწერა)
ალდო ბალგარელი
CCBE –ს პრეზიდენტი