
არ გათეთრდების ყორანი

იციან, რომ ტყუიან, ისიც იციან, რომ ვხვდებით უკვე, მაინც არ იხდიან იხტიბარს.
ამაყობენ, მიშამ ნევროხზი გაგიჩინათო და შეგნებულად პუტინსაც აპარელელებენ..
ხვდებიან, რომ მასე არ არის, მაგრამ ნერვებს ხომ მოგიშლიან.
ხომ გაგაბრაზებენ.
მიზანი ერთია, დიადი.
ყველაფერი ქართულის მტრობა და კანონი კრძალავს, თორემ გესვრის კიდეც.
რა პრობლემაა?
შენ, ქართველი, შენი მრწამსის, ენის , ქვეყნის და კულტურის პატივისმცემელი მისი მტერი ხარ.
რატომ, იმიტომ რომ არ გადაგვარდი, არ გადაჯიშდი, არ გაიხრწენი და არ აითქვიფე ათასი ჯურის შემოთესლილებში.
იმიტომ რომ შენი გიყვარს.
ამიტომ ხარ მტერი!...
ვისთან გაიგივებს? მეროე მტერთან. რუსეთთან. იმიტომ რომ ისიც შენი მტერია. ისეთივე, როგორც ეს მანქურქები თუ ნაცქურთები.
იცის, რომ შენ არ გესიამოვნება იმასთან შედარება და მაგიტომ აკეთებს ამას. როგორმე ნერვები რომ აგიშალოს. მშვიდი ცხოვრების შანსები რომ შეგიმციროს.
შემთხვევით კარგად რომ არ იგრძნო თავი, იმიტომ რომ მისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს და ორგანულად ვერ იტანს ვინმე სხვას, ვინც სუფთად, ალალად, გულწრფელად და აღადაა.
მან დაკარგა თუ რამ კარგი გააჩნდა და შენ არ უნდა ჩანდე მასზე სუფთა.
სხვისი ბედნიერება, სიხარული, სიმშვიდე.
მას ის აბრაზებს, შენ რომ მშვიდად ცხოვრობ.
ხომ არ უშლი მას ხელს, მაგრამ არა, უნდა გაგლანძღოს, გაგთელოს, შენთვის ფაქიზი გრძნობა უნდა გალანძღოს, შენთვის საყვარელი წესი, ტრადიცია უნდა გაგილანძღოს, შენი რწმენა უნდა გაგილანძღოს. მარტო შენი, სხვისი არა, მხოლოდ შენი, იმიტომ რომ ქართველი ხარ...
ამათი საშველი არ არის!...
უნდა გამოვლინდენ ყველა, რათა ასე დამახინჯებულად არ ასწავლონ სხვას...
ამათ გვარს არ აქვს მნიშვნელობა, ესენი არიან საქართველოს ნომერ პირველი მტრები!...