QUOTE (Makumba666 @ 24 Feb 2014, 13:54 ) |
ვერ დავეთანხმები თემის ავტორს. რა თქმა უნდა, დეზინფორმაციის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ნება მიბოძეთ ვიკითხო - და იმას ვინ გადაწყვეტს რა არის დეზინფორმაცია და რა არა? მე მგონი აბსოლუტურად გასაგებია, რომ ესეთი რამე იქნებოდა ცენზურის დაწესების ტოლფასი. ჰოდა კეთილი სურვილები აქ არაფერს წყვეტს - The road to hell is paved with good intentions - ჯოჯოხეთის გზა კეთილი სურვილებითაა მოფენილი. ნება რომ მიცე, ჯერ ერთი-ორ დეზინფორმაციულ საიტს დაბლოკავენ\დახურავენ, შემდეგ იმ საიტებს, რომლებიც ხელისუფლებას არ მოეწონება და მერე ისეთ კოშმარს მივიღებთ, რომ დიდი ჩინური ფაერვოლი და ინტერნეტ ფორუმზე პოსტვისთვის პასპორტის წარდგენის აუცილებლობა მონაგონი იქნება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაცია ყოვლად ამაზრზენი და მიუღებელია, ინტერნეტის მოდერირების და ინფორმაციის (თუნდაც დეზინფორმაქციის) გაკონტროლების ნებისმიერი მცდელობა კიდევ უფრო ამაზრზენია. ასე რომ, ყველას მოუწევს ტვინის განძრევა და იმისი დადგენა, თუ რამდენად სანდოა ესა თუ ის პორტალი ან ინფო. ალტერნატივა არ არსებობს. |
+1
შეზღუდვებით და აკრძალვებით კარგ შედეგს ვერ მივიღებთ
ჯობს პარლამენტმა მიიღოს კანონები: 1. ცილისწამებაზე, 2. საავტორო უფლებებზე
და პროკურატურამ რეალურად განახორციელოს ამ მუხლებით საქმეების აღძვრაზე და დანმაშავეების დასჯაზე..
ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ დეზინფორმაციის და ვითომ "სკანდალური" სხვა საიტებიდან მოპარული ნიუსების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება