UNEEKშენ კი გენაცვალე მაგ სიხარულში
შენ ხო გიხარია რაც მთავარია საქართველოს წარმატებები?

====================================================================
შეხვედრა "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ვიზიტის
ფარგლებში „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ აღმასრულებელ დირექტორს დანიელ იოჰანესს შეხვდა.
როგორც პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო აფასებს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ძალისხმევას საქართველოს ზრდასა და განვითარებაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა დანიელ იოჰანესს, რომლის თბილისში ვიზიტისას 2013 წლის ივლისში საქართველოსთან ხელი მოეწერა შეთანხმებას განათლების სფეროს დაფინანსების მიზნით 140 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ.
„ეს კომპაქტი უდიდესი მნიშვნელობის არის და ის საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გააუმჯობესოს განათლების ხარისხი მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებით, რაც ქმნის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას ისეთ სწრაფად მზარდ სექტორებში, როგორებიც არის ენერგია, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა. ეს არის უდიდესი ინვესტიცია განათლებაში და იმის დადასტურებაა, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა დანიელ იოჰანესი საქართველოში მიიწვია და აღნიშნა, რომ თბილისი ასევე სიამოვნებით უმასპინძლებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ჯონ კერის და საბჭოს წევრებს გრანტის მიზნობრივი გამოყენების აღსანიშნავად.
საქართველო ერთ-ერთია იმ ოთხ ქვეყანას შორის, რომელმაც გასული წლის ზაფხულს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან“ მეორე კომპაქტი მიიღო. პირველი ხუთწლიანი კომპაქტი, 395 მილიონი დოლარი, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს 2005 წელს გამოუყო, საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას მოხმარდა.


=========================================================================
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამართულ სამუშაო სადილს დაესწროსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამართულ სამუშაო სადილს დაესწრო. საღამო აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა გახსნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებული ვიზიტი მიულოცა და აღნიშნა, რომ მიესალმება იმ რეფორმებსა და პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ახალი ხელისუფლება ატარებს.
თავის მხრივ პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.



===================================================================
ინტერვიუ სააგენტო Reuters-თანშეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და ვიცე პრეზიდენტთან - ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სააგენტო Reuters-თან მიცემულ ინტერვიუში. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.ინტერვიუს სააგენტო Reuters-ი დღეს გაავრცელებს

=================================================================================
კუანა მაკკეინსაც შეხვდა 
========================================================================
შეხვედრა სენატორ ჯონ მაკკეინთანსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
სენატორმა საქართველოს ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და კიდევ ერთხელ მიულოცა დემოკრატიულად ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. სენატორმა მაკკეინმა საქართველოს ხელისუფლებას ISAF-ის მისიაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა 2014 წელს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხში.
სენატორი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ ე.წ ბორდერიზაცის პროცესით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ აშშ-ის გამყოფი ბარიერების აგებას გმობს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ასევე ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის პერსპეტქივებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ სენატორსა საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი,საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ






================================================
მოდერაციას ვთხოვ ეს თემა აპინოს
ბოლო წლებში მომხდარი ყველაზე მაგარი ამბების თემაანაცებო არ გიხარიათ ჩვენი წარმატებები?