ინგლისის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ქვეყანაში ID ბარათებზე კანონპროექტი გააუქმა,
რადგანაც მისი თქმით “ათასი გზა არსებობს, ელექტრონული სივრცე რომ შევავსოთ, პიროვნების საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია
სხვა მრავალი გზით არის შესაძლებელი, თანხა ჯობს უფრო მნიშვნელოვან სფეროებზე დაიხარჯოს”.
ბრიტანეთის კონტრდაზვერვის MI5 – ის სამსახურის ხელმძღვანელი სტელა რიმინგტონი ღიად წინააღმდეგ გამოვიდა:
ეს პირადობის მოწმობები ვერ იქნება გარანტი ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში.
აღმოჩნდა, რომ ათასობით მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები ხელმისაწვდომი იქნებოდა 265 სამთავრობო დეპარტამენტისა
და 48 ათასი აკრედიტირებული კერძო კომპანიისათვის.
საფრანგეთში ელექტრონული პირადობის მოწმობების დანერგვის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დამცეველბი
და იურისტები აქტიურად გამოვიდნენ. მათ აღნიშნული დოკუმენტი “უმაღლესი ზიანის შემცველად მიიჩნიეს”.
საფრანგეთის მაგისტრატურის მუშაკთა პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა კომ ჟაკმენმა განაცხადა:
“ამ პროექტის ამოქმედება საზოგადოებაზე პოლიციური ზედამხედველობის გაძლიერებას გულისხმობს.
http://www.ambioni.ge/ratom-acxadebben-id-...vropis-qveynebiუარყოფის მიზეზები:
1. უაზროდ ფული ყრა.
2. პირადი ინფორმაციის დაუცველობა.
3. არსებითი სარგებლის არარსებობა.
პ.ს.
ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში არის ალტერნატიული ბარათები. This post has been edited by androabuladze on 1 Mar 2014, 00:51