გველი რომ სისინებს უმოწყალო უდაბნოში --- იქ მოხვედრილ ცოცხალს ორივე სასიკვდილოდ ემუქრება და გველი გველადვე რჩება და უდაბნო უმოწყალო უდაბნოდ.
ამ უსასრულო უდაბურ ბნელ კოსმოსშიც სისინებს სატანა ღვთისქმნილი სამყაროს სასიკვდილოდ მოსაშთობად ისევე, როგორც ოაზისს უტევს უდაბნო. ამიტომ არაა ოაზისი უდაბნოს ქმნილება, არამედ დედამიწის ორგანული სიახლოვითღაა შემორჩენილი უდაბნომდელი უწინდელიდან მცირე ოაზისად.
დედამიწა ადამიანისათვის სარკესავითაა მოწყობილი და ამ სარკის სკოლაში სასწავლებლად გაშვებულია ადამიანი, რათა ჯერ გარემომცველი და ხელშესახები ბუნებიდან ისწავლოს --- თუ როგორი უნდა იყოს და როგორი არა, რათა შესძლოს შემდეგ მაღალ კლასებში ღირსეულად გადასვლა განათლებულმა.
არაა ღვთის ხელში სატანა და არც რაიმე წილი უძღვის მის არსებობაში. სულ სხვადასხვა არსნია სიცოცხლე, მოძრაობა, ქმნადობა და მათი უკუდავება --- და სულ სხვაა სიკვდილი, უძრაობა, უსიცოცხლობა და უსამყაროული მარადისობა უბნელესისა.
არის ერთი უმკაცრესი გაფრთხილება, რომ ადამიანს ყოველივე შეენდობა, გარდა ერთისა, რომელიც შეუნდობელადაა სახელდებული --- ღვთის სულიწმინდის გმობანი,
შეუნდობელი ნიშნავს, რომ შანსიც აღარაა მისი გამოსწორებისა, მონანიებისა და შემდგომ შენდობისა.
და როდესაც ღმერთს მიაწერს ვინმე სატანის შექმნას რაიმე ფორმით,აზრით და სახით --- ჰგმობს შემომქმედსა.
ის, რომ ღვთის განგებულებანი განაგებს მასზედ დაბლა მდგომ განგებულებებს ---არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ღვთის ქმნილი ქვეგანგებულებანია.
უკიდეგანო კოსმოსის და მასში, როგორც ჭურჭელში განთავსებული მეგასამყაროთი არ ისაზღვრება ღვთის განზომილებანი.
კოსმიურ შავ ხვრელებში ,,ქრება'' თვით გიგა გალაქტიკებიც და თვით გალაქტიკური სპირალების ცენტრებიც ამ ხვრელების გარშემოა.
ბევრ მოვლენას, რომელსაც მევნიერება ხედავს სამყაროზე დაკვირვებისას --- მილიონობით სინათლის წლის წინ მომხდარია რეალურად და მხოლოდ ახლა მოაღწია ამა თუ იმ მოვლენის გამოსახულებამ ჩვენამდე და თვით ის მოვლენები ასევე დროის გიგანტურ პერიოდებში მიმდინარეობს, ან დამთავრდა, ან ახალი იწყება ამ წამს რეალურად, მაგრამ ჩვენ მას ვიგებთ, ვაფიქსირებთ ჩვენამდე გამოსახულების მოღწევისას.
მაგრამ უძველესი ბიბლია ამბობს, რომ თავიდან არ იყო სამყარო და მხოლოდ ბნელი სუფევდა უსიცოცხლო, უსამყარო კოსმოსში. და ეს იმ დროს, როდესაც სინათლის სიჩქარითაც რომ იფრინო --- მილიონობით წლები გჭირდება სამყაროს ერთი კიდიდან მეორე კიდემდე მისასვლელად და სრულად მოსავლელად მასზედ კიდევ მილიონობით მეტი.
აი ამხელა სიდიდეების შემომქმედზე როდესაც ვსაუბრობთ, რაც ჯერ დაინახა მეცნიერებამ და ტექნიკამ, და რას დაინახავს, კვლავ აღმოაჩენს კიდევ უმეტესს მომავალში --- ღმერთმა უწყის ოდენ.
თანაც ბიბლია გვეუბნება საწყისზე, მის მხოლოდშობილ ძეზე --- რომ პირველქმნილია მამისა და მამასთან ერთად შექმნა სამყარო. შეგიძლია დაასკვნა, რომ ბიბლიური ცოდნაც ამ, ჯერ გონისათვის გაუაზრებელი ფანტასტიკური დროის წარსულიდან გვიყვება მომხდარ სამყაროულ საწყისზე.
ამ დროს, სინათლის სიჩქარით მფრინავ მატერიალურ ხომალდს გზაში მტვრის ნაწილაკიც რომ შეეჯახოს --- ატომური აფეთქება მოგონილი იქნება ამ ხომალდისათვის...
და ამ უსასრულო კოსმოსში განფენილი სამყაროს შემომქმედზე ვბჭობთ, რომ ამ სამყაროში მხოლოდ ჩვენა ვართ და დანარჩენნი დაუსახლებელია, არავინაა და ტყუილად მოიხმარება ამხელა სამყაროზე გაწეული ენერგიები და ქმნილებანი.
ამის გაცხადების უფლება აქვს მხოლოდ მას, ვინც მოიარა ეს სამყარო, შეამოწმა რაღაც გონისათვის მიუწვდომელი რაოდენობის პლანეტები და დაადგინა, რომ მხოლოდ /ჩვენა ვართ და ესე იგი ჩვენთვისაა მხოლოდ შექმნილი თურმე.
მერე იტყვიან --- რა გვჭირსო ამპარტავნობისაო?
,,ერთმანეთისაგან იღებენ ადამიანურ დიდებებს და არ ეძიებენ დიდებას უფლისას!''
ჯვარს აცვეს და მოაკვდინეს ფიზიკურად ძე ღვთისა და დღემდის არ შეინანეს!
ძე, რომლის ერთი სიტყვაც საკმარია დედამიწის გასაქრობად, რომელიც ჩვენსავე გალაქტიკაში ისეა ჩაკარგული, როგორც გიგანტურ უდაბნოში ერთი ქვიშის მარცვალი და ამ მარცვალზე მცხოვრები არსებები რამხელა ამბიციებს ასხივებენ უკვე ყველგან....
ჯერ მარტო მაშინ გავნადგურდებით, თუ ამ ქვიშის ნამცეცის წესის და რიგის წინააღმდებ წავალთ და უდაბნოს, მასზედ უფრო უდიადესთა წინააღმდეგ.... არა ვართ განაფიქრშივე დამარცხებულნი სამყაროსეული სიდიდეების თვალსაწიერიდან?
და ყველაზე საოცარი ისაა, რომ ამხელა სიდიდეების შემომქმედის უპირველესი მხოლოდშობოლი ძე ჩვენებრ განკაცდა და დაგვმოძღვრა უდიადესი შემომქმედის საუფლოსაკენ სავალი კარისაკენ გზად და შესასვლელად ღირსეულ შვილებად.
თავად სატანა ეცადა მის შეცდენას მარხვის ჟამსა, რადგან უკვე მართავდა დამონებულ ადამიანებს აზრ-ხილვებით და თავი წუთისოფელის გამგებლად, ღმერთად შეაჩეჩა ცრუდ ადამიანებს.
მხსნელმა გაიარა ადამიანური ცხოვრების ყველა საფეხური და იხილა ფიზიკური სიკვდილი უკუდავმა,იხსნა მისი ტყვეობიდან მისი მომლოდინე ადამიანთა სულები და აღდგა კვლავ უკუდავი მარადიული სრული სხეულით, რაც კიდევ ერთი დასტურია ფიზიკურად გადაულახავი და დროში უსასრულოდ განფებილი სივრცეების გადალახვის ,, შეუძლებელი კაცთათთვის შესაძლებელია ღვთისათვის!'' და ასევე: ,,თუ არა ჩემით ვერავინ მივა მამასთან!''
ადამიანები მუდმივად ნატრობენ რაღაცას, ოცნებობენ უამრავ რამეზე და სურვილების აღსრულებისას მაინც კვლავ დაუკმაყოფილებელნი რჩებიან, რადგან ეს ის არაა რაც ეგონა რომ სურდა...
და რა არს ის ერთადერთი სურვილი, რომელიც აღემატება ყოველივე სხვას და ჭეშმარიტია --- აკმაყოფილებს მის არსს?
ეკლესიასტე მეფე იყო და ყოველივე სურვილის აღსრულებისას ამბობს: ვიხილე და გამოვცადე ყველა ამქვეყნიური სიამენი და აჰა --- ამაოა ამაოებათა და ქართა დევნა... და ბოლოს აგნებს საწყისს.
იმპერატორს, მეფეს.... დაუტოვია ნებით თვისით მიწიერი ტახტი-ძალაუფლებანი და გლახაკივით დაუწყია ძებნა ჭეშმარიტების მამისა!
,, და დასტოვებს მწყემსიც 99 ცხოვარს და იმ ერთი დაკარგულის საძებნად გასწევს... და რომ იპოვის, გახარებული ეტყვის: ყველაზე მეტად მიყვარხარ!''
სანამ ჩვენ შევიყვარებთ --- მან შეგვიყვარა!
უდიადესი და უმცირესი ერთ არსშია და თუნდაც ჩვეულებრივი არსების სახით წარმოგიდგება!
ამიტომ იწყება ყველაფერი პირველი მცნების აღსრულებით.
აი, ამ ყველაფერს ებრძვის მოსასპობად სატანა სამყაროს შექმნიდანვე, რადგან კოსმოსი იქცა სიცოცხლის საბადებლად მარადისობიდან დროში და სიკვდილის ბნელ სამეფოში დაიწყო ნათლის სიდიადის უსასრულობა. სიკვდილს არ ძალუძს სიცოცხლეში განსხეულება! მხოლოდ ილუზიური აზრნ-ხილვანით
მოქმედებს დამონებულ, ან დამორჩილებულ, ან აფექტში ცრუდ შეყვანილ ადამიანთა ნება-ხელით.
და მგლის შიშით ცხოვარს წყვეტს მწყემსი და აღარ ამრავლებს?
მშობიარობის ტკივილებს გაურბის ქალი და აღარ აჩებს შვილებს?
და სატანის შურის, სიკვდილის გამო არ ქმნის სიყვარულით სიცოცხლეს ღმერთი?
და რომ არ შეექმნა ადამიანი --- რასღა გავიგებდით ჩვენ ან არსებობისას, ან არაარსებობისას მათში მოქცეულ არსთა რეალური განცდებით და ხილვით ან ბედნიერებას თუ უბედურებას და ა.შ.
ვიქნებოდით არაარსებული მკვდრებივით.
არც ათეისტი უნდა უჩიოდეს ბედსა, რადგან ამ, მის მიერვე სახელდებული ლამაზი ზღაპრები ღმერთზე და საშინელ ცბიერ, სასტიკ სატანაზე ლეო ტაქსილის სახალისო ბიბლიას წააკითხებს და წმინდა ბუნაგსაც გადახედავს ხორხოცით. მაგრამ სასტიკად აჯანყდება, თუ დაირღვევა ადამიანთა უფლებები, კანონის უზენაესობა და დიქტატურაც შეზღუდავს მწარედ. დადგება მორალის, ზნეობის, პატიოსნების და წესრიგის სადარაჯოზე, სამშობლოსაც დაიცავს მეომარის მუნდირით და ა.შ. --- ამეებისათვის გმირობასაც ჩაიდენს კიდეც!
უნებურად მას მაინც უწევს ღვთის განგებულებათა ბაზაზე ქმნილი უამრავი კანონის, წესის დაცვა და ასევე ღვთისგანვე დადგებილი ზნეობის და მორალის წესებით ცხოვრებასაც სიამოვნებით უერთდება.
მას არც ღმერთისა სწამს და არც სატანისა --- მას აქვს მათ მიმართ ურწმუნოების რწმენა, როგორც ზღაპრებისადმი.
იგი არც ეკლესიებს ანგრევს და არც აშენებს, ბუზღუნებს როდესაც მის გადასახადებს ცრუ ქოსანი სანსლავენ და არავისზე ნაკლებად არ გააჩნიათ სამართლიანობის გრძნობა. უბრალოდ სწამთ მხოლოდ მატერიალურ-ფიზიკურად ხილვად-შესახები ფაქტ-მტკიცებულებანი და ცინიკოსობენ ეჭვიანობისას და ირონიით ---მუხტე, მუხტეეს გვეკაიფებიან საყვარლად დამცინავად, მაგრამ უბოროტოდ.
სულ სხვანი და განსაკუთრებულნი არიან ნელთბილნი ადამიანები --- ჯილა სატანისტები.
დავიღალე კაკუნით... ეუფ... ხუთის ნახევარი ხდება.
სხვა დროს გავაგრძელებ განწყობისდა მიხედვით.