ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება "ნაციონალების" კონფერენციაზე-რა მოხდა გარდაბანში?
რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო გარდაბანში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ კონფერენციის ჩატარებას და პარტიის თავმჯდომარის არჩევას გეგმავდა. როგორც ირმა ნადირაშვილმა „პირველ რადიოს“ განუცხადა, ადგილი ჰქონდა პროვოკაციას „ქართული ოცნების“ მხრიდან და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები ცდილობდნენ კონფერენციის ჩაშლას.
„აქ არის მოსული აქაური „ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის ძმა თუ ბიძა რამდენიმე პირთან ერთად. არიან ნასვამ მდგომარეობაში , დაახლოებით სამი-ოთხი კაცია. ცდილობენ , რომ ჩაშალონ ეს კონფერენცია. იყო ხელჩართული ბრძოლა, იმიტომ რომ ისინი აგრესიაზე გადმოდიან“,-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა
მისივე თქმით მიუხედავად არსებული სიტუაციისა პოლიცია ადგილზე არ მისულა იმ დრომდე სანამ ის პირადად არ მივიდა პოლიციაში და წესრიგის დაცვისკენ არ მოუწოდა.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=21326