რუსების ასე გაბლატავება არის ზუსტად იმ იმპოტენტური პოლიტიკის შედეგი რასაც დასავლეთი ატარებს ბოლო ათწლეულია.
რამდენ დათმობაზე წავიდნენ პუტინთან იმ საბაბით რომ რეგიონალური უსაფრთხოებისთვის პრობლემები არ შეექმნათ.
ეტყობა ევროპას დაავიწყდა რუსული ჩექმის გემო, დაავიწყდა რა ტიპის სახელმწიფოსთან აქვს საქმე.
ან თავს იბრმავებს და ჰგონია რომ რუსული იმპერიალიზმი წარსულს ჩაბარდა და რუსეთთან ერთად საერთო მომავლის შენება დაიწყეს
ელემენტარულ სანქციებს ვერ ადებენ რუსეთს, არაა აქ საუბარი რაიმე ტიპის შეიარაღებულ დაპირისპირებაზე.
დასავლეთს საკმარისზე მეტი ბერკეტი აქვს რუსეთი ტექნიკურად "დააწყნაროს" და უკა დაახევინოს.
საფლავში ტრიალებს ალბათ რეიგანი, სად იყო ამერიკის ავტორიტეტი მაშინ და ახლა.
რუსები ყველაფერს უბედავენ რაც უნდათ, თვითონ კი იმაზე ვერ თანხმდებიან ელემენტარულად ეკონომიკური სანქცია მაინც დაადონ რუსეთს.
საქართველო ხომ ჩაყლაპეს, მერე სირია, ახლა უკრაინა დგას რიგში. მაინცადამაინც ბერლინში უნდა ჩავიდნენ რუსული ტანკები რომ ყურები გაიპხიკონ და მიხვდნენ რომ რუსეთი ვერასოდეს ვერ გახდება თანამედროვე სტაბილური პარტნიორი და მშვიდობის მისაღწევად ზუსტადაც რომ ხისტი და ინტენსიური საგარეო პოლიტიკის გატარებაა საჭირო რუსეთთან მიმართებაში!
ძალთა ბალანსი სერიოზულადაა დარღვეული აღმოსავლეთ ევროპაში, ეს არ მოუტანს დასავლეთს კარგ შედეგებს!
რუსეთი მაქსიმალურად უნდა მიწნეხო ყველა მხრიდან და ყველა ფრონტზე, 2008 შივე უნდა მომხდარიყო საქართველოს ნატოში მიღება ან ელემენტარულად ჩვენთვის მაპი მაინც უნდა მოეცათ რომ წელს გავწევრიანებულიყავით. ზუსტადაც რომ აქ უნდა ედგას საქართველოში დასავლეთს ანტისარაკეტო სისტემა რომ ტრაკის განძრევის საშუალება არ ქონდეს.
ან პოლონეთში რომ უკან დაიხიეს რუსეთის პირველივე აღშფოთებაზე და უარი თქვეს, ანტისარაკეტო სისტემის ჩადგმაზე. მითუმეტეს რამდენს "ყვიროდა" მაშინ პოლონეთი , მაგრამ ვინ მოუსმინა.
არავითარი ომი და უბედურება არაა საჭირო, რუსეთის დასაოკებლად. ელემენტარულად ყველა ფრონტზე არ უნდა იხევდე უკან. უამრავი საშუალებაა დაწყებული დიპლომატიით და სანქციებით და დამთავრებული შენი აგენტურით, სტრატეგიული ქვეყნების შეიარაღებითა და მხარდაჭერით. ისეთი სიტუაცია უნდა გქონდეს შექმნილი რომ რუსეთი მუდმივად გრძნობდეს ტრაკის ჟიმჟიმს და ერთი ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდეს წინ.
იმედია ახლა მაინც მოიხსნიან ვარდისფერ სათვალეებს და შეეშვებიან ბარბაროსებთან და იმპერიალისტებთან ენისმოჩლექით საუბარს იქნებ მოჭკვიანდნენო. თუ არადა არ იქნება ის დრო შორს, რუსის ჯარები რუსული ჩექმის გემოს რომ გაახსენებს ევროპას
This post has been edited by hypnogoga on 4 Mar 2014, 01:49