Lаki
Ho(m)po Sapiens

       
ჯგუფი: Members
წერილები: 29626
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13
|
#40114397 · 7 Mar 2014, 17:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
IVERONI.COM.GE ვინ და რატომ დატოვა ქვეყანა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 09-08-2012
გახსოვთ ალბათ, 2008 წლის ომის შემდეგ "აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისია რომ შეიქმნა პაატა დავითაიას თავმჯდომარეობით. მაშინ "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია დავითაიას პარლამენტართა იმ სიის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებდა, რომლებიც ომის დროს "წითელ ხიდზე" გარბოდნენ. ამ მოთხოვნით ბაღათურია პარლამენტში არაერთხელ გამოვიდა. იგი ირწმუნებოდა, რომ დავითაიას კომისიას ეს სია ჰქონდა.
და აი, ომიდან ოთხი წლის შემდეგ, სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" სია გამოქვეყნდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს დღეებში ქვეყნიდან გასული პარლამენტარების გვარებსა და გამგზავრების თარიღებს გვამცნობს.
არის თუ არა ეს სწორედ ის სია, რომელიც დავითაიას კომისიას ჰქონდა, უცნობია, თუმცა საზოგადოებისთვის უინტერესო არ უნდა იყოს მათი გვარების გაგება, ვინც ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ხალხზე ზრუნვის სანაცვლოდ საკუთარი თავისა თუ ქონების გადასარჩენად, ან სულაც სხვა მიზნით, ქვეყნიდან გაიქცა.
დიახ, სიას თუ ვენდობით, ქვეყნიდან პირველი პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი გასულა. მას 7 აგვისტოს, გამთენიისას დაუტოვებია ქვეყანა და 9-ში საღამოს დაბრუნებულა.
ასევე 7-ში გასულან ქვეყნიდან დავით ბეჟუაშვილი, კანდიდ კვიციანი და კობა ნაყოფია. ამათგან პირველი ორი უშიშრად, 11 აგვისტოს, უკან დაბრუნებულა, ხოლო კობა ნაყოფიას მთელი აგვისტო ქვეყნის გარეთ გაუტარებია.
8 აგვისტოს ქვეყნიდან კიდევ ხუთი ხელისუფალი – პარლამენტარები გოჩა მამაცაშვილი, რომან მარსაგიშვილი, ლევან მჭედლიშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და მაშინდელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე გასულან. მათგან მამაცაშვილი 12-ში, ხოლო დანარჩენები – 10 აგვისტოს დაბრუნებულან.
იმ დღეებში, როგორც ჩანს, ქვეყნის უბედურებას ვეღარ გაუძლეს და მიატოვეს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიამ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ურუზმაგ ქარქუსოვმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა და პარლამენტარმა გიორგი მელაძემ.
მეორე დღეს, "წითელი ხიდის" გავლით, მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მეორე მოადგილე, ნინო კალანდაძე მიჰყვათ. მაშინ, როდესაც მაღალჩინოსანთა ნაწილი სამშობლოს უბრუნდებოდა, ნაწილი – ტოვებდა მას (შიშსა და ელდას ზოგი ხომ გვიან გრძნობს).
მათ რიცხვში, ვინც ქვეყანა 11 აგვისტოს დატოვა, პარლამენტარები გიორგი ღვინიაშვილი(მას ვალეს გავლით თურქეთის საზღვარი გადაუკვეთავს), გიორგი ლიპარტელიანი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე აღმოჩნდნენ.
გეზი სომხეთისკენ ნაძალადევის მარადმაჟორიტარ დეპუტატს, მერაბ სამადაშვილს აუღია, ოღონდ 12 აგვისტოს. 12-შივე გასულა ქვეყნიდან პაატა ლეჟავაც.
რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ კოვზირიძეს, ოვანეს არუთინიანსა და გოდერძი ბუკიას, 14 და 11 აგვისტოს ქვეყანაში დაბრუნებულან, ხოლო როდის გავიდნენ, სიაში მითითებული არ არის. შესაძლოა ისინი საზღვარგარეთ კარგა ხნის წასულები იყვნენ და დაბრუნება სწორედ ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ დააჩქარებინათ.
"ივერონი" შეეცადა ჩამოთვლილ მაღალჩინოსნებს დაკავშირებოდა და შეძლებისდაგვარად მოახერხა კიდეც. პირველი, ვისაც ვესაუბრეთ, ქალბატონი ნინო ენუქიძე გახლდათ. როგორც მან განმარტა, სიაში მისი სახელი და გვარი შემთხვევით მოხვდა.
"სიაში სხვა ფიზიკური პირის სახელი და გვარია მითითებული. როგორც ჩანს, ამ სახელისა და გვარის ადამიანმა მართლაც გადაკვეთა იმ დღეებში საზღვარი. რაც შემეხება მე, თბილისში გახლდით და ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი." – განუცხადა "ივერონს" ნინო ენუქიძემ.
ამის შემდეგ რომან მარსაგიშვილს ვესაუბრეთ. მისი თქმით, მან მართლაც დატოვა ქვეყანა 7 აგვისტოს, გამთენიისას, თუმცა სულ სხვა მიზეზით. "შვიდში, გამთენიისას, პეკინის ოლიმპიადაზე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გავფრინდი. იმ დროისთვის ქვეყანაში საომარი მოქმედებები დაწყებული ჯერ არ იყო. ჩემთან ერთად პეკინში დილარ ხაბულიანი და ბეჟან ხურციძეც იმყოფებოდნენ. ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ პეკინში გავიგეთ და როგორც კი ბილეთების საკითხი მოვაგვარეთ, 10 აგვისტოს უკან გამოვფრინდით." – განაცხადა რომან მარსაგიშვილმა.
ნინო კალანდაძემ და გიორგი ღვინიაშვილმა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. ასევე შეუძლებელი აღმოჩნდა დაკავშირება სიაში შესულთა უმრავლესობასთან. რაც შეეხება გიგი წერეთელს, ზაფხულის ცხელ დღეებში ჟურნალისტებისთვის ისიც "მიუწვდომელი" აღმოჩნდა.
ეკა ქარდავა
www.iveroni.com.ge
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|