მალაიზიაში არ ვიცი, მაგრამ მალაიზიიდან დაჟავშნილი ქონდათ ბილეთები ამ ორს ასე:
ერთს კუალა-ლუმპური-პეკინი, პეკინი-FრანკFურტი
მეორეს პეკინი-ამსტერდამი.
თავიდან ეგონათ, რომ ეს ევროპის ქალაქები თვალის ასახვევად ქონდათ დაჯავშნული, რადგან ჩინეთში ჩასასვლელად ჭირდებოდათ ვიზა, ისე არ აუშვებდნენ ბორტზე.
ევროპაში თუ მიფრინავდნენ ევროპული პასპორტებით, ტრანზიტი იქნებოდა პეკინი და ვიზა არ დაჭირდებოდათ თვითმფრინავზე მოსახვედრად.
თუმცა ბიბისიზე თქვეს დღეს რომ იმ ერთს მართლა ელოდებოდა დედა ფრანკფურტში და ტერორისტიც არ იყოო.
თან არავინ და არაფერი არ აფიქსირებს აფეთქებას ჰაერში და რავი რას გაიგებ.
ირანში წასასვლელად გატაცება აბსურდია. იმიტომ რომ საწვავი არ ეყოფოდათ შანსი არაა. 7,5 საათის საწვავი ქონდათ.
6,5 საათი უნდოდა პეკინამდე. დაახლოებით ამდენივე კუალა ლუმპურიდან ირანის უკიდურეს აღმოსავლეთამდე.
ამ თვითმფრინავმა იფრინა 1 საათი კუალა ლუმპურიდან და უკან შემოტრიალებას და კუალა ლუმპურამდე დაბრუნებას კიდევ ამდენივეს მოანდომებდა
დაკარგული 2 საათით იქ ნაღდად ვერ ჩააღწევდნენ.
და თუ მაინც და მაინც კურსის ცვლილებას მოითხოვდნენ, ამას უფრო ადრე გააკეთებდნენ, რომ საწვავი ყოფნოდათ, ძალიან შორს იყვნენ მოსაბრუნებლად და ირანში დასაბრუნებლად.
ძაან უცნაური ქეისია. სიენენის ექსპერტმა ეარ Fრანსიდან მოგვივიდა ის ტექსტური შეტყობინებებიო, რომ რაღაცა არ იყო კარგადო და რაღაცას დაენძრაო.
ის ვერ გავიგეთ უბრალოდ რატომ დაენძრაო.
ეხლა კიდე არაფერი არ გვაქვსო, აზზე არ ვართ რა მოხდაო.
მოხვევას რაც შეეხება ვუყურე ამ თვითმფრინავის ტრაექტორიას და გაქრობის წინ ზუსტად აკეთებს მოხვევას.
ხოდა დღეს ვუყურე ზუსტად იგივე მიმართულებით მოძრავ თვითმფრინავს ლაივში და ზუსტად ანალოგიურ ადგილზე, ანალოგიური მოხვევა გააკეთა და ფრენა განაგრძო.
ანუ გაქრობამდე არაფერი უცნაური ამ თვითმფრინავს არ გაუკეთებია, არც ბორტიდან წამოსულა რაიმე სიგნალი, რომ რამე მოხდა.
გაქრა და მორჩა. იმის მერე აღარფერი ვიცით.
მალაკა სტრეიტში ჩამოვარდნას გამოვრიცხავ, იმდენად წარმოუდგენელია, რომ ამხელა მანძილი დაეფარათ, ისე რომ ვერაფერს დაეფიქსირებინა რომ რა ვიცი.
ეს იმდენადვე წარმოუდგენელი და ფანტასტიური სცენარია, რამდენადაც პარალელურ სამყაროში გადასვლა, ან უცხოპლანეტელების მიერ გატაცება,
სავარაუდოდ თვითმფრინავი ჩავარდნილია იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც ის ბოლოს ჩანს რადარზე. დიდი ხნით ვერ გაქრებოდა.
ძალიან დატვიირთული ადგილია ზოგადად, მით უმეტეს დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ეს ამბავი მოხდა. აქედან შორს ვერ იფრენდნენ ისე, რომ დიდხანს ვერ დაენახათ რადარებს.
მართლა მიშასავით ღრუბელ ღრუბელ ხო არ ივლიდნენ

ერთადერთი შანსი რომ ისინი წყლის მაგივრად ხმელეთზე იყვნენ არის ეს რაღაცა კუნძულოოვანი წარმონაქმნები, ვიეტნამის გარშემო, არც ისე შორს
თუმცა არ ვიცი, აქ რამდენად არის დაუსახლებელი პატარა კუნძულებიც. თვითონ დასახლებული ჩანს, აწერია აშკარად სოფლის სახელები ზოგზე, თან წესით ხმელეთზე უნდა ეპოვათ აქამდე.