არა, მესიზე და კრისტანუზე რო ჩხუბობენ ისიც სასაცილო და მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ თლა ჭუ კლასის გუნდების თამაშისთვის ადამიანზე ხელი როგორ უნდა აწიო, არ მესმის. შეი კაცო, თუ გალახვაა, ისევე ბარსელონას, ბავარიას, რეალის ან რომელიმე ნორმალური გუნდისთვის მაინც გაილახე.
ეს, რა თქმა უნდა ხუმრობით, მარა სერიოზულადაც რო ვთქვა, ჩხუბი თუ გინდა ბიძიკო და ხელები გექავება - წაი ბოქსში, გოგოს გულისთვის ეჩხუბე ვინმეს, არ ვიცი ერთი - პოეზიაზე იკამათე და იდაგნარე

... რამდენი იდეალია ამ ქვეყანაზე, ამ ჭუ გუნდებს რო არ ეცე მაინცა და მაინც.
ხოდა რახან პოლიტიკაშია თემა, შემოვდივარ წინადადებით საერთოდ ავკრძალოთ საქართველოში ფეხბურთი - ფეხბურთელები მაინც აღარ გვყავს, ნაკრებია და ვაი ინაირ ნაკრებს, ხოდა მოდი ოფიციალურად ავკრძალოთ და გადავიდეთ რაგბიზე. აღარც ნერვებს ავიშლით ტყვილა. ბიჯოს!