აქუ, იუნკერი და მე მერებად!
რა? --- გვაწყენს სამი მერი ერთდროულად?
სამი აჯობებს ერთდროულად! --- ,,ტროიკა'' და მისი ჯანი.
თუ გაამართლა --- მერე სულ სამ-სამ პირველ პირებზე გადავიდეთ და ჯერ არნახული სამმაგი დემოკრატიის პიონერებიც ვიქნებით.
აი! --- წარმოიდგინეთ სიტუაცია:
უმნიშვნელოვანესი საკითხია გადასაწყვეტი და ზის სამი თანაბარუფლებიანი მერი.
ყველა ქვესამსახურმა წარმოადგინა დასკვნა-შეფასებანი საკითხზე.
სამმა მერმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
მოსალოდნელი შედეგი: 3-0, 1-1-1, 2-1 და პასუხისმგებლობა თანაბარი ოპო წნეხური კონკურენციური სისტემით.
შედეგი:
სამეულიდან სუსტი და უნიათო სწრაფად გამოვლინდება და შესაბამისად ახლით ჩანაცვლდება.
საუკეთესო საკადრო ვარსკვლავების აღმოსაჩენი ნოვაციაა!
ეს ადრე რომ გვეფიქრა --- ახლა გვეყოლებოდა სამი კულუარული მილიარდერი და სამი ღარიბ-უსუფანი მძაფრ
შეჯიბრში ჩაფლულნი ერის ხმების გადასაბირებლად.
ყველა საწარმო-დაწესებულება და ა,შ. --- სამი! და აყვავდება კონკურენციით ხარისხი.
სახლში სამ-სამი ონკანი წყლის,გაზის --- ბუნებრივია არჩევანს საუკეთესოზე გააკეთებს მომხმარებელი და მერე ნახეთ
მომწოდებელთა სერვისის სასწაულებრივი ზრდა და ქიცინით შემოთავაზებები კლიენტის ,,დასათრევად''.
ბოლოს: სამცოლიანობა და უსწრაფესად მიიღწევა დემოგრაფიული ბუმიც და.... მოისპობა უმუშევრობა!
მოკლედ უამრავი ბონუსებია იდეაში....
დევიზი:
უნდა შევძლოთ --- თვით საშინელი და ავადსახსენებელი ძველი,,ტროიკები'' ვაქციოთ და მოვაქციოთ სასიკეთოდ!
უდავოა რომ იგი ფლობს დიდ ძალას და შესაძლებლობებს.
ახლა სამი პრეზიდენტი რომ გვყავდეს --- ხომ იშრომებდნენ დღე და ღამე ქვეყნისათვის, როდესაც ერთმა მოდუნებისას იცის... რომ ელის საიმპიჩმენტო პანღურ-ჭიყლატი ორის ფონზე.
This post has been edited by triumpi on 13 Mar 2014, 14:18
მიმაგრებული სურათი