აბა, ისრაელ, მუშები მოვდივართ, დაგვხვდით

ხო მწარე ქოცი ვარ, მაინც უნდა ვთქვა: მაგარი აჭამა ხალხს ქოცხელისუფლებამ.

ვისაც ისრაელში წასვლა უნდოდა, ისედაც უპრობლემოდ მიდიოდა – მორწმუნე ნაროდი და რამე. ნუ, ისრაელში ერთი იმიტომ შეიძლება წახვიდე, რომ "წმინდა ადგილების" მოლოცვა გინდოდეს (კარგად ყიდიან მაგ წმინდა ადგილებს იდიოტებზე), ან დათვალიერება უბრალოდ და ეგ ხალხი ისედაც მიდიოდა, არაფერი პრობლემა არ ჰქონდათ.
დანარჩენი რა არის ისრაელი:
1. გეოგრაფიული და ბუნებრივი მდებარეობა ბევრად უარესია, ვიდრე საქართველოში. ბურზუმას თქმის არ იყოს (აგერ, ისრაელშია გათხოვილი ეგ გოგო და ჰკითხეთ – საქართველოს მთები არ ჯობია იმ უდაბნო ხვატს?).
2. ვისაც კურორტები და გართობა უნდა, თურქეთში და ეგვიპტეში ბეეევრად იაფია და სიტუაციაც შეუდარებლად უკეთესი ყველანაირად (მამენტ, სიტუაცია იმათთვის, ვისაც ისრაელში გასართობად წასასვლელი ფული აქვს , საქართველოშიც არაა პრობლემა და ბევრად უკეთესია). რატომ უნდა გადაიხადო თვითმფრინავის ბილეთში იმდენი ფული, როცა თურქეთში სულ რამდენიმე ათეულ ევროდ შეგიძლია წახვიდე და საკაიფოდ დაისვენო.
3. მუშაობის დაწყების უფლება არ გაქვს. თუ მოგცემენ სამუშაოს, ისეთი სასტიკობაა რომ მაგას ჯობია ისევ საქართველოში იმუშავო.
4. საცხოვრებლად რაც შეეხება, თვითონ ებრაელები გარბიან ისრაელიდან ევროპასა და ამერიკაში. მილიტარიზებული ქვეყანა, ქალებიც კი ჯარში მიყავთ, ტერაქტები, უბედურება. იქ როგორ უნდა იცხოვრო. მე მყავს უფროსი მეგობარი ძალიან კარგი კაცი – რუსი ებრაელი, საქართველოშია დაბადებული. ჯერ ისრაელში წავიდა, მაგრამ არ მოეწონა იქაურობა და ავსტრალიაში გადასახლდა. ახლა იქედან მწერს, ჩამოდი აქ ჩემთანო.

5. არანაირი ნორმალური ინვესტიცია არ შემოვა ისრაელიდან, რომ ჩვენ ვიხეიროთ, ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტი, რაც აქამდე შემოდიოდა.
მოკლედ, ვიზის აღების მსურველებს 15 წუთი დაეზოგათ. სხვა არაფერი ხეირი არაა.

სამაგიეროდ, ურთიერთობა გაგვიფუჭდა ირანთან. არადა, გაცილებით ჯობდა ამ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი. ნახეთ ირანული კომპანიები როგორ მუშაობენ თბილისში და რამდენი ადგილობრივი ხალხი ჰყავთ დასაქმებული, თქვენ მარტო ბორდელების მომხმარებლები რომ გგონიათ, მასე კი არაა. თანაც დასათვალიერებლად ირანი ბევრად მაგარია ისრაელზე. მე მინდოდა წასვლა და ვერ მივდივარ ჯერჯერობით. :| ვიდრე ირანი სავიზო რეჟიმს გაგვიუქმებდა, ძალიან ძნელი იყო ვიზის აღება, ისრაელისგან განსხვევებით. გაგვიუქმეს და ახლა ამ ნაბიჯზე ასე ვუპასუხეთ. იდიოტები ვართ. ეს საკითხი მიშას უკეთესად ესმოდა, ვიდრე ქოცებს.