+
გატაცება ერთადერთი საწყისი ვერსიაა. შემდეგ:
1. თუ ხიეს, მაშინ ალბათ დგება საკითხი, რომ ეს "არ დაფიქსირებულიყო" არასასურველი ხმაურის ასაცილებლად.
ეს გულისხმობს კვალის შეგნებულ არევას რომელიმე ან რამდენიმე მხარის მიერ, კერძოდ მონაცემების დამალვას ან გაყალბებას.
2. "დასმა და შენიღბვა" - "რთულად შესასრულებელი ამოცანის" გარდა (რაც თავისთავადი ფაქტორია, რადგან ცალკე პირს ან პირებს ამის გაკეთება შეუმჩნევლად გაუჭირდებოდათ), გულისხმობს შემდგომი გამოყენების მიზნებსაც. მაშინ "გაგრძელება" შეიძლება იყოს.

ან სად დასმა? შეუმჩნევლად ეს მხოლოდ ახლო რეგიონში შეიძლებოდა მომხდარიყო, და ისიც - არალეგალურ აეროდრომზე.
შორ რეგიონებზე - ჩნდება "შეუმჩნეველი" ხანგრძლივი ფრენის საეჭვო მტკიცება.
თუ არ გულისხმობს შემდგომ გამოყენებას... მაშინ რა უნდა ექნათ თვითმფრინავისა და მგზავრებისთვის? ან რა ისეთი ინტერესი უნდა ყოფილიყო, რაღაცა 20 მეცნიერი?
3. თუ გატაცების (ტერორიზმის ან სუიციდის განზრახვა) პროცესში თავისით ჩამოვარდა, მაშინ მარტო პოვნაზეა საქმე. "შეუმჩნეველი" ხანგრძლივი ფრენა - აქაც საეჭვოა.
ასეთი გაბნევა მიანიშნებს, რომ ალბათ შარლატანებთან გვაქვს საქმე.
ხოლო არაშარლატანების შემთხვევაში, რომლებიც ვერ "ხედავენ" ამ თვითმფრინავს და მასთან დაკავშირებულ ამბებს, მეტიც, ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია "ჩაკეტილია", - ასეთი სურათი შეიძლება მიუთითებდეს ორგანიზებული "დაფარვის" უზრუნველყოფაზე ირაციონალურ პლანზეც.
