თემურ ალასანია: ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებ!
ავტორი: ნინი მოდრეკილი
14 მარტი, 2014. 22:19
-+
ყოფილი პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სასამართლოში უჩივლებს. როგორც ალასანიამ განმარტა, ღარიბაშვილის ცილისმწამებლური განცხადებები მის პრესტიჟს ლახავს, ექსპრეზიდენტის ბიძა კი აპირებს, რომ პრემიერს ამისთვის პასუხი აგებინოს.
„დიახ, ვაპირებ შევიტანო სარჩელი ნიუ-იორკის და თბილისის სასამართლოებში ჩემი კეთილი სახელის აღდგენისთვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთ წყაროში მიდის გამიზნული კამპანია ჩემი სახელისა და პრესტიჟის შებღალვისთვის. ეს ყველაფერი მიმართულია იმის წინააღმდეგ, რაც ცხოვრებაში მიკეთებია. კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებია, თუ ადამიანის გამწარება გინდა, უნდა მიაწერო ის, რასთან ბრძოლასაც მან მთელი ცხოვრება შეალიაო. ამ ცილისწამებაში ჩართულები რომ იყვნენ არშემდგარი, ხელმოცარული, ნახევრადჩამოყალიბებული პიროვნებები, ამის იგნორირება შეიძლებოდა, მაგრამ როდესაც პრემიერ-მინისტრი აკეთებს ასეთ განცხადებას, რჩება ორი გამოსავალი, ან უნდა მოსთხოვო დაასაბუთოს თავისი განცხადება, ან უნდა მიაკუთვნო ამ ზემოთხსენებულ კატეგორიას - ნახევრადჩამოყალიბებული ადამიანების ჯგუფს,“- განაცხადა ალასანიამ გადაცემაში „პოზიცია“.
შეიტანა თუ იცით?
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...