ბეჟანბეჟანი
რუსეთი უნდა დაინგრეს!

        
ჯგუფი: Members
წერილები: 36023
წევრი No.: 139257
რეგისტრ.: 21-November 11
|
#40257748 · 19 Mar 2014, 10:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Sappho
QUOTE | - ემმა, ჰაერიც გაიჟღინთა შენი სურვილით, დაგეძებ ყველგან, სილურჯეში, ფერებში, მზესთან… გხედავ შორიდან, სურნელს აფრქვევ ხელისგულებით, შორდები აწმყოს მიბნედილი ქარის ქროლვისგან…
ემმა, გეძებენ, შენ ქალი ხარ, მათრობ ბანგივით, ნაზი თითებით მხურვალებას ისე ასხივებ აღარ მსურს დავტკბე მე არასდროს სხვა სინატიფით, ვიხრჩობი შენში, და ეს მკერდი სევდას მავიწყებს…
ემმა: - ქალი ვარ, უდაბნოში მავალი ვიწვი, მიშველე შენით, მასვი ცრემლი, ტკივილიც მასვი,… და გადმომისხი ვენებიდან სისხლი ამურის, დამშრალი მზერა დამისველე უშენოდ დაღლილს…
გაქცევას სანამ დააპირებ, იქნებ მომხედო, რომ ამ სიგიჟემ დაგავიწყოს ბინძური აწმყო, სანამ გაფრინდი, სანამ ისევ შორიდან მიმზერ, მომეცი ნება სიახლოვის, სხეული განდო…
- ემმა, შემეხე სუსტი მხრებით, სუნთქვით დამქანცე, დამაწვი გრძნობა მუცელზე რომ დამფანტო ქარში, გამინადგურე წარმოდგენა პატიოსნების, ამავსე შენით, დამაპურე სურვილით მთვრალი…
ემმა... მე გეძებ, შენ ქალი ხარ, ველური მზერით… ხედავ უშენოდ როგორ ვგავარ დამშრალ ოაზისს... მოდი, შემეხე, თანახმა ვარ, ტკივილიც მასვი, დამნამე შენით, მარტოსული დამატკბე ფრენით…
ემმა: - ქალი ვარ, შემისწავლე სუსტი თითებით… --- |
მშვენიერი ლექსია. ნახე, ორი ტირეთი და ორი ორწერტილით როგორ მშვენივრად გადაკეთდა ჰეტეროსექსუალთა სასიყვარულო დიალოგად
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|