აი , ტიპიური ურა-პატრიოტის პოსტი ..... აი , ფორუმის 80% ამ პოსტის დამწერზე იტყვიან --- აი , ნამდვილი საქართველოს პატრიოტი , ზაპადნიკი , რუსების მტერი
მაგრამ მოდი გავაანალიზოთ ამ უზერის პოსტი --- ემოციები და საბრძოლო ყიჟინა , რომ მოვაშოროთ რას წერს :
1. დასავლეთი არის გამოღლევებულიო
2. პუტინმა ისე მაგრად იმოქმედა დასავლეთი ტრანსში ჩააგდოო
3. დასავლეთი ახლა რეალურათ ვერაფერს უპირისპირებს პუტინსო .... ვაცალოთ ეგებ რამე ქნანო
4. დასავლეთი უკრაინას ვერ დაიცავსო ( სამხედრო კუთხითო )
5. იმედს გამოთქვამს , რომ ეგებ რამე სხვა ბერკეტები მოიგონოს დასავლეთმაო ( რა ბერკეტები ვერ აკონკრეტებს )
6. და ბოლოს ჩინეთზე უბრალოთ მოიტყვილა --- ჩინეთმა რუსეთი გაკიცხა ყირიმისთვისო ( რაც ტყუილია )
ახლა ეგებ ვინმემ ამიხსნას --- ამ პოსტში ზაპადნიკური რამე არის ?
მე მაგალითათ სხვა რამეს ვწერ ?
მეც იგივეს ვამბობ --- :
1. დასავლეთი გამოქლიავებული არის-თქო
2. პუტინი სწრაფად და გაბედულათ მოქმედებს , რაც დასავლეთისთვის მოულოდნელი იყო
3. ამერიკა არავის გამო რუსებს არ ეომება
4.გარდა სამხედრო მეთოდებისა , რუსებზე სხვა ზეწოლით ყირიმი არ დაბრუნდება
ხო და ეს უზერი ზაპადნიკია და მე რუსეთუმე ?????
01.10.2012.