მკვლელიც , ჟვანიაც და უსუფოვიც ერთად რო ყოფილიყვნენ სადმე შეხვედრაზე ხო შეიძლება ?
როგორც ამბობენ უსუფოვი 2000 წლიდან ჟვანიას გუნდის წევრია , 2005 წლის 4 თებერვალს ვანომ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე იყოო და გუბერნატორი ზურა მელიქიშვილმა რამოდენიმე დღეში უნდა დაინიშნულიყო ჩემ მოადგილედო
http://www.civil.ge/geo/article.php?id=8797ეს ყველაფერი დასადგენია , მაგრამ სანამ ეს დადგინდება მანამდე სხვა ფაქტებია მნიშვნელოვანი რომელიც მკვლელობის ვერსიამდე მივყავართ
1.რატომ განაცხადა ვანომ გარდაცვალებიდან 2-3 სააათში , გაიზით მოიწამლენო მაშინ როდესაც ექპერტიზა არ იყო დაწებული და ჩატარებული სხეულზე ?
2.თუკი გაზით მოწამვლა იყო და უბედური შემთხვევა , 2005 წლის 3 თებერვლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე არ იყო საკმარისი დრო რომ დამტკიცებულიყო უბედური შემთხვევა და საქმე დაეხურათ ? უბედური შემთხვევა რო ხდება , შემდეგ იწყება გამოძიება ფაქტზე და შემდეგ მტკიცდება რომ უბედური შემთხვევა იყო და საქმეც იხურება
3. რატომ მოკლეს ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი 2005 წლის 22 მაისს , კომახიძის ფილმის ''ტყვიის გარეშე'' ს პირველი ვერსიის ჩვენებიდან რამოდენიმე დღეში და ჟვანიას საქმის ექსპერტიზიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე ? ოფიციალური ვერსიით ლევან სამხარაული მოკლული იქნა მისი კლასელის მიერ რომელმაც შემდეგ 2 იარაღით თუ 2 ტყვიით თავი მოიკლა ! ?
4.რატომ არ ითქვა ექსპერტიზის დასკვნაში უსუფოვს და ჟვანიას დაზიანება რომ აღენიშნებოდათ სხეულზე და უსუფოვს ტალახიანი რომ ქონდა შარვალი ? რაულ უსუფოვის მამა ამბობდა ტალახიანი შარვალი ქონდაო და სურათებითაც დადასტურდა
5. რატომ მისცეს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებები დაცვის წევრმა /უფროსმა ?
6.რატომ არ გამოქვეყნდა გამოძიების დეტალები ? მაგალითად FBI ს ოფიციალური დასკვნის ორიგინალი ? ექსპერტიზის დასკვნები დაზიანებების და ანაბეჭდების და დნმ ს შესახებ ?
7. ა.შ და ა.შ