ზუსტატ არ მახსოვს 92თუ 93 წლის ნოემბრის თვეშში შინაგანი ჯარი სხვადასხვა ფორმირებებთან ერთად გაგვაგზავნეს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ქეთევანში.ჩვენ ვიყავით დაახლოებით 100 კაცი.მისვლისთანავე გაგვანაწილეს და დავიკავეთ პოზიციები
რომელი ჯგუფი სად და როგორ განლაგდა არავინ არ იცოდა.გასაგებ ენაზე რომ ვთქვა იყო სრული განუკითხაობა და ბარდაგი.
პოზიციებზე ყოფნის მე-3 დღეს მორიგეობიდან რომ შევიცვალე ვისვენებდი ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლში.ამ დროს შემოდის სახლის პატრონი და მეუბნება გაიღვიძე ჩვენს სახლს ესვრიანო.ავიღე ჩემი პულიმიოტი და გამოვედი სახლიდან.ეტყობა დამინახეს და დამიშინეს ტყვიები გამეტებით.ტყვიები მოდიოდა იმ პოზიციებიდან სადაც მიახლოებით ვიცოდი,რომ ჩვენები იმყოფებოდნენ.მაგრამ რა გინდა გააკეთო ამ დროს???თან იმასაც ვფიქროფ ვაითუ აფხაზები შემოიჭრნენ და მტერმა გამიხსნა ცეცხლი მეთქი.
ესე ვიფიქრე 30 წამი და ავამუშავე ჩემი პულიმიოტი.(ეს იყო ერთად ერთი შემთხვევა როდესაც ტყვიამფრქვევით გავხსენი უმისამართო სროლა)
10 წუთიანი პერესტრელკების შემდეგ ძლივს გავარკვიეთ ერთმანეთში რომ ქართველები ვიყავით.
საბედნიეროდ არავინ არ დაჭრილა და დაღუპულა.
მე -4 დღეს დილის 6 საათი იქნებოდა ის ის იყო უნდა შევცვლილიყავი რომ შევამჩნიე აფხაზების მოძრაობა დაახლოებით 200 მეტრაში.უფრო ზუსტად რომ გადმოვცე ლანდების მოძრაობა დავინახე ღამის სიბნელეში.უკეთესად რომ გამეგრძელებინა დაკვირვება წინ წავიწიე დაახლოებით 50 მეტრი და ჩავსაფრდი.ჩემს წინ იყო ჩაის პლანტაციები.ამ დროს მესმის აფხაზური რუსული ლაპარაკის ხმები ძალიან ახლოს მაგრამ ადამიანები არ ჩანან.ძალიან გამიკვირდა იმდენად ახლოდან მესმოდა ხმები რომ უკანაც ვიყურებოდი ზურგიდან ხომ არ მეპარებიან მეთქი.თურმე მტერი ჩაის პლანტაციების რიგებში მოძვრებიან და გვიახლოვდებიან.ამ დროს ჩაის პლანტაციებიდან ამოიწია შავი ლანდი რომელმაც რაღაც საშინლად დაიღრიალა(ეტყობა მომყევითო) წამიც არ იყო გასული და სამამდე მოწინაამღდეგე ამოძვრა ჩაის ბუჩქებიდან.როგორც ამოძვრნენ ძალიან მალე ჩაძვრნენ ჩემი დახმარებით უკან სამუდამოდ.
იმ პოზიციაზე სადაც ვიყავი ჩემი გაჩერება აღარ შეიძლებოდა დავიხიე უკა ძველ პოზიციაზე და იქ მყოფ ჩემ თანამებრძოლ ნოდარ ალიანს(რომელსაც შემდეგ ტყვედ აიყვანენ)ვუთხარი რომ მტერი შეტევას იწყებს და წავალ ჩვენს ბიჭებს წამოვყრი მეთქი.ჩავირბინე 50 მეტრი წამოვყარე მძინარეები გამოფხიზლებაც ვერ მოასწრეს რომ დაიწყეს შეტევა.წესით პოზიციაზე უნდა ვყოფილიყავით 16 კაცი და 1 ოფიცერი სინამდვილეში ვიყავით 8 ჯარისკაცი დანარჩენი 8 ჯარიკაცი და 1 ოფიცერი ყოველდღიურად სოფელში აქეთ იქით დაძვრებოდნენ.იძინებდნენ იქ სადაც მოუნდებოდათ და აკეთებდნენ იმას რაც უნდოდათ.მაგარი ბარდაგი იყო.
პოზიციაზე მარტო მე მქონდა პულიმიოტი,დანარჩენებს მხოლოდ ავტომატები.
დაიწყეს შეტევა აფხაზებმა და რა დაიწყეს.იმათი შემართების 50% ჩვენ რომ გვქონოდა ბევრი რამ სხვაგვად მოხდებოდა.კი არ მოდიოდნენ შეტევაზე მოფრინავდნენ.
მათ თავიდანვე ამოიღეს მიზანში ის სახლი სადაც ვიყავით გამაგრებული და დაიწყეს დადუღება გრანატამიოტით.
დაიწყო ბრძოლა.გამაგრებული ვართ ორ სახლში რომლებიც 50 მეტრით იყო დაცილებული ერთმანეთისგან.
სიტუაცია შეიქმნა ასეთი.ტყვიები თითქმის გამოგველია,სახლის მე-2 სართულს ცეცხლი წაეკიდა.დაიწყო პანიკა.ყველასთვის გასაგებია რომ ცეცხლწაკიდებული სახლი უნდა დავტოვოთ მაგრამ არ გინდა გარეთ გასვლა,როცა იცი რომ უეჭველი მოკვდები.სახლი თითქმის მთლიანად ალყაში ყავდათ მოქცეული.
ამ დროს ბიჭებს გავუცინე და ვუთხარი რომ მომზადებულიყვნენ.პირველი მე გავარდები სახლიდან და მომყევით ყველანი სწრაფად მეთქი.თუ ვინიცობა მე მოვკდი მომიგონეთ მეთქი.ჩემი ჭკუით გავამხნევე.
დიდი მორწმუნე არასოდეს ვყოფილვარ მაგრამ იქ გულში გავიფიქრე ღმერთო მიშველე მეთქი.იქამდე არასოდეს მიხსენებია ღმერთის სახელი.
წარმოიდგინეთ ჩემ თავში რაც ხდებოდა.99% დარწმუნებული ვარ იმაში რომ გავალ თუ არა სახლიდან ეგრევე ტყვიას დამაჭედებენ მაგრამ სხვა გზა არ არსებობს უნდა გავრისკო.
სულ 5 ჯარისკაცი ვიყავით იმ დროს იმ ცეცხლწაკიდებულ სახლში.მომყევით მეთქი დავიძახე და გამოვარდი სახლიდან.ამ დროს ველოდები რომ ტყვია მომხვდება და გამაგორებენ.ერთი-ორ წამში ტყვია რომ არ მომხვდა გამიკვირდა და გამიხარდა და უფრო დიდი სისწრაფე განვავითარე დანარჩენებიც მომყვნენ.
100 მეტრა ვირბინეთ და ვინც ჩემთან ახლოს იყვნენ ვუთხარი ჩავწოლილიყავით ჩაის პლანტაციებში და ხოხვით გაგვეგრძელებინა გზა.
ნოემბერია,საშინლად ცივა დაწვიმს.მივხოხავთ რაც შეიძლება მაგრამ შემდეგ ამ ხოხვამაც აზრი დაკარგა იმიტომ რომ სულ რაღაც 5 წუთში მთლიანი სოფელი დაიკავეს აფხაზებმა,რუსებმა და ჩეჩნებმა.
ჩვენ ვართ სამნი.მე ერთი კაკაბეთელი წითელთავა ბიჭი რომელიც ჩემ გვერდითა რიგში იწვა და მესამე ხაშურელი ბიჭი ისიც წითელთავა ის ჩემ რიგში მაგრამ ჩემს უკან იწვა.ანუ ორივე რიჟები იყვნენ.რა გინდა გააკეთო სიცივისგან გათოშილები ვართ თითები ისე მაქვს გაყინული ვერც გაშლას ვახერხებ და ვერც მოხრას თავზე გვაწვიმს ნოემბრის თვის ცივი წვიმა.
აფხაზებმა ალბათ 1 საათში მთლიანი სოფელი გადაწვეს.მესმოდა ქალების კივილის და ძაღლების ყეფვის ხმა.ამის შემდეგ დაახლოებით ალბათ 40 კაცამდე შეიკრიბნენ ჩვენგან 5 მეტრაში და შემოსძახეს სიმღერა.ლაპარაკობდნენ თავიანთ დანაკარგებზე.მესმოდა რუსული და ალბათ აფხაზური და ჩეჩნური ლაპარაკის ხმები.
მოკლედ ვწევარ და ვუსმენ მაგათ ლაპარაკს.თავი მგონია რუსი რაზვეჩიკი.ფიქრებში ვარ წასული წუთი წუთზე ველოდებით რომ შეგვამჩნევდნენ და დაგვიჭერდნენ თუ მომკლავდნენ თუ რას გვიზავდნენ ეგ უკვე არ ვიცოდი.
ვწევარ და ვფიქრობ იმაზე რა ვუთხრა ისეთი რომ დამიჭერენ რომ არ მომკლან მეთქი.მოვიფიქრე ვეტყვი დედა სომეხი მყავს მეთქი და იქნებ თავი შევაცოდო მეთქი,მაგრამ ვინ დამინდობდა ჩემ პულიმიოტს რომ დაინახავდნენ.ამ დროს ყველა ორგანო სიცივისგან არის გათიშული მხოლოდ ტვინი მუშაობს.
ამ ფიქრებში ვარ წასული და ერთმა მტრის ჯარისკაცმა გადმოაბიჯა ამ ჩაის ბუჩქს ერთი ფეხი ისე რომ რამის კისერზე დამაჭირა კი გამიხარდა იმ წამს მაგრამ მაშინვე ის გავიფიქრე ვაითუ ჩემს პარალერულ რიგში მწოლიარე კაკაბეთელი ბიჭისთვის დაებიჯებინა ფეხი.მოკლედ გადავრჩით.კაკაბეთელ ბიჭს გადავუჩურჩულე როგორ მოგეწონა იმის ბათინკები მეთქი.ვცდილობდი გამემხნევებინა იმიტიომ რომ მითხრა იქნებ დავნებდეთო.მე ვუთხარი აზრი არ აქვს დანებებას მაინც მოგვკლავენ მეთქი.თან ისიც ვუთხარი გზა ვიცი მთავარია დაღამებამდე ვერ შეგვამჩნიონ მეთქი.(სინამდვილეში არაფერი გზა არ ვიცოდი)ანუ ჩაის ბუჩქები გადაკვეთა იმ ახვარმა ჯვარედინად.
ვწევარ და ველოდები დაღამებას.საათი არ მაქვს.ისეთი ღრუბლიანი ცა არის რომ ვერ მიხვდები კაცი როდის დაღამდება.
ალბათ ესე 12 სათი ვიწექი ტალახში ერთი და იგივე ადგილას რა დროსაც დაიძახეს,რომ ОТХОДИМ, ОТХОДИМ.გამიხარდა ძალიან მაგრამ ეს სიხარულიც ხანმოკლე აღმოჩნდა.იმიტომ,რომ ბოევიკებმა დაიწყეს უკანდახევა იმ ბილიკით რომელიც გადიოდა ჩემს უკან 3 მეტრაში და ამ დროს ჩემს რიგში უკან იწვა კიდევ ერთი ხაშურელი წითელთავა.მოკლედ დაახლოებით 40-მა ბოევიკმა ისე გაიარა ის ბილიკი,რომ ვერ შეგვამჩნიეს.რომ ჩაგვიარეს და მოცილდნენ იქაურობას მაშინ კი მართლა გამიხარდა საბოლოოდ აწი რაღა მომკლავდა.ნახევარ საათშიც დაღამდა მაგრამ მთელი სოფელი მაინც განათებული იყო იმიტომ რომ სახლებს აქა იქ ისევ ცეცხლი ეკიდა.
როგორც იქნა ძლივს წამოვდეგით ჩაის პლანტაციებიდან და ძლივს მივაღწიეთ ერთ ახალ ჩამწვარ სახლს და დავიწყეთ ტანსაცმლის გაშრობა.
ეხლა იმაზე დავიწყე ფიქრი საით უნდა წავსულიყავი.დავინახე მაღალი ალვისხე რომელზედაც ავედი და ვხედავ ესეთ სიტუაციას.მთლიანად ცა იყო შავად ჩაბურული და სადღაც შორს ღრუბელი მხოლოდ ერთ ადგილას იყო ოდნავ შეფერადებული ვარდისფრად.გუნებაში დავასკვენი რომ ეს იქნებოდა ოჩამჩირე და შეფერადებული ღრუბელი იყო განათებული ქალაქის ანარეკლის შედეგად.
დავიმახსოვრე ეს მიმართულება და დავიწყეთ ალყიდან გამოსვლა.გზად რამდენიმე გზააბნეული ჩვენი ჯარიკაცი შემოგვიერთდა ყველა იმ მიმართულებით ვატარე რომელიც მქონდა დამახსოვრებული.
ასე და ამრიგად ჩავაღწიეთ სოფელ კოჩარამდე.მეც გადავრჩი და სხვებიც გადავარჩინე.
Guram Chikadze
19 მარტი, SoundCloud-ითმხოლოდ მე
newscafe.ge
This post has been edited by saketi on 22 Mar 2014, 12:26