iren765
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3750
წევრი No.: 120313
რეგისტრ.: 31-August 10
|
#40345358 · 26 Mar 2014, 09:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2005 წლის ინტერვიუ.
ზურაბ ჟვანიას ძმა გამოძიებას ამხელს: "ოთახში, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, ანაბეჭდები არ არის" ელისო ჩაფიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება საზოგადოებაში დღესაც უამრავ კითხვას ბადებს. დღემდე მისი ოჯახის წევრებს ამ თემისათვის ტაბუ ჰქონდათ დადებული. დღეს ზურაბ ჟვანიას ძმა, გიორგი ჟვანია პირველად საუბრობს იმ მასალებზე, რომლის მოპოვებას ყოფილი პრემიერ-მინისტრიც ოჯახმა დამოუკიდებლად შეძლო. - ალბათ, თქვენთვის ძნელია საუბარი თქვენი ძმის გარდაცვალების თაობაზე, თუმცა გავიდა ორი თვე და საზოგადოებას ჯერ კიდევ ბევრი კითხვა აქვს უპასუხოდ დარჩენილი. ცნობილია, რომ ოჯახი ატარებთ დამოუკიდებელ გამოძიებას. თუ ეთანხმებით იმ ვერსიას, რაც გამოძიების მიერ იქნა გაცხადებული. გიორგი ჟვანია: პროკურატურას ჯერ ოფიციალურად ვერსია არ გაუცხადებია, თუმცა თავიდან შს მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით გვაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა, რომელიც საჭიროებს პასუხის გაცემას. ჩვენ თავს ვიკავებდით ყველანაირი კომენტარებისაგან იმიტომ, რომ ჯერჯერობით დაკავებულები ვიყავით ინფორმაციის შეგროვებით. გადავწყვიტეთ, რაღაც ვთქვათ მას შემდეგ, რაც ამერიკელების დასკვნა გამოქვეყნდა. ჩვენ თავს მივეცით უფლება, რომ მცირე კომენტარი გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით. ამერიკელების დასკვნაში დაფიქსირდა, რომ რა სახის ექსპერიმენტიც ჩაატარეს, ამის მიხედვით შესაძლებელი იყო, იმ ოთახში მიეღოთ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. სულ სხვა გარემოებაა, ეს ექსპერიმენტი რამდენად შეესაბამება იმ რეალობას, რაც იმ ღამეს მოხდა და არსებობდა იმ ბინაში. საკითხავია, იყვნენ თუ არა საერთოდ იმ ბინაში გარდაცვლილები. - გამოდის, რომ თქვენც ეჭვქვეშ აყენებთ ამ მომენტს. გარდაცვლილი რაულ უსუფოვის მამამ პირველივე დღეს განაცხადა, რომ იმ ბინაში არ იყო მისი შვილი გარდაცვლილი. რა გაძლევთ ამ ეჭვის საფუძველს. - ეს ეჭვი ბუნებრივად მომდინარეობს იქიდან, რომ როცა მე და ჩემი რძალი, ნინო ვიყავით ეროვნული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში, პირდაპირ განგვიცხადეს ექსპერტებმა, რომ ბინაში არ არის ნაპოვნი არც ერთი გარდაცვლილის ანაბეჭდი. საერთოდ, ყველა ანაბეჭდი, რაც ბინაში არის ნაპოვნი, არის ძველი. არა იმდღევანდელი, არამედ უფრო ადრინდელი. გარდა ამისა, ჩვენი მხარის წარმომადგენელმა ნახა ის სიგარეტის ნამწვები, რომელიც აქვს გამოძიებას. ზურას ჰქონდა ძალიან სპეციფიკური მანერა სიგარეტის მოწევის. არასოდეს არ ეწეოდა სიგარეტს ბოლომდე. ნახევრამდე ეწეოდა და რაღაც დამახასიათებლად გრეხდა ხოლმე. სიგარეტის ათეულობით ნამწვავია გამოძიებაში და მხოლოდ ერთი შეიძლება, დაახლოებით მივამსგავსოთ მის მიერ მოწეულს. - მას შემდეგ, რაც "რეზონანსში" გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ოთახში არ იყო საფერფლე (ჩვენ ეს ინფორმაცია საკმაოდ კომპეტენტური ადამიანისაგან მივიღეთ), მხოლოდ შემდეგ გაჩნდა ეს საფერფლე საქმეში.... ხომ არ მოგიკითხავთ, სად იყო მანამდე ეს საფერფლე. ხომ არ დაინტერესებულხართ თქვენ, როგორც დაზარალებული მხარე, რატომ არ იყო პირველივე დღეს ტელეეკრანებზე ნაჩვენებ კადრებზე საფერფლე, თუ ის ოთახში არსებობდა. მე ვიცი, რომ სამ ათეულ ღერამდე სიგარეტი აღმოჩნდა მოგვიანებით გამოძიების მასალებში. შეიძლებოდა, ამდენი მოეწია დროის იმ ინტერვალში, რასაც გამოძიება მიიჩნევს ზურაბ ჟვანიას საბურთალოს ქუჩაზე ყოფნის პერიოდად. - არა, შეუძლებელია, რომ ამდენი მოეწია. 31 ღერია დღეს დაფიქსირებული. ამ 31 ღერიდან მხოლოდ ერთი წააგავს ზურას მონაწევს. დანარჩენი არ არის ზურას მიერ მოწეული. მე ეს პირდაპირ შემიძლია, განვაცხადო. იყო ეს სიგარეტები იქ და საერთოდ, როგორ მოხვდა ამ ბინაში, ეს კიდევ ცალკე თემაა. ყველა ეს ნამწვები ამოღებულია არა საფერფლედან, არამედ ნაგვის ყუთიდან. ზემოდან კიდევ ძალიან ბევრი ნაგავი ეყარა. ასე რომ, აშკარად ძველი ჩაყრილია. საერთოდ, ჩანს, რომ იმ საღამოსთან აშკარად არავითარი კავშირი არა აქვს. - როგორც იმ ჟურნალისტებმა თქვეს, ვინც იმ დღეს იყო პროკურატურაში და აჩვენეს ოთახის დათვალიერების კადრები, მათ თქვეს, რომ ნარდზე არ იყო კამათლები. საინტერესოა, როგორ თამაშობდნენ კამათლების გარეშე ნარდს. საერთოდ, თქვენს ძმას უყვარდა ნარდის თამაში. - იმას ვერ ვიტყვი, რომ ზურას არ შეეძლო, ეთამაშა ნარდი. მაგას ვერ უარვყოფ. კამათლები, რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყო. საერთოდ, ძალიან ბევრი შეკითხვაა და ამ შეკითხვებს ძალიან სერიოზული პასუხები სჭირდება. მე მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოთახში, სადაც ჩემი ძმა აღმოაჩინეს, არ არის დაფიქსირებული ანაბეჭდები და, ერთ ღერს თუ არ ჩავთვლით, არ არის სიგარეტი. არადა, როგორც ოფიციალური ვერსია გვეუბნება, საათნახევარი ზურა იმ ოთახში ცოცხალი იყო. ერთ ღერზე მეტს ზურა ამ პერიოდის განმავლობაში ნამდვილად მოწევდა. წვენი რომ დალიო, კონიაკი და ა. შ, ჭიქას ხელი ხომ მაინც უნდა მოკიდო. - ანუ თქვენ ამბობთ, რომ არც ჭიქებზე არ არის თითის ანაბეჭდები. - დიახ, არსად არაფერი არ არის. - ამბობენ, რომ ოჯახი აპირებდა ექსპერიმენტის ჩატარებას იმ ოთახში, სადაც ეს ტრაგედია ოფიციალური ვერსიით დატრიალდა. ხომ არ რჩება ეს განზრახვა ისევ ძალაში. - დიახ, რაღაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ისევ ვაპირებთ. - გამოძიების წინაშე თუ დასვით ის შეკითხვები, რომელზეც ეხლა საუბრობთ. - გამოძიების წინაშე ეს შეკითხვა არ დამისვამს. პირადად მე არც მაქვს გამოძიებასთან ურთიერთობა, რადგან ჩვენი კანონმდებლობით გამოძიება დაზარალებულად ოჯახიდან მარტო ერთ ადამიანს ცნობს. ეს არის ჩემი რძალი, ზურას მეუღლე. - ქალბატონმა ნინომ დასვა ეს შეკითხვები. - პრინციპში, ჩვენ ჩვენს გამოძიებას დამოუკიდებლად ვატარებთ, გამოძიებამ კი თავისი საქმე აკეთოს. თან, ველოდებით გამოძიების შედეგებს. - ჩვენთვის ცნობილია ასევე იმის შესახებ, რომ დაცვის როლი იყო თითქოს საეჭვო. ამბობენ, რომ დაცვის ის წევრი, რომელიც ბატონ ზურაბს ახლდა, ვერ იხსენებს, სად იყო დროის იმ ინტერვალში, როცა ეს ამბავი მოხდა და ა. შ. გარდა ამისა, ითქვა, რომ 12-ის ნახევარზე ვიღაცამ დაურეკა პრემიერ-მინისტრს და სახლიდან გაიყვანა. ამას თუ ადასტურებთ. - დიახ, დედაჩემთან იყო და როდესაც სახლიდან გადიოდა, ამ დროს დარეკა ტელეფონმა და ზურამ უპასუხა, ხო, ხო, მოვდივარო. ვისგან არის დარეკილი, ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ. - ანუ ყველა ამ ეჭვის საფუძველზე ფიქრობთ, რომ თქვენი ძმა მოკლულია. - სანამ მასალების შეგროვებას არ მოვრჩები, ჯერჯერობით არ მინდა ამ თემაზე საუბარი. მე ახლა რაც გითხარით, ამაზე გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ჯერ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამაზე საუბარი. მე ვთვლი, რომ ამან შეიძლება, გამოძიების პროცესს შეუშალოს ხელი. - მაშინ მე გკითხავთ, დადის ხმები იმის შესახებ, რომ თქვენს ძმას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. თქვენ რა შეგიძლიათ, თქვათ ამის შესახებ. - გაგებული მაქვს მეც ეს ჭორის დონეზე. - თქვენ არ გინახავთ თქვენი ძმის სხეული, რომ ამაში დარწმუნებულიყავით. - არა, მე ნამდვილად ვერ დავესწრებოდი დათვალიერებას. იყო იქ ჩვენი ნათესავი, რომელიც ესწრებოდა და არ შეუმჩნევია ასეთი არაფერი. - ხომ არ დაუყენებია ქალბატონ ნინოს საკითხი, რომ მოხდეს გარდაცვლილის ცხედრის ექსგუმაცია და გაირკვეს, ეს ყველაფერი სიმართლეა თუ არა. - ეს საკითხი ჩვენს ოჯახში არ დამდგარა. - ქრისტიანული მოსაზრებიდან გამომდინარე. - დიახ, რა თქმა უნდა. საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი არის ისედაც, რომ აქამდე საქმე არ მივიდეს. ამის აუცილებლობა არ იქნება. - ერთ-ერთი ინფორმაციით, თითქოს იმისათვის, რომ არ მომხდარიყო გვამის დათვალიერება და ექსგუმაცია, საფლავზე დაცვა დააყენეს... - ეს ინფორმაცია მოვიდა ჩვენამდე და გადავამოწმეთ. ეს არ შეეფერება სიმართლეს. - როდის აპირებთ, თქვათ ყველაფერი თქვენი ძმის სიკვდილთან დაკავშირებით. როცა გამოძიება საბოლოო დასკვნას დადებს. - რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით გამოძიებას, არ გვინდა, ხელი შევუშალოთ, მაგრამ თუ საქმე ძალიან გაჯანჯლდა, ვერ დაველოდებით და ვიტყვით ბევრ რამეს, რადგან ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ ვიცით. - მე ბევრ ადამიანს ვკითხე ამის შესახებ და თქვენც მინდა, გკითხოთ, ხომ არ ჰქონია მას რაღაც ინფორმაცია ანდა წინათგრძნობა, რომ საფრთხე ელოდა. - მე უფრო მქონდა ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ შესაძლებელია რაღაცა იგეგმებოდა. არ იყო საუბარი მაინცდამაინც ფიზიკურ ლიკვიდაციაზე. ზურას საკმაოდ ბევრი მტერი და არაკეთილისმოსურნე ჰყავდა. მომდიოდა ინფორმაციები ამ ადამიანებზე, რომ რაღაცას ამზადებდნენ. ზურასთან მივიტანე ეს ინფორმაცია, რომელიც, მე მგონი, ზურას სერიოზულად არ მიუღია. - ანუ არანაირი წინათგრძნობა, რომ მას რაღაც საფრთხე ელოდებოდა, არ ჰქონია. - რომ ჰქონოდა, უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდებოდა თავის დაცვას. საკმაოდ არასერიოზულად ეკიდებოდა. - ასევე საუბარია იმის შესახებაც, რომ მისი ძველი ნომრიდან დაურეკეს რაულ უსუფოვს დიდუბის რაიონის ტერიტორიიდან... ვის შეიძლებოდა, ჰქონოდა მისი ძველი ტელეფონის ნომერი. - რაც შეეხება მის ძველ ნომერს, ნამდვილად ამ ნომრიდან არის გამოძახებული რაულ უსუფოვი. თუმცა ეს ზარი დიდუბის ტერიტორიიდან არ არის შესული. ჯერ არ მინდა საუბარი იმაზე, სად დაფიქსირდა ტელეფონების მიხედვით საეჭვო მომენტები. აქ გაცილებით სერიოზული კითხვის ნიშნებია და ამაზე ჯერ არ მინდა საუბარი. ზურას ჰქონდა ერთი უცნაური თვისება. ვინც მასთან ხშირად არის ნამყოფი, ყველა დაგიდასტურებთ, რომ ფანჯარა ჰქონდა მუდმივად ღია კაბინეტში. სახლშიც რომ მოდიოდა, ძალიან ხშირად აღებდა ფანჯარას. არ ვიცი, წინათგრძნობაა ეს თუ სხვა რაღაცა, ხშირად ეტყოდა დედაჩემს, გაზის სუნიაო და შედიოდა სამზარეულოში გაზის შესამოწმებლად. სადაც იყო, ფანჯარას აღებდა ხოლმე და ძალიან უცნაურია, რომ საათობით შეიძლებოდა, მჯდარიყო ბინაში, ამდენი მოეწია და ფანჯარა არ გაეღო. - გარდა ამისა, გაირკვა, რომ ის იყო დიეტაზე. არადა, მაგიდაზე სოსისები ელაგა... შეიძლებოდა, სოსისი ეჭამა. - არა, არ არსებობს. დიეტაზე იყო. სახლში დედაჩემი რომ დაგვინახავს, პირველ რიგში დაგვდევს, შეჭამეთ რამეო. იმ დღეს საერთოდ არაფერი ჩაუდევს პირში, წვენიც კი არ დაულევია. - საერთოდ, დადგინდა, რისი წვენი იყო მაგიდაზე. - ფორთოხლის. - ბინაზე თუ გაარკვიეთ რამე, ვის მიერ იყო ეს ბინა დაქირავებული. - დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ზურას ჰქონდა კონფიდენციალური ბინები. პერიოდულად იცვლიდა ამ ბინებს. ხვდებოდა აქ ადამიანებს, ძირითადად პოლიტიკოსებს. გადაადგილება ძირითადად ასეთი სქემით ხდებოდა: ექსკორტი მიდიოდა, მერე ზურა გადაჯდებოდა სხვა მანქანაში და მიდიოდა ერთი კაცის თანხლებით კონფიდენციალურ ბინაში. როგორც მეუბნებიან, ორ თვეში ერთხელ ამ ბინებს ცვლიდნენ. - ვასილ მაღლაფერიძესთან თუ გქონდათ საუბარი ამ ბინის შესახებ. მან განაცხადა, რომ იცნობდა ბინის პატრონს. თუ იყო ჩარეული ამ ბინის დაქირავების პროცესში. - არა, არ ყოფილა. მე როგორც ვიცი, ბიუროს მეშვეობით მოხდა ამ ბინის გაქირავება. - თქვენ ხომ არ გრძნობთ რაიმე საფრთხეს დღეს იმის გამო, რომ გამოძიებას აწარმოებთ. - არა. არც მუქარა ყოფილა და არც კუდები შემინიშნავს. - ამბობენ, რომ დაცვამ მხოლოდ მას შემდეგ შეამტვრია კარი, როცა ქალბატონმა ნინომ ატეხა განგაში... - არა, მანამდეც იყვნენ შესულები ბინაში. ჩვენ ვნახეთ ტელეფონების ამონაბეჭდები. დაცვა უკვე შესული იყო, ამის შემდეგ უკვე რეკავს ნინო ზურას ტელეფონზე. მე მგონი, არც უთხრეს წესიერად ნინოს, რა მოხდა. ახლა ზუსტად აღარ მახსოვს, რადგან მაშინ მაგის გარკვევის ხასიათზე არ ვიყავი. ნინო ფეხით წამოვიდა წყნეთიდან. ეს ხდება დაახლოებით ხუთის ნახევარზე. ნინო რეკავს, ეუბნებიან, არ სცალიაო. როცა ნინო აღელდა და მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა, ფეხით წამოვიდა, გზაზე რაღაც მანქანა გააჩერა და ჩამოვიდა იქ, იმ სახლში, სადაც ჩემი ძმა უკვე გარდაცვლილი დახვდა. - თქვენი აზრით, თქვენი ძმის გარდაცვალება პოლიტიკური მკვლელობაა თუ შეიძლება, უფრო პრივატიზების საკითხთან იყო დაკავშირებული. ოჯახში რას ფიქრობთ ამის შესახებ. - ზურას საკმაოდ ბევრი მტერი ჰყავდა. ასე რომ, ყელაფერი, პოლიტიკაც, ეკონომიკაც, საბოლოო ჯამში მიდის პირად კლანურ ინტერესებთან. - სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმა ყურადღება გაამახვილეს, რომ პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებას წინ უძღოდა საქართველოში ტარიელ ონიანის გამოჩენა. ასევე ახსენეს ნილსენი, ასლან აბაშიძე, თემურ ალასანია... თქვენ თუ შეგიძლიათ, რაიმე კავშირებზე ისაუბროთ. ხომ არ იყო ვინმესთან პიროვნული დაპირისპირების მომენტი. - მე არ შემიძლია, კონკრეტულად ვინმეზე ვისაუბრო იმიტომ, რომ არანაირი მასალები არ გამაჩნია ამის შესახებ. თუ ვინმემ რაღაცა თქვა და დაიწერა, ამ ვერსიებზე უნდა მუშაობდეს გამოძიება. არ ვიცი, მუშაობს თუ არა. გამოძიება რომ დადებს თავის დასკვნას, მერე ვიმსჯელოთ. ალბათ, იქ ბევრი ვერსია განიხილება, როგორც უბედური შემთხვევა, ასევე სხვა რამ. ალბათ, შესაბამის დასკვნებს დადებენ. - თუ ეს მკვლელობა იყო, თქვენ უშვებთ იმას, რომ შეიძლება, მასში ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ გარეულნი. - ხელისუფლების წარმომადგენლებში შეიძლება, ვიღაცეები გარეულები ყოფილიყვნენ, იმიტომ, რომ მე დღესაც მაქვს გარკვეული ფაქტები, რომ ხელისუფლების კონკრეტული პირები (მე ჯერ მათ გვარებს არ დავასახელებ), ავრცელებენ ბინძურ ჭორებს... - ალბათ, ზოგიერთი მათგანი ბატონი ზურაბის მეგობრებადაც აცხადებდა თავს გარკვეული პერიოდის განმავლობაში... - ვერ გეტყვით, ვინ როგორ აცხადებდა. ჭორების მანქანა ძალიან კარგად მუშაობს, როგორც ყოველთვის საქართველოში და მოდის კონკრეტული პირების შესახებ ინფორმაცია. გამოძიებას თუ გაუჩნდა ამ პირების მიმართ შეკითხვები, კარგი იქნება. ერთი რამ შემიძლია, ვთქვა, რომ ეს არ არის ხელისუფლების შეკვეთილი მკვლელობა, თუმცა ზურას ჰყავდა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები განაწყენებული. - რუსულ მედიაში ირაკლი ოქრუაშვილზე გაკეთდა მინიშნება იმის გამო, რომ მასთან ჰქონდა ძალიან აქტიურად დაპირისპირება წინა პერიოდში. რას იტყვით ამის შესახებ. - მე კიდევ გეუბნებით, რომ ზურას ჰყავდა საკმაოდ ბევრი არაკეთილისმოსურნე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი მის მოკვლას გეგმავდა. ეს სულ სხვადასხვა რაღაცაა. შეიძლება, პოლიტიკური არაკეთილისმოსურნე იყო, ეს კი ცოტა სხვა რაღაცაა. ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო ამის უკან, მე ამაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, სანამ არ მექნება რაიმე ხელშესახები დოკუმენტი. - პრეზიდენტი თუ დაინტერესდა თქვენს მიერ წარმოებული გამოძიების შედეგებით. ბატონი გია ბარამიძე, მე მგონი, ერთადერთია, ვინც თქვენთან ერთად აგრძელებს ამ გამოძიებას. - გია ბარამიძე ერთადერთი არ არის. ზურას მეგობრები და თანაგუნდელები ძალიან არიან დაინტერესებულნი სიმართლის გარკვევით და გვერდში გვიდგანან. პრეზიდენტს ჩემთან და დედაჩემთან კონტაქტი არ ჰქონია, მაგრამ ნინოს რამდენჯერმე ესაუბრა. რამდენადაც ვიცი, გამოძიების თემაზე არ ყოფილა საუბარი. კომენტარი თქვენთვის მომინდვია ერთგული მეგობარი
ნინო ჟვანია: მკვლელს თუ ვერ იპოვიან, დაადასტურონ, რომ უბედური შემთხვევა არ იყო / სივილ ჯორჯია, თბილისი / 2005, 26 მაისი
25 მაისს ტელეკომპანია "202“–ის ეთერში ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ჟვანიამ პრემიერ–მინისტრის გარდაცვალების უცნობი დეტალები გააჟღერა და გამოძიების მსვლელობაზე ისაუბრა.
ნინო ჟვანიას განცხადებით, გამოძიება მხოლოდ ერთ ვერსიას – უბედურ შემთხვევას განიხილავს და "მიზანმიმართულად ცდილობს, როგორმე დაამტკიცოს იგი“.
“გამოძიება თუ მოინდომებს იპოვის [ზურაბ ჟვანიას] მკვლელს, მაგრამ ამას თუ არ გააკეთებს, ის მაინც დაადასტუროს, რომ უბედური შემთხვევა არ იყო ან დაასაბუთოს, რომ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა“, განაცხადა ზურაბ ჟვანიას მეუღლემ.
გარდაცვალების დეტალებზე საუბრისას, ნინო ჟვანიამ ხაზი ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაცვის "აბდაუბდა“ ჩვენებებს გაუსვა. მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას მობილურზე დაცვის რვა უპასუხო ზარი იყო დაფიქსირებული.
“არადა მე, მას შემდეგ, რაც მთელი ღამის განმავლობაში ტელეფონზე არ მპასუხობდა არც ზურა და არც მისი დაცვა, გამთენიის 6 საათზე, ზამთარში, თოვლში წყნეთიდან ფეხით წამოვედი... ზურას ტელეფონზე კი დაცვის რვა უპასუხო ზარი იყო დაფიქსირებული...“, აცხადებს ნინო ჟვანია.
ნინო ჟვანიამ ასევე განაცხადა, რომ ახალგარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას მისმა დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ ჯიბიდან გასაღებები ამოაცალა, წავიდა კანცელარიაში და პრემიერ–მინისტრის სეიფი გახსნა, "სადაც ვეღარ ვიპოვეთ 2004 წლით დათარიღებული დოკუმენტები.“
ნინო ჟვანიამ თავისი პოზიცია "202“–ის ეთერით ღიად მას შემდეგ დააფიქსირა, რაც ზურაბ ჟვანიას კიდევ ერთმა ოჯახის წევრმა, მისმა ძმამ გოგა ჟვანიამ ამავე ეთერით განაცხადა, რომ ალტერნატიული კერძო გამოძიების საფუძველზე მას "უკვე ეჭვი აღარ ეპარება, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს“.
გოგა ჟვანიასთან ინტერვიუმდე, ტელეკომპანია "202“-მა უჩვენა 20-წუთიანი გადაცემა ჟურნალისტური გამოძიების შესახებ, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების დეტალებს შეეხებოდა. ეს საგამოძიებო მასალა ძირითადად იმ ფაქტებზე ახდენდა ფოკუსირებას, რომლებიც ოფიციალურ ვერსიას არ ემთხვევა.
ოფიციალური ვერსიით ყოფილი პრემიერ–მინისტრი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალა. Go to the top of the page
--------------------
https://www.viagrasansordonnancefr.com/acheter-sildenafil-sandoz/ - acheter sildenafil sandoz www.viagrasansordonnancefr.com
|